• რეკლამა
  • კონტაქტი
01:02, ოთხშაბათი, 7 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბახტაძეს დღგ-ების ქურდობის სქემიდან მილიონები აქვს მითვისებული. რამდენიმე ათეულობით მილიონზეა საუბარი”

ალია ავტორი - ალია
14:46 01-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

დღგ-ების ქურდობის საქმეში, რომელიც “საუკუნის ძარცვის“ სახელით არის ცნობილი, კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის სახელი და გვარი ჩნდება.

პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას“ დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე “2020NEWS“ – თან აცხადებს, რომ ბიუჯეტის ძარცვის სქემაში ჩართული იყო ექსპრემიერი მამუკა ბახტაძე, რომელსაც დღგ-ების სქემიდან მილიონობით ლარი უკანონოდ აქვს მითვისებული.

“დღგ-ს ქურდობის საქმეში ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც იყო გარეული. ბახტაძე ფინანსთა მინისტრი იყო, შემდეგ პრემიერი გახდა და შესაბამისად, მის გარეშე ბიუჯეტიდან ფულს ვერავინ მოიპარავდა.

ჩემი ინფორმაციით, ბახტაძეს დღგ-ების ქურდობის სქემიდან მილიონები აქვს მითვისებული. რამდენიმე ათეულობით მილიონზეა საუბარი .

ეტყობა, მაღალჩინოსნებს ბიუჯეტის ღრღნის დაკვეთა აქვთ მიღებული და  მთავრობა მღრღენელებით ამიტომ არის გავსებული. დრო მოვა და ყველაფერს ნათელი მოეფინება. ეს დანაშაული მაინც არ დაიმალება“

ინფორმაციისთვის, დღგ-ს საქმეზე ერთ-ერთმა დაკავებულმა პირმა გოჩა ბახიამ  ბოლო სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ “700 მილიონი ლარის მოპარვის სქემის მთავარი ფიგურანტი ექსპროკურორი ოთარ ფარცხალაძეა“.

მისივე განცხადებით, ასევე, ამ სქემაში ჩართულები იყვნენ და ბიუჯეტის ძარცვისგან ფინანსური სარგებელი ფარცხალაძის ყოფილმა მოადგილემ, ახლა კი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლემ მამუკა ვასაძემ და  ფინანსური პოლიციის უფროსმა სოსო რამიშვილმა მიიღეს.

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 100 მილიონის დღგ-ს ანგარიშფაქტურის გაყალბების საქმეზე გამოძიება 2019 წელს დაიწყო.

2020news.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო

17:37 10-06-2026
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
ახალი ამბები

ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია

17:31 10-06-2026
არქი
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე Archi Grand Avenue-ის ბინებზე – მხოლოდ 24 ოქტომბერს!

14:58 10-06-2026
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“

13:55 10-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved