• რეკლამა
  • კონტაქტი
23:02, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“29 ნოემბრის ღამეს გვქონდა მთელი თაიგული კანონსაწინააღმდეგო ქმედებისა პოლიციელების მხრიდან”

ალია ავტორი - ალია
02:35 11-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
153

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძეს ინტერპრესნიუსთან ამბობს:

 

როცა მოვისმინე კობახიძის განცხადება, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, ზუსტად მაშინ მქონდა ინტერვიუ და ინტერვიუში ვთქვი – ამას, მაღალი ალბათობით მოჰყვება დიდი საპროტესტო ტალღა და რეაქცია. ეს პროტესტი არ იყო მთლად სპონტანური, არ მოჰყოლია მხოლოდ ამ განცხადებას. მაგრამ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ იყო ორგანიზებული აქცია. ამ პროტესტის დროს რა ითქმოდა და გაკეთდებოდა, ამას ჩვენ ყველა თვალს ტელევიზორში ვადევნებდით.

ის რეაქცია, რა რეაქციაც ჰქონდა პოლიციას, ყველაზე მარტივად კანონის ენაზე რომ ვთქვათ, შეიძლება შეფასდეს ასე – ეს არ იყო ძალის პროპორციული გამოყენება, არ იყო აუცილებელი. იმ დროს, როცა ხალხი დგას და ლაპარაკობს, თუნდაც ისეთ რამეს, რაც ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. და მთავარი – ეს ხალხი კანონსაწინააღმდეგო არაფერს აკეთებს, ასეთ შემთხვევაში არანაირი პოლიციური ღონისძიება არ შეიძლება იყოს გამოყენებული.

ვიდრე პირველად წყალს გამოიყენებდნენ, იყო გაფრთხილება და წყალიც მომენტალურად გამოიყენეს. რისთვის იყო საჭირო წყლის გამოყენება, ისევე როგორც წიწაკის სპრეის გამოყენება. ის ღონისძიებები კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღსაკვეთად გამოიყენება. არადა, თავიდან ხალხი პოლიციის წინ ჭიჭინაძის ქუჩაზე უძრავად იდგა. ადამიანი, როდესაც გარბის, და მას პოლიციელი ეწევა, თუ ამ ადამიანმა რამე დააშავა, პოლიციელმა ის უნდა დააკავოს. მაგრამ, არ უნდა სცემოს. ცემა არის სისხლის სამართლის დანაშაული.

ყველა პოლიციელი ქუჩაში ნიღბებში იყო და არცერთს არ ჰქონდა რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, ან ნომერი, რაც ასევე კანონის დარღვევაა. ვინც დარბევის დროს ზიანი მიიღო, ასეთი ცოტა ხომ არ იყო, ეს დაზიანება კონკრეტულმა პოლიციელმა ჩაიდინა კონკრეტულ შემთხვევაში.

მაგრამ, ამ კონკრეტული პოლიციელის ვინაობას ჩვენ ვერ დავადგენთ. თავად პოლიციას შეუძლია ამის დადგენა, მაგრამ, ამას არ გააკეთებს. ეს ხომ კარგად ვიცით.

29 ნოემბრის ღამეს გვქონდა მთელი თაიგული კანონსაწინააღმდეგო ქმედებისა პოლიციელების მხრიდან, არადა, ხალხი ქუჩაში ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის დარღვევას აპროტესტებდა.

 

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved