პოლონეთში გაუჩინარებული ახალგაზრდა, 26 წლის დიტო ხელხელაური გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ადასტურებს მისი მამიდა და ამბობს, რომ ოჯახს ვარშავიდან დაურეკეს და შეატყობინეს, რომ ხელხელაურის პირადი ნივთები და ტანსაცმელი მდინარესთან იპოვეს.
დიტო ხელხელაური თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლიდან არის და ვარშავაში სამუშაოდ 4 წლის წინ გაემგზავრა
მას თითქმის 1 კვირის განმავლობაში ეძებდნენ.
კომენტარები