• რეკლამა
  • კონტაქტი
12:37, ოთხშაბათი, 11 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“3 დიდი კარავი ყოველგვარი ნებართვის გარეშე დავდი, 13 დღე იყო გადაკეტილი რუსთაველი” – ზვიად კუპრავა

ალია ავტორი - ალია
15:10 10-05-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
207

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზვიად კუპრავა:

ტვ-დან მესმის სხვა და სხვა არასამთავრობოების, ექსპერტების წუხილი, რომ ქოცები ახალი რუსული კანონით კარვის დადგმას კრძალავენ.
2018 წელს კი თურმე ნებართვა აუღიათ?
კარავი, 2018 წელს, მაისის თვის ბოლოს ყოველგვარი ნებართვის გარეშე დავდგი რუსთაველის გამზირზე.
13 დღე იდგა 3 დიდი თეთრი კარავი.
13 დღე იყო გადაკეტილი რუსთაველი.
31 მაისს გადადგა ირაკლი შოთაძე. იმავე ღამეს, პრემიერ მინისტრი, რომელსაც წყლით სავსე ბოთლები და ფეხსაცმელები მოხვდა თავში, სახელმწიფო დაცვამ ჯავშან გადაფარებული გაიყვანა აქციიდან. ივანიშვილმა ჩემი დაკავებიდან მესამე დღეს, 13 ივნისს ,,შეურაცხყოფილი” კვირიკაშვილი მოხსნა თანამდებობიდან, ბავშვებს ვერ კვებავსო.
მიტინგების 11-ე დღეს, ბათუმში ვარ აჭარის პარტიის თავმჯდომარესთან, ამ დროს ტვ-ში მესმის ლეიბორისტური პარტიის ლიდერის საგანგებო ბრიფინგი, რომელიც ჩემთან შეუთანხმებლად პარლამენტის წინ აანონსებს მაშტაბურ, ,,გრანდიოზულ” მიტინგს.
დაანონსებული 10 ივნისის აქცია იყო ის, რაც იყო. მაგრამ, რუსთაველზე გზა ისევ გადაიკეტა, ტრადიციულად.
იმავე საღამოს 8 საათზე, ერთ-ერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა შემომთავაზა კარვების რუსთაველის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე გადატანა და მისი იქ განლაგება. რაც მომენტალურად არ მივიღე. არ იყო სწორი აზრი.
რამოდენიმე წუთში კი უკითხავად, თავად მოკიდა ხელი დიდი თეთრი კარვის კონსტრუქციის მსხვილი ალუმინის ბოძის ცალ მხარეს, მოუწოდა იქვე მყოფ მის ახლობელ პირებს და გამაგრების პირობით (ჩვენ დავიცავთო) კარვები გადაიტანა რუსთაველის გამზირზე, გზის, ავტომობილების სავალ ნაწილში.
იმავე დილით, 11 ივნისს გამთენიას მე და ლაშა ცუცქირიძე ჭანტურიას ქუჩის კუთხეში არსებულ პლასტმასის ბიო.ტუალეტებთან დაგვაკავა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის უფროსმა, ივანიშვილის ნათლმირონმა თეიმურაზ კუპატაძემ. ჩემი დაკავებიდან 30 წუთში კარვები უკვე შს-სამინისტროს მიერ, მინისტრის ბრძანებით აღებული და გასუფთავებული ჰქონდათ რუსთაველის გამზირიდან.
აღნიშნული კარვები იყო პარტიის საკუთრება და თითოეული კარვის ღირებულება იყო 5 ათასი ლარი.
კარვები არანაირი ფორმით, პარტიაში დღემდე არ დაბრუნებულა.
ასე, რომ..
ბატონო ი.კობახიძე…
კარვის დადგმის ნებართვა არასოდეს მიმიღია არავისგან და არც მომავალში ვაპირებ ამას. მას ისედაც დავდგამთ.
მაგრამ, თქვენ წერთ რუსულ კანონს, რასაც გავალებენ?
ხალხი დაწერს ახალს.
პ.ს. პოსტში მოყვანილი ყველა ფაქტის მტკიცებულება არის ინტერნეტ სივრცეში და იძებნება მარტივად.
პ.პ.ს. ამ ეტაპზე მეტს არ დავწერ.
თეგები: ზვიად კუპრავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი
ახალი ამბები

რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი

18:56 02-10-2026
ᲗᲘᲑᲘᲡᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲒᲘᲓᲒᲔᲜᲗ 25-Ე, ᲡᲐᲘᲣᲑᲘᲚᲔᲝ – „ᲥᲝᲚᲒᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ ᲤᲝᲢᲝᲡ”
ახალი ამბები

ᲗᲘᲑᲘᲡᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲒᲘᲓᲒᲔᲜᲗ 25-Ე, ᲡᲐᲘᲣᲑᲘᲚᲔᲝ – „ᲥᲝᲚᲒᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ ᲤᲝᲢᲝᲡ”

15:20 02-10-2026
სელფი მეცნიერ ქალთა მხარდასაჭერად
ახალი ამბები

სელფი მეცნიერ ქალთა მხარდასაჭერად

12:54 02-10-2026
თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა

11:32 02-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved