უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერიან ხაბურძანია, სოციალურ ქსელში, წერს:
“აქ პროდვინუტი მართლმადიდებლები თავს იკლავენ დაგვიბრუნეთ შობა და რუსეთისგან გაგვანთავისუფლეთო. სომხები საერთოდაც შობას აღნიშნავენ 5-დან 6 იანვარზე, მათთვის ქრისტეს შობა და ნათლისღება ერთი დღესასწაულია. ეს ყველაფერი სიმბოლიზმი და ეზოთერიაა, ამაში ჩადებულია თაობების ენერგეტიკა, გარდა ამისა აქვს ასტრონომიული, რელიგიური და თუ გნებავთ მეცნიერული ახსნაც, ამიტომ 25 დეკემბერი ვერც ევროპაში “შეგვტენის” და ვერც რუსეთიდან “გამოგვტენის” და იმ ძალად მართლმადიდებლების ახირებაა ახალ წელს გოჭის ხორცის ჭამა რომ უნდათ, თუ არა მარხვაზე არც 25 დეკემბრამდე მოიკლავენ თავს.”
კომენტარები