• რეკლამა
  • კონტაქტი
02:26, ორშაბათი, 15 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

27 ქვეყნის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
13:40 09-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
212

საქართველოში მოქმედი ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების საელჩოები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც კატეგორიულად უარყოფენ დეზინფორმაციასა და უსაფუძვლო ბრალდებებს დიპლომატიური მისიების საქმიანობაზე.

საუბარია ავსტრიის, ბელგიის, ბულგარეთის, ხორვატიის, ჩეხეთის, კვიპროსის, დანიის, ესტონეთის, ევროპის კავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიტვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთისა და გაერთიანებული სამეფოს საელჩოების სახელით გაკეთებულ განცხადებაზე.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მსგავსი ბრალდებები საზოგადოებას აბნევს და საფრთხეს უქმნის დიპლომატების შესაძლებლობას, სრულფასოვნად შეასრულონ თავიანთი მოვალეობები.

საელჩოები განსაკუთრებულად მიუთითებენ, რომ დიპლომატების მუშაობის ნორმალური ნაწილი ხელისუფლების, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეებთან შეხვედრაა, რაც სრულ შესაბამისობაშია ვენის კონვენციასთან.

დიპლომატიური მისიები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, თავი შეიკავონ საზოგადოებაში დაყოფის მცდელობისგან და იმუშაონ არსებული დაძაბულობის დეესკალაციაზე.

ჩვენ მკაცრად ვუარყოფთ უსაფუძვლო და საზიანო ბრალდებებს, რომლებიც ზოგიერთ დიპლომატიურ მისიას საქართველოში წაუყენეს. მსგავსი დეზინფორმაცია აბნევს საზოგადოებას და აფერხებს ჩვენს დიპლომატიურ მისიებს თავიანთი მოვალეობების შესრულებაში.

დიპლომატებისთვის ჩვეულებრივი პრაქტიკაა სხვადასხვა აქტორთან — ხელისუფლებასთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან – შეხვედრა, რაც სრულად შეესაბამება ვენის კონვენციას. ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, ხოლო ბრალდებები, თითქოს ვუჭერთ მხარს ძალადობასა და ექსტრემიზმს, უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში ჩვენ მოვუწოდებთ ყველა აქტორს, უარყოს და დაგმოს ძალადობის ნებისმიერი ფორმა.

ჩვენ ვთხოვთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, თავი შეიკავონ დაყოფისკენ მიმავალი რიტორიკისგან და იმუშაონ დაძაბულობის დეესკალაციისკენ, – ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved