• რეკლამა
  • კონტაქტი
13:23, სამშაბათი, 12 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

3 მთავარი ნიშანი, რითიც ავტოლომბარდი უნდა შეარჩიო

ალია ავტორი - ალია
17:51 01-10-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
217

ვიცი ადამიანები, რომლებიც ლომბარდს, ცოტა არ იყოს, ამრეზით უყურებენ, აი, ფულის სანაცვლოდ ფულს აძლევენ ხალხსო, ამბობენ. თითქოს პურს, ფულის სანაცვლოდ არ გვაძლევდნენ. თითქოს წყალში არ ვიხდიდეთ ფულს, თითქოს წამალი უფასოდ იყოს. პური, წყალი, წამალი – ისეთი რამეები, რის გარეშეც ადამიანი ვერ გადარჩება თუ ფულზე იყიდება, ფული რატომ არ უნდა იყიდებოდეს? და რა ქნას მან, ვისაც ფული აქვს და იცის გჭირდება? ჩადოს თავისი ფული მუთაქაში და თავქვეშ ამოიდოს? სამოგზაუროდ წავიდეს? არ მოგყიდოს თავისი ფული?

ზოგი ამბობს, რომ ლომბარდი მხოლოდ ღატაკებისთვისაა, არადა, ლომბარდის მომსახურებით დედოფლები და მეფეებიც კი სარგებლობდნენ. მაგალითად, რომ არა ლომბარდი, ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიცია ვერ შედგებოდა – ესპანეთის დედოფალმა თავისი სადედოფლო გვირგვინი დაალომბარდა და კოლუმბის ექსპედიცია ასე დააფინანსა. პრუსიის მეფე, ფრიდრიხ მეორე, ლომბარდის მომსახურეებით სარგებლობდა და ამ გზით აფინანსებდა სამხედრო ოპერაციებს. არავინ იცის დღეს, სად გაჩნდა პირველად ლომბარდის იდეა, რადგან იგი არსებობდა ბაბილონშიც, ეგვიპტეშიც, ძველ საბერძნეთშიც, რომის იმპერიაშიც. დიოგენეს ცნობით, სოკრატე საკმაოდ წარმატებით იყო დაკავებული ამ ბიზნესით. 

რაც შეეხება სახელს, იგი მოდის ლომბარდიიდან, რომელიც დღეს თანამედროვე იტალიის ნაწილია. შუა საუკუნეების ბოლოს იტალიის სავაჭრო ქალაქების მაცხოვრებლებლება აღმოაჩინეს, რომ ფულის სარგებლობით გასესხება და ზოგადად, საბანკო საქმე კეთილდღეობისთვის აუცილებელი პირობაა და ამ საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვნენ. თუმცა, განსაკუთრებული ნიჭი ლომბარდიელებს აღმოაჩნდათ.

მაქვს მანქანა, მინდა ფული და არ მაქვს, შემიძლია მანქანა გავყიდო, მექნება ფული და არ მექნება მანქანა, არადა, საქმე, რომლითაც ფული უნდა მეშოვა, ამ მანქანაზეა დამოკიდებული, ანუ, მე დღეს ვიშოვე ფული, მაგრამ აღარ მაქვს ის, რითიც ხვალ უნდა მეშოვა ფული და ხვალ კი, უკვე არც მანქანა მექნება და არც ფული. 

მაქვს მანქანა, მინდა ფული, ვყიდი, მაქვს ფული და ახლა ამ ფულიდან, რომელიც მანქანის გაყიდვით ვიშოვე, მე ვუხდი ფულს მას, ვისაც მანქანა აქვს, რომ მიმიყვანოს ადგილიდან ადგილამდე. 

მინდა ერთი ოდენობის ფული, მაქვს მანქანა, ვყიდი, მაქვს ერთი ოდენობის ფული და არ მაქვს მანქანა და უკვე მინდა ორი ოდენობის ფული, რომ მანქანაც მქონდეს.

მაქვს მანქანა, ვალომბარდებ, ახლა მაქვს ფული პრობლემის გასაჭრელად და მანქანა, როგორც ბერკეტი, ან დამხმარე ძალა ვალის გასასტუმრებლად და დამატებითი ფულის საშოვნელად. 

საიდანაც არ შევხედე, დალომბარდებაზე უკეთესი გზა მე ვერ დავინახე, ცხადია, სჯობს, იმდენი ფული მქონდეს, არ მინდოდეს მეტი, მაგრამ…

იყო დრო, ჩემი შვილი 8 წელი ავადმყოფობდა, რომ არა ლომბარდი, ხშირად, წამალს ვერ ვიყიდდი. საბოლოოდ, ჩვენ დავამარცხეთ მისი ავადმყოფობა, დღეს კარგადაა, მუშაობს, სწავლობს.

დღეს გადაუჭრელი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ მე იმ რვა წელში დამავიწყდა, რომ ადამიანი ვარ, რომ ადამიანური საჭიროებები მაქვს, რომ ემოციები, შეგრძნებები, სიახლეები, განვითარება მჭირდება. ის 8 წელი მე ვიცხოვრე კვების და წამლის ფულისთვის. ახლა მინდა ვიცხოვრო ცხოვრებისთვის.

ამიტომ, მე წელს მანქანა დავალომბარდე, რათა ვიმოგზაურო, 8 დაუვიწყარი დღე უნდა გავატარო ევროპის ერთ ულამაზეს ქალაქში. ჩამოვალ დასვენებული, სიახლებით გაჟღენთილი, მექნება ახალი იდეები, კარგი განწყობა და ორმაგად შევძლებ ფულის გამომუშავებას.

პროცენტი ძვირია?

–გააჩნია სად ალომბარდებ.

სად ვალომბარდებ?

ხო, აი, მანქანის ლომბარდი გჭირდება, რა გაიფიქრე პირველი? რომელი კომპანია? ერთი რომელიმე და ცნობილი, ხომ? ან ერთი რომელიმე და უცნობი, ხომ? და სხვები?

რამდენია?

ბევრია, ძალიან ბევრი. შენ, ალბათ, იცი, მხოლოდ ერთი ან მაქსიმუმ ორი, არადა ათეულობით, ასეულობით კომპანია და პირობები, ცხადია განსხვავებულია. ამიტომ თუ გინდა, ფასი იყოს ადეკვატური, თუ გინდა პროცენტი იყოს ადეკვატური, ერთ საიდუმლოს გაგიმხელ და დაიმახსოვრე, თუ შენ ან შენ ახლობელს უნდა მანქანის დალომბარდება კარგ ფასად და კარგი პირობებით, ნუ დარეკავთ იმწამსვე მხოლოდ იქ, ვინც პირველი გაგახსენდება, დაურეკე რამდენიმეს, მოძებნე უკეთესი პირობები, სულაც ათსაც შეგიძლია დაურეკო სახლიდან, ან მანქანიდან თბილად. ახლა, ალბათ, გაიფიქრებ, რომ ათი კომპანიის სახელის დამახსოვრება გაგიჭირდება და თუ გეტყვი, რომ არ არის აუცილებელი ათობით კომპანიის სახელი დაიმახსორო? თუ გეტყვი, რომ დაგუგლვაც კი არ მოგიწევს მათ საპოვნელად? რეალურად, მხოლოდ ერთი საიტი უნდა დაიმახსოვრო, სადაც შეხვალ და ათობით განცხადება დაგხვდება, შენ მხოლოდ შეარჩიე, გინდ შეფასების სისტემით, გინდ – პროცენტით, გინდ – კომპანიის სახელით, გინდ იმით, რომელი ქალაქში გინდა დალომბარდება, და გინდ – ყველა კრიტერიუმით ერთად. სულ ესაა მთელი საიდუმლო. დიახ, საიდუმლო იმაშია, რომ უნდა იცოდე ადგილი, სადაც სახლიდან გაუსვლელად, მანქანიდან გადმოუსვლელად იპოვი ათობით კომპანიას თავისი პირობებით და შეგეძლება შეადარო.

და რა კავშირშია ეს ფასთან?

რატომ ხსნიან კომპანიები მაღაზიების ფილიალებს გვერდიგვერდ? აფთიაქები? ერთი კომპანიის აფთიაქი, გვერდით – მეორე კომპანიის აფთიაქი, იქვე – მესამე კომპანიის და რატომ? იმიტომ რომ შენ რომ მოგინდება სახის დამატენიანებელი კრემი ან თმის შამპუნი იყიდო, არ დაგეზაროს სხვა ფილიალებში წასვლა და მხოლოდ იმაში არ შეხვიდე, რომელიც შენს უბანშია გახსნილი, იმიტომ რომ შეძლო და ხარისხით, ფასით შეარჩიო. პრინციპი იგივეა, კომპანიამ, რომელიც ამ გვერდზე ათავსებს თავის განცხადებას, იცის, რომ იგივე გვერდზე, სხვა კომპანიის განცხადებაცაა, იმასაც ნახავ, იმ ბევრიდან უნდა შეარჩიო, ამიტომ ცდილობს იყო მის კონკურენტზე მეტად თავაზიანი და მეგობრული, ჰქონდეს კონკურენტ კომპანიაზე უკეთესი შეფასების სისტემა, პროცენტი შემოგთავაზოს კონკურენტ კომპანიაზე უფრო დაბალი. მოკლედ, ცდილობს, იმ ბევრი განცხადებიდან მისი ამოარჩიო და მისი კლიენტი გახდე.

რის მიხედვით შევარჩიო?

შეფასების სისტემის, პროცენტის მიხედვით შერჩევა კარგია, მაგრამ არ დაგავიწყდეს კომენტარები, მათ ვინც უკვე ისარგებლეს ამ მომსახურებით, უკეთ იციან, მათ უკვე გამოცდილება აქვთ დაგროვებული, ხომ იცი, სჯობს სხვის გამოცდილებაზე ისწავლო, ვიდრე საკუთარზე. არც შენ დაგავიწყდეს კომენტარის დატოვება, სხვას, ასევე გამოუცდელს, შენი გამოცდილება ძალიან წაადგება.

სად და რა დროში შემიძლია დალომბარდება?

ავტო–ლომბარდის მომსახურება შეგიძლია თითქმის ყველა ქალაქში, იქნება ეს თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, თუ სხვა რომელიმე ქალაქი. მაგალითად, თუ შენ გინდა მანქანა დაალომბარდო ქუთაისში, არ გჭირდება დაგუგლო – ავტო–ლომბარდები ქუთაისში – შენ უკვე იცი მთავარი საიდუმლოება და შეგიძლია შეხვიდე იმ გვერდზე, სადაც ყველა განცხადებაა თავმოყრილი, მათ შორის, ქალაქების მიხედვით. 

რაც შეეხება დროს, მანქანის დალომბარდება ყველაზე სწრაფი და ყველაზე მოქნილი პროცესია. ფულს ყველაზე სწრაფად სწორედ მანქანის დალომბარდებით მიიღებ. მე მაგალითად, ჩემოდანი უკვე ჩავალაგე და მანქანა ჯერ არ დამილომბარდებია, რადგან ჩემოდნის ჩალაგებაც კი, მანქანის დალომბარდებაზე ბევრად შრომატევადი და დიდხნიანი საქმეა,

მანქანის დალომბარდება არასოდეს დამჭირდება!

მაგას რა სჯობს. კარგია. ამ შემთხვევაში არ გეტყვი, რომ არასოდეს უნდა თქვა არასოდეს, დაე, ასეც იყოს და არასოდეს დაგჭირდეს. მეც ვამბობდი, რომ რაც შვილი გამოჯანმრთელდა და პირველადი პრობლემები მომეხსნა, მანქანას აღარასოდეს დავალომბარდებდი, თუმცა, როცა არჩევანი ასე დადგა – მანქანის დალომბარდება, თუ მოგზაურობაზე უარის თქმა, მანქანის დალომბარდება ვარჩიე, ვფიქრობ, ვიმსახურებ კარგ დასვენებას, კარგ გართობას, კარგ ახალ შთაბეჭდილებებს და ამისათვის, თუ მანქანა უნდა დავალომბარდო, რატომაც არა? ხშირად მსმენია ხოლმე, რომ მხოლოდ მაშინაა გამართლებული დალომბარდება, როცა გადაუდებელი პრობლემა გაქვს, მე კიდევ, ამ გადასახედიდან ვთვლი, რომ დალომბარდებას სჯობს საამო, კარგი მიზეზი ჰქონდეს, მე ახლა მანქანის დალომბრადებით, ვიყიდი სასიამოვნო მოგონებებს და დაე, მუდამ სასიამოვნო მოგონებების საყიდლად მესესხოს თანხა და არა სხვა მიზეზით.

ახალი მანქანის ყიდვა დაგჭირდება?

რა შუაშიაო, გაიფიქრებ, ავტო–ლომბარდებში ზოგჯერ მანქანებს ტოვებენ მფლობელები, ეს მანქანები სახლში არავის მიაქვს შესანახად, იყიდება და როგორც წესი, იყიდება ხელმისაწვდომ, კარგ ფასად. თუ მეორადი მანქანის შეძენა გინდა დაბალ ფასად, მაშინ ეს წერილი შენთვისაცაა და ის საიდუმლოც, რომელიც გავამხილე, შენც წაგადგება.

(R)

თეგები: ავტოლომბარდილომბარდიმანქანის დალომბარდება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

რა უნდა ვიცოდეთ დაბადების დღის წვეულების დასაგეგმად? – 7 საიდუმლო, რომელსაც პროფესიონალები იყენებენ
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ დაბადების დღის წვეულების დასაგეგმად? – 7 საიდუმლო, რომელსაც პროფესიონალები იყენებენ

22:38 08-11-2025
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია

15:47 08-11-2025
როგორ გადავარჩინოთ კბილი ამოღებას? – 4 რჩევა, რომელიც ჯანსაღ კბილებს შეგინარჩუნებს
ახალი ამბები

როგორ გადავარჩინოთ კბილი ამოღებას? – 4 რჩევა, რომელიც ჯანსაღ კბილებს შეგინარჩუნებს

14:35 08-11-2025
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

12:32 08-11-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved