• რეკლამა
  • კონტაქტი
07:38, ორშაბათი, 16 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

3 სახლი, 6 ბინა, 6 მანქანა, 2,2 მილიონი ბანკში + სახელმწიფო სუბსიდიები – ვეტერანების სამსახურის უფროსის მოადგილის ქონება

ალია ავტორი - ალია
16:20 08-26-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
311

გამოცემა “ბათუმელების” ინფორმაციით, ვეტერანთა სამახურის უფროსის მოადგილის, ნიკოლოზ კვეზერელის და მისი ოჯახის ქონების არასრული ჩამონათვალია:19 მიწის ნაკვეთი, სამი სახლი, ექვსი ბინა, სამი ავტოფარეხი, 6 ავტომანქანა, 2 მილიონი ლარი ანაბარზე.

სახლი თბილისში, პიმენ ყურაშვილის ქუჩაზე – მისი ფართობი 2 391.57 კვ. მეტრია. სახლი აშენებულია მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობიც 5552 კვ.მეტრია.

აქვს ასევე სახლი ბახმაროში, გურჯაანში. მიწის ნაკვეთი, 12 799 კვ,მ. გუდაურში სიმბოლურ ფასად, ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით  იყიდა და შემდეგ მიყიდა “არპა ჯგუფს”, ასი პროცენტის მფლობელი ირაკლი ვარშალომიძეა.

დეკლარაციის მიხედვით, ოჯახი არაერთი ძვირადღირებული მანქანის მფლობელია, მათ შორის ყველაზე ძვირიანი შენაძენი იყო წინა წლებში,  147 182 დოლარად შეძენილი LAND ROVER.

დეკლარაციის მიხედვით, ნიკოლოზ კვეზერელი და მისი ოჯახი ფლობს თხუთმეტამდე კომპანიას.

რეესტრის მონაცემებით, ნიკოლოზ კვეზრელის და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული კომპანიები ჰექტრობით მიწის ნაკვეთს ფლობენ ან საიჯარო ხელშეკრულებებით სარგებლობენ.

ნიკოლოზ კვეზერელი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილეა 2016 წლიდან დღემდე. მან ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია 2025 წლის ივნისში შეავსო.

დეკლარაციის შევსების მომენტისთვის საერთო ჯამში ნიკოლოზ კვეზერელს საქართველოს ბანკის ანაბარზე 824 831, 43 აშშ დოლარი ჰქონდა.
გასულ წელს ვეტერანთა სამსახრის უფროსის პირველ მოადგილეს, ნიკოლოზ კვეზერელს ხელფასის სახით 49 946,28 ლარი მიუღია, რაც თვეში 4162 ლარია.

სახელმწიფო დაფინანსება ოჯახს:

შპს „ვაშლის ბაღები შინდისში“ იმ კომპანიების ჩამონათვალშია, რომლებმაც სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოსგან დაფინანსება მიიღეს. სააგენტოს მონაცმებით, ნიკოლოზ კვზერლის ცოლის კომპანიამ 2023 წელს სახელმწიფო სუბსიდიიდს სახით 350 000 ლარი მიიღო.

2019 წელს სახელმწიფო სუბსიდია სოფლის მეურნების პროგრამის ფარგლებში მიიღო შპს „ნუშის ბაღებმაც“, რომლის 33. 3 პროცენტს ნიკოლოზ კვეზერელი ფლობდა, შემდეგ კი გაასხვისა, იგივე კომპანიაში 33.4% პროცენტის მფლობელი იყო გიორგი მღებრიშივილი, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved