• რეკლამა
  • კონტაქტი
05:46, ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

26 მაისის ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება – მერია

ალია ავტორი - ალია
15:56 05-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
134

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, გადაადგილების შეზღუდვა ეხება, როგორც პირად ავტომობილებს, ისე საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

“ფერხდება გადაადგილება გმირთა მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, თაბუკაშვილის ქუჩაზე, თავისუფლების მოედანზე, ლეონიძის შესახვევში, კოტე აფხაზისა და პუშკინის ქუჩებზე. ასევე, დატვირთულია მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები.

მოსახლეობას მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვები და კერძო ავტომობილებით გადაადგილებისას ისარგებლონ ალტერნატიული გზებით.

აქვე შეგახსენებთ, რომ 24 მაისს, 20:00 საათიდან ჩაიკეტება რუსთაველის გამზირის ნაწილი, გია ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით არსებული საგზაო მონაკვეთი. ამ დროს, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბარათაშვილის ხიდის პანდუსამდე და ჭანტურიას ქუჩამდე.
24 მაისის 14:00 საათიდან 27 მაისის 03:00 საათამდე, ავტოსატრანსპორტო შეზღუდვა შეეხება ათონელისა და ვახტანგ ორბელიანის ქუჩებს.

რაც შეეხება დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, დღის განმავლობაში, გადაადგილება აიკრძალება თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე, ასევე, ათონელისა და ვეკუას ქუჩებზე.

ტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება,” – აცხადებს მერია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved