• რეკლამა
  • კონტაქტი
01:55, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

24 საათში 151 357 მომხმარებელი დააგროვა აპლიკაციამ STOP COVID

ალია ავტორი - ალია
16:00 04-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

აპლიკაცია, რომელიც მის მომხმარებლებს გააფრთხილებს იმ შემთხვევაში თუ კონტაქტი ჰქონდათ კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან ქართველი მოსახლეობისთვის გუშინ გახდა ხელმისაწვდომი და მხოლოდ 24 საათში  151 357-მა მომხარებელმა გადმოწერა. აქედან 92 040 არის ანდროიდის, ხოლო 59 317 iOS სისტემის მომხმარებელი.

აპლიკაცია მის მომხმარებლებს შორის განსაზღვრავს სარისკო კონტაქტებს.  სარისკო კონტაქტად ითვლება თუ 2 პირს შორის ინტერაქცია გრძელდება 10  წუთზე დიდხანს და მათ შორის დისტანცია არის 2 მეტრზე ნაკლები.  აღნიშნულ ინფორმაციას აპლიკაცია სრულიად ანონიმურად იმახსოვრებს და იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პირს, ოფიციალური ტესტირების შედეგად დაუდასტურდება ვირუსი ხდება მისი კონტაქტების გაფრთხილება.

აპლიკაცია გადმოწერის შემდეგ არ საჭიროების მობილურის ნომრის მითითებას. მობილურის ნომერი მომხმარებელს შეჰყავს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ლაბორატორიულად დაუდასტურდა COVID-19. მობილურის ნომრის შეყვანით, მოხდება მისი ინფიცირების სტატუსის გადამოწმება შესაბამის ბაზაში, ცრუ შეტყობინების თავიდან აცილების მიზნით და იმ შემთხვევაში თუ ინფიცირება ბაზაში დასტურდება, იმ პირებს, ვინც მასთან იმყოფებოდნენ სარისკო კონტაქტში დაეგზავნებათ გაფრთხილება.

თუმცა, ამ ეტაპზე ჯერ უცნობია, როგორ ამოიცნობს კონტაქტს აპლიკაცია, თუ არ ეცოდინება მისი მონაცემი და თუ ვერ დაინახავს მის მობილურის ნომერს ან კომუნიკაციისთვის საჭირო სხვა მონაცემს – თუ მხოლოდ დროს და ლოკაციას დაიმახსოვრებს – მხოლოდ ინფიცირებულის მეხსიერებაზე იქნება დამოკიდებული კონტაქტის დადგენა.  

აპლიკაციას სჭირდება წვდომა ბლუთუზსა და ლოკაციაზე. ზოგიერთი ანდროიდის ვერსიაზე კი აპლიკაცია, დამატებით ითხოვს წვდომას მიკროფონზე, თუმცა, როგორც აცხადებენ, მას არ აქვს უფლება ჩაიწეროს ან გადასცეს აუდიო შეტყობინება.

როგორც ამბობენ, მიკროფონზე წვდომა საჭიროა, რადგან ანდროიდის ვერსია იყენებს Android Nearby ტექნოლოგიას, ორ სმარტფონს შორის მანძილის დასადგენად. ეს სერვისი იყენებს ულტრაბგერით სიხშირის ტალღებს, რისთვისაც ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა მიკროფონზე წვდომა. მიკროფონის გამოყენება ხდება ულტრაბგერების (ყურისთვის შეუმჩნეველი სიხშირის ტალღა)  აღსაქმელად, რათა მოხდეს მოწყობილობებს შორის მანძილის დადგენა.

წყარო – მშობლები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved