Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 11 099-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 197 838 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 853 833 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 796 453, გარდაიცვალა 12 191 პაციენტი.
კომენტარები