• რეკლამა
  • კონტაქტი
16:08, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

28 წლის ბიჭი მოკლეს წამებით, ყელი გამოჭრეს და ამაზე ბრალდებული სააკაშვილი გვითითებს, რომ „პიარულია”- პროკურორი

ალია ავტორი - ალია
17:27 11-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
59

პროკურორი ჯარჯი წიკლაური სანდრო გირგვლიანთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, – 28 წლის ბიჭი მოკლეს წამებით, ყელი გამოჭრეს, ეს დასტურდება ჩვენი მტკიცებულებებით და ამაზე ბრალდებული სააკაშვილი გვითითებს, რომ ეს არის „პიარული“

მისივე თქმით, 7 ნოემბრის საქმეს სააკაშვილმა მანიაკალური გამოძიება უწოდა, „საქმეს, რომელსაც 100 დაზარალებული ადამიანი ჰყავს, რომელთაგან დღეს ბევრი უკვე ცოცხალიც აღარ არის“.

„ჩვენი განსახილველი საქმე სასამართლოს კარგად მოეხსენება, რომ პირველ რიგში, გირგვლიანის საქმეს ეხება. იმიტომ, რომ გააშუქა „ტელეიმედმა“ ეს საქმე, ამიტომ დაარბიეს. გირგვლიანის საქმეზე დღეს მოვისმინეთ, რომ არის მოგონილი და „პიარული“ საქმე“, – განაცხადა წიკლაურმა.

პროკურორმა აღნიშნა ისიც, რომ ამ საქმეში არსებული ვიდეომასალა უნდა გამოიკვლიონ.

„28 წლის ბიჭი მოკლეს წამებით, ყელი გამოჭრეს და ეს დასტურდება ჩვენი მტკიცებულებებით და ამაზე ბრალდებული გვითითებს, რომ ეს არის პიარული და შეიწყალა მან მკვლელები, რომ დამკვეთები და დათა ახალაია და მანიაკები არ ემხილა. ეს იყო გირგვლიანის საქმე და ერთი საათი გვიწევს იმის მოსმენა, რომ ეს საქმე “პიარულია” და არ არსებობს და ჩვენ ვყოფილვართ მანიაკები, რომ 7 ნოემბრის საქმეზე გამოძიება ჩავატარეთ. ათობით, ასობით დაზარალებული გვიყურებს, მათ აინტერესებთ მტკიცებულებების შინაარსი და არა პოლიტიკური ლოზუნგები და სანახაობის მოწყობა. ჩვენ მოგვეცით საშუალება, რომ მტკიცებულებები წარმოვადგინოთ. ადვოკატების მხრიდან ხელშეშლით, რომ არ მოისმინოს საზოგადოებამ ეს მტკიცებულებები, ეს ჩვენ ხელს ვერ შეგვიშლის. ვერც ნიკა გვარამიას მუქარები და სხვა ვერ დაგვაბრკოლებს. ჩვენ უარს არ ვამბობთ მოვალეობის შესრულებაზე და ნება იბოძეთ, მოუსმინეთ ამ მტკიცებულებებს.

თუ გინდოდათ, რომ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს მართლმსაჯულებაში მიეღო მონაწილეობა, მართლმსაჯულება არის მტკიცებულებების გამოკვლევა და პასუხის გაცემა იმ შეკითხვებზე, რაც არსებობს სააკაშვილის მიმართ. ბრალდებულმა ეს არ ისურვა და დატოვა დარბაზი. მე მინდა ამაზე ხაზი გავუსვა, რომ თქვენი მსგავსი დესტრუქციული გამოსვლები და ჩვენი შეურაცხყოფა მაინც ვერ შეაჩერებს მართლმსაჯულების პროცესს. ამ მტკიცებულებებს, ამ პროცესზე თუ არა სხვა პროცესებზე მაინც წარმოვადგენთ და მიხეილ სააკაშვილს მოუწევს ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვთქვა პატივისცემა სასამართლოს მიმართ და მოგვეცეს საშუალება მტკიცებულებების გამოკვლევის“, – განაცხადა წიკლაურმა.

პროკურორის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს უახლეს ისტორიაში ორ უმძიმეს და უსასტიკეს დანაშაულზე გამოძიებას მანიაკალური და „პიარული“ უწოდა.

„ჩვენ როცა ასეთ მძიმე საქმეებზე გვიწევს წარმოვადგენდეთ სახელმწიფო ბრალდებას, გვაქვს მოლოდინი, რომ მინიმუმ სინანულს მაინც დავინახავთ ბრალდებულის მხრიდან. ამის სანაცვლოდ ვნახეთ დღევანდელ პროცესზე, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ორ უმძიმეს და უსასტიკეს დანაშაულზე გამოძიებას ბრალდებულმა სააკაშვილმა მანიაკალური და „პიარული“ უწოდა.

ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ გირგვლიანის საქმე არ არსებობს და პიარულად დავარქვით. ამ უსასტიკესი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალებას ასე აფასებს ამ საქმეზე ბრალდებული სააკაშვილი“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
ახალი ამბები

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

13:26 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved