• რეკლამა
  • კონტაქტი
03:41, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საირმეს სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი — ყველაფერი ჯანმრთელობისა და სილამაზისათვის

ალია ავტორი - ალია
13:36 12-28-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
427

იმერეთის რეგიონში, ერთ-ერთი გამორჩეული ბალნეო-კლიმატური კურორტი საირმე ზღვის დონიდან 950 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და 100 წელზე მეტია, დამსვენებლებს მთელი მსოფლიოდან მასპინძლობს.

საირმის ადგილმდებარეობა, მის ირგვლივ არსებული წიწვოვან-ფოთლოვანი ტყის საფარი განაპირობებს კლიმატის გამაჯანსაღებელ და მატონიზებელ ეფექტს, ზრდის ორგანიზმის მედეგობას სხვადასხვა დაავადების მიმართ, ხელს უწყობს დეტოქსიკაციას და აუმჯობესებს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებს.

კურორტის ბუნებრივ უპირატესობებს თან ერთვის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვის მრავალფეროვანი შესაძლებლობა, კერძოდ — ყველა პირობა დასვენების, დეტოქსისა და გაჯანსაღებისთვის.

კურორტ საირმის სპა-ცენტრის რეაბილიტაციის შედეგად სრულად განახლდა შენობის ინტერიერი და ექსტერიერი. კომპლექსი ახლა სარელაქსაციო, სამკურნალო სპა და ველნეს ცენტრია, რომელიც გერმანული ფირმის — კრაფტის უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. ეს საირმის დამსვენებლებს საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ სამკურნალო წყლებით იზრუნონ ორგანიზმის გაჯანსაღებაზე, არამედ არჩევანი შეაჩერონ მათთვის სასურველ სამკურნალო თუ სარელაქსაციო სპა-პროცედურებზე.

კურორტი საირმე 2021 წლიდან ევროპის სპათა ასოციაციის (ESPA) წევრია. ESPA-ს წევრობა კურორტს საშუალებას აძლევს, გაიზიაროს ახალი, ევროპული გამოცდილება და სწორედ ევროპული სტანდარტების შესაბამისი მომსახურება შესთავაზოს კურორტის სტუმრებს.

ნინო ცუცქირიძე, საირმეს სპას მენეჯერი: “ისეთი რანგის ასოციაციის წევრობა, როგორიცაა ESPA, ჩვენს კურორტს საშუალებას აძლევს, ბალნეოლოგიური სერვისების განვითარებასა და დანერგვაში ევროპულ სტანდარტზე ორიენტირდეს. ქართული კურორტის ევროპის სპა-ასოციაციაში გაწევრიანება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია არა მარტო ჩვენი კურორტის, არამედ ქვეყნის მასშტაბით ბალნეოლოგიური სექტორის განვითარებისთვის. ეს გახლავთ შესაძლებლობა, საქართველო გახდეს ევროპელი ტურისტებისათვის არა მარტო გასტრონომიული და სათავგადასავლო ტურიზმის მხრივ, არამედ როგორც სამედიცინო ტურიზმის უდიდესი რესურსის მქონე ქვეყანა.”

საირმეს სპა-ცენტრში ჰიდროპროცედურები თერმული წყლით ტარდება, რაც მათი ზემოქმედების ეფექტს აორმაგებს.

ჰიდროპროცედურებს შორის განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნაა წყალქვეშა მასაჟზე, რომელიც წყლით სავსე აბაზანაში ტარდება და ხელს უწყობს სხეულის მაქსიმალურ მოდუნებას. უშუალოდ მასაჟის პროცესი წყლის ჭავლის მეშვეობით ტარდება, რომელიც მიმართულია სხეულის სხვადასხვა ნაწილზე სხვადასხვა კუთხით. პროცედურა ეფექტიანია როგორც თერაპიულ–პროფილაქტიკური, ასევე ესთეტიკური თვალსაზრისით, რამდენადაც ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, ზრდის კუნთოვან და სისხლძარღვოვან ტონუსს, ამცირებს შეშუპებებს, აძლიერებს იმუნიტეტს, აქვს მატონიზებელი ეფექტი და აუმჯობესებს ძილის ხარისხს.

სპა პროცედურების მოყვარულები ხშირად ირჩევენ შარკოს შხაპსაც. პროცედურა წყლის მძლავრი ჭავლის მეშვეობით ტარდება, რომელიც მიმართულია ფეხზე მდგომი პაციენტის სხეულის განსაზღვრულ უბნებზე. პროცედურის ჩატარებისას წყლის ტემპერატურა 20 °С-იდან 40 °С-მდე იცვლება. შხაპს ძლიერი მასტიმულირებელი და გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს, აცხრობს შეშუპებას, ხელს უწყობს ჭარბი წონის კლებას, ორგანიზმის რეგენერაციასა და გაახალგაზრდავებას.

საირმეს სპა-ცენტრის გამორჩეული პროცედურაას წყლის აბაზანაც, რომლის ბუნებრივი ტემპერატურა ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და ფორების სწრაფ გაფართოებას, ტოქსინებისა და მავნე ნივთიერებების სწრაფ გამოდევნას ორგანიზმიდან. პროცედურა ადუნებს კუნთებს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და აუმჯობესებს გუნება-განწყობას. წყალში არსებული მინერალების ზემოქმედებით, კანი ნაზი, ელასტიკური და გლუვი ხდება.

ჰიდროპროცედურის ერთ-ერთი სახეობაა ჰიდრო-ჭავლური (“მარგალიტოვანი”) აბაზანა. პროცედურის ეფექტი მიიღწევა წყლის მოლეკულებისა და ჰაერის ნაწილაკების ერთობლივი ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმზე. წყლისა და ჰაერის ნაწილაკების შერწყმით წარმოიქმნება დიდი რაოდენობით წვრილი ბუშტუკები, რაც ვიზუალურად მარგალიტის მსგავს ეფექტს ქმნის. აქედან წარმოიშვა ამ პროცედურის მეორე სახელწოდება — “მარგალიტოვანი” აბაზანა. პროცედურა რეკომენდებულია ხშირი სტრესისა და ფსიქოემოციური გადაძაბვის დროს, ჭარბ წონასთან, სტრიებთან და ცელულიტთან საბრძოლველად.

სხვადასხვა ჰიდროპროცედურის გარდა, საირმის თერმულ სპასა და გამაჯანსაღებელ ცენტრში განტვირთვისა და დეტოქს პროგრამების მოყვარულებს ჰალოთერაპიის, სამკურნალო ტალახის აპლიკაციების, სხვადასხვა ტიპის მასაჟის (გამაჯანსაღებელი, სარელაქსაციო, ანტისტრესული, ანიცელულიტური) პილინგების ჩატარება შეუძლიათ. სპაში ღია და დახურული თერმული აუზები, ფიტნეს დარბაზი, მშრალი და ორთქლის საუნა ფუნქციონირებს. საირმის სპაში უკვე პრესოთერაპიის პროცედურების ჩატარებაც არის შესაძლებელი.

ნინო ცუცქირიძე, საირმეს სპას მენეჯერი: “სპა-ცენტრში განსაკუთრებულად ვზრუნავთ სხვადასხვა გამაჯანსაღებელი და სარელაქსაციო პროცედურის განვითარებაზე. ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ვიზრუნოთ ჩვენს ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ მდგომარეობაზე. საირმეს სპა-ცენტრში სხვადასხვა გამაჯანსაღებელ, სარელაქსაციო თუ ანტიცელულიტურ მასაჟს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალები აკეთებენ. ეს კი გვეხმარება, პროცედურები იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი და შედეგის მომცემი.”

გარდა არსებული პროცედურებისა, მრავალფეროვანია გეგმებიც. საირმეს სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი მომდევნო წელს, მომხმარებლებისთვის მენტალური ჯანმრთელობის პაკეტის შეთავაზებას გეგმავს.

კლიმატი, თერმული სამკურნალო წყლები, მრავალფეროვანი სპა პროცედურები და პროფესიონალები საირმეში უნიკალურ შესაძლებლობას ქმნიან ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემასთან გასამკლავებლად. ამის გვერდით კი უნიკალური სპა პროცედურები დამსვენებელს მოდუნების, ძალების აღდგენისა და განტვირთვის ყველა პირობას უქმნის.


კურორტი საირმე — თერმული სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი

კურორტის თერმული სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი სტუმრებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის სამკურნალო, გამაჯანსაღებელ და ესთეტიკურ პროცედურას. სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ჰიდროპროცედურების ნაირსახეობებით, როგორიცაა: წყალქვეშა მასაჟი, შარკოს შხაპი, წყლის აბაზანები ექსტრაქტებით და ექსტრაქტების გარეშე, ოზონირებული წყლის აბაზანა, მარგალიტოვანი აბაზანა, ზედა და ქვედა კიდურების ჰიდროჭავლური აბაზანა, სხვადასხვა ტიპის გამორეცხვები.

ყველა ჰიდროპროცედურა ტარდება თერმული წყლით, რომლის ბუნებრივი ტემპერატურა მერყეობს 41-43 გრადუსამდე და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ეფექტი დადასტურებულია მრავალწლიანი გამოცდილებით.

გარდა ჰიდროპროცედურების, თერმული სპასა და გამაჯანსაღებელი ცენტრისა, საირმე სტუმრებს სთავაზობს ისეთი ტიპის პროცედურებს და სერვისებს, როგორიცაა: ჰალოთერაპია, სხვადასხვა ტიპის მასაჟი (გამაჯანსაღებელი, სარელაქსაციო, ანტისტრესული, ანტიცელულიტური), პილინგი, პრესოთერაპია, სამკურნალო ტალახის აპლიკაციები, შეფუთვები, ფიტნესდარბაზი, მშრალი და ორთქლის საუნა. კურორტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ღია და დახურული აუზები, რომლებიც ასევე სამკურნალო თერმული წყლით ივსება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved