ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია:
“30 წელია საქართველოში არსებობს სასამართლო, მაგრამ არ არსებობს სამართალი.
30 წელია ხელისუფლებები ლაპარაკობენ დემოკრატიაზე, მაგრამ გვაქვს ჰიბრიდული დიქტატურა.
30 წელია ხელისუფლებები მედიის თავისუფლებაზე ლაპარაკობენ, მაგრამ სძულთ ხელისუფლებისთვის არასასურველი მედია.
30 წელია ხელისუფლებები ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობენ, მაგრამ ვერ იტანენ ვერავის, ვინც ხელისუფლების ოპონენტია.
მე ვერ დავიჯერებ ვერცერთ განაჩენს, რომელიც ამგვარი ჰიბრიდული დიქტატის მქონე ხელისუფლებების პირობებშია წარმოდგენილი და ჩემთვის ყველა მათგანი შერჩევითი სამართლის შედეგია, შესაბამისად, პოლიტიკური პატიმარიც.
საბჭოთა კავშირი საქართველოში არ სრულდება 30 წელია – მხოლოდ ფორმალურად და შეფუთვით იცვლება იერი, მაგრამ შინაარსი დღემდე უცვლელია ხელისუფლებების საბჭოური ძალაუფლებისა.”
კომენტარები