• რეკლამა
  • კონტაქტი
20:20, სამშაბათი, 20 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

3 წელია ქუთაისის მერია 100-საფეხურიანი კიბის რეაბილიტაციას ვერ ასრულებს – ფლანგვის დეტექტორი

ალია ავტორი - ალია
15:37 10-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
71

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ქუთაისის მერიამ 2018 წელს 100-საფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის დაპირება გასცა, თუმცა კიბეს დღემდე არ ჩატარებია რეაბილიტაცია.

მათივე ცნობით, მერიას გაცემული დაპირება მხოლოდ 2021 წლის სექტემბერში, არჩევნების მოახლოებასთან ერთად გაახსენდა და კიბის სარეაბილიტაციოდ სექტემბერში ტენდერი გამოაცხადა.

“ტენდერის ღირებულება 740,928 ლარი იყო. ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა, ბრიტანია ქონსთრაქშენმა, რომელმაც სამუშაოების განხორციელება მერიას 673,821 ლარად შესთავაზა. როგორც სატენდერო დოკუმენტებიდან ირკვევა, 2021 წლის ბიუჯეტით ანაზღაურებული იქნება არაუმეტეს 80,446 ლარის შესრულებული სამუშაოების ღირებულება, ხოლო დანარჩენი შესრულებული სამუშაოების ღირებულება კი ანაზღაურდება 2022 წლის ბიუჯეტით.

თუმცა, ეს პირველი ტენდერი არ არის. ქუთაისის მერიამ პირველი ტენდერი კიბის სარეაბილიტაციოდ 2020 წლის აპრილში გამოაცხადა. მაგრამ, მალევე, მას შემდეგ რაც გამარჯვებული კომპანიის ქართულ ოცნებასთან შესაძლო კავშირის შესახებ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, ტენდერი შეწყდა.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის მერიისათვის მარტივი, არც ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა ყოფილა. 2019 წლის ივლისი-სექტემბრის თვეში მერიამ დოკუმენტების შესადგენად 3-ჯერ გამოაცხადა ტენდერი.

დაპირების გაცემიდან დღემდე ასევე ცვლილებები შევიდა მერიის ესკიზებშიც. თავდაპირველი ესკიზის მიხედვით, რომელიც მერიამ 2018 წელს გაასაჯაროვა, დაგეგმილი იყო კიბის საფეხურების მიმდებარედ ამფითეატრის, თეთრი კოლონადების და შადრევნის მოწყობა. მიმდინარე მონაცემების მიხედვით კი პროექტი მეტ გამწვანებას, შეცვლილ განათებას და სხვა დეტალებს მოიცავს.

კიბის სარებილიტაციოდ ქუთაისის მერიას 3 წელზე მეტი დაჭირდა, ამ ეტაპზე ტენდერი დასრულებულია, თუმცა როდის დაიწყება და დასრულდება რეაბილიტაცია ჯერ უცნობია.

მერიის მიერ ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებაზე, არა მხოლოდ კიბის რეაბილიტაციის დაპირების შეუსრულებლობა, არამედ სხვა მრავალი შემთხვევა მიუთითებს, მათ შორის თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, დროშის სადგამის დამოტნაჟება, რომელზეც ტენდერი სულ რაღაც 6-ჯერ გამოაცხადეს. პარალელურად, ქუთაისის მერია წლიდან წლამდე მისთვის გამოყოფილ ბიუჯეტსაც კი ვერ ითვისებს.

მაგალითად, იხილეთ 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში: ინფრასტრუქტურის განვითარება – ნაცვლად 19,629,700 ლარისა, აითვისეს 16,010,900, შესრულება 82%; განათლება – ნაცვლად 15,670,800 ლარისა, აითვისეს 12,272,800, შესრულება 78%; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – ნაცვლად 5,208,400 ლარისა, აითვისეს 4,577,000 ლარი, შესრულება 88%; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა – ნაცვლად 996,700 ლარისა, აითვისეს 805,000 ლარი, შესრულება 81%”, – წერია განცხადებაში. 

თეგები: ქუთაისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 10-20-2026
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია
ახალი ამბები

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია

17:19 10-19-2026
თიბისი ემიგრანტებისთვის –
ახალი ამბები

თიბისი ემიგრანტებისთვის –

14:03 10-19-2026
თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved