• რეკლამა
  • კონტაქტი
08:58, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვეტერინარ დავით სადათერაშვილის საზაფხულო რჩევები

ალია ავტორი - ალია
20:33 07-09-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,134

“ალიას” სეზონურ დაავადებებსა და მათ პრევენციაზე ესაუბრება ფართო პროფილის ვეტერინარი, ექიმი დავით სადათერაშვილი.

 

სეზონური დაავადებიდან გამოვყოფდი ლეიშმანიოზს, თუ პრევენციულ ღონისძიებებს არ მივმართავთ, ძალიან რთული და მძიმე მოსარჩენია. სამწუხაროდ, ცხოველებში, განსაკუთრებით ძაღლებში, ხშირია ლეტალობის შემთხვევებიც.

ლეიშმანიოზი ინვაზიური დაავადებაა, რომლის გადამტანია ფლებოტომუსი, ეს არის პატარა მწერი, მისი სხეულის სიგრძე 1,3-3,5 მილიმეტრამდეა, ბაცი მოყვითალო შეფერილობისაა და მისი შემჩნევა, არც ისე ადვილია.

კანის გარდა, ლეიშმანიოზის მძიმე ფორმის დროს, ავადდება ღვიძლი, ელენთა,  თირკმლები და თვალებიც კი. დიდდება ელენთა, ჩნდება ლიმფური კვანძები – სწორედ ამითია საშიში – პრობლემა სხვადასხვა შინაგან ორგანოზე ერთდროულად იწყება. იწვევს ასევე ანემიას და – სისხლის სხვადასხვა დაავადებას.

ძაღლს უჩნდება შემდეგი სიმპტომები: მადის დაქვეითება, წონაში კლება, სისუსტე, მაღალი ტემპერატურა, მოთენთილობა, თვალების გარშემო ბუდეები, თითქოს სათვალეები უკეთიაო, სცვივათ ბეწვი, კანი იხორკლება. ცხოველს უჩნდება ჩირქოვანი კერები კანზე. ხშირ შემთხვევაში ეს კერები ფიქსირდება დაბოლოებებზე – ცხვირზე, ყურებზე. დაავადების მკურნალობის დრო ინდივიდუალურია, გამომდინარე იქედან, რა დროის შემდეგ მიმართავთ ექიმს. სამწუხაროდ, უმეტესად, ბოლომდე განკურნება შეუძლებელია და შეიძლება ძაღლს დარჩეს შეზღუდული შესაძლებლობა.

რასაკვირველია, მთავარი პრევენცია არის აცრა. გარდა ამისა, ზაფხულში, მოერიდეთ საღამოს საათებში ძაღლის სკვერსა და ხეივნებში გასეირნებას.

უნდა იცოდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ლეიშმანიოზი ადამიანებსაც ემართება, იგი არ გადადის ძაღლიდან ადამიანზე და ადამიანის შემთხვევაში, მისი გადამტანია ფლებოტომუსი.ა დამიანშიც ძალიან რთულად მიდის, მის შინაგან ორგანოებსაც ითრევს დაავადება და განკურნების შემთხვევაშიც კი, მთელი ცხოვრება დიეტაზე უნდა იყოს.

რაც შეეხება, უშუალოდ, გადამტანის, ფლებოტმუსის ნაკბენს, მას შეუძლია დააზიანოს თოთო ბავშვის კანი, მაგრამ ვერ ერევა რამდენიმე წლის და მეტის ადამიანის კანს, სწორედ ამიტომ, მეტწილად ბავშვებს ემართებათ. შესაბამისად, თოთო ბავშვებიც მოარიდეთ საღამოს საათებში ხეივნებსა და სკვერებს, რადგან გადამტანი სწორედ ასეთი ადგილებში გვხვდება.

ლეიშმანიოზი იმითცაა ძალიან ვერაგი, რომ მას 6 თვემდე აქვს საინკუბაციო პერიოდი – და მხოლოდ შემდეგ ჩნდება სიმპტომები.

არსებობს ქვეყნები, დედამიწის ჩრდილოეთით, სადაც ლეიშმანიოზის გადამტანი არ ცხოვრობს და ეს დაავადებაც არ გვხვდენა.  ისე მოხდა, რომ ოჯახი, პატარა ბავშვით, გაემგზავრა ერთ-ერთ ასეთ ქვეყანაში, სადაც ბავშვი გახდა შეუძლოდ – კვლევების შემდეგ  უთხრეს, რომ ბავშვს აქვს ლეიკემია. ოჯახი სასწრაფოდ დაბრუნდა საქართველოში, აპირებდნენ ლეიკემიის მკურნალობას, მაგრამ ანალიზების გადამოწმების შემდეგ, საბედნიეროდ, მალევე დადგინდა, რომ ეს ლეიკემია კი არა, ლეიშმანიოზი იყო და დროული, სწორი მკურნალობის შემდეგ, ბავშვის მდგომარეობა გამოსწორდა. გაფიქრებაც არ მინდა, რა მოხდებოდა ლეიკემიის მკურნალობა რომ დაეწყოთ და ლეიშმანიოზზე ეჭვი არ მიეტანათ. სხვათა შორის, ლეიშმანიოზი, მართლაც ძალიან ჰგავს ლეიკემიას ანალიზების მიხედვით და სწორედ  ამიტომ დასვეს ეს დიაგნოზი უცხოეთში.

არანაკლებ საგულისხმოა ტკიპა, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინაც ასევე არსებობს, თუმცა, რამოდენიმე თვე მოქმედებს მხოლოდ და არ უნდა გამოვტოვოთ ეს აცრა.

გარდა ამისა, უნდა ვუფრთხილდეთ ინფექციურ და ვირუსულ დაავადებებს.

ყურადღება მივაქციოთ კვებას, მესმის რომ ზაფხულია, მაგრამ, ხილი და ბოსტნეული ცხოველისთვის დიდი ოდენობით არ არის რეკომენდირებული და ეს გავითვალისწინოთ. აკონტროლეთ წყალი – ყოველთვის ჰქონდეს სუფთა წყალი და არ დალიოს დაწყურებულმა სხვა წყალი, გარდა სასმელად ვარგისისა. მშვენიერი იქნება თუ წაიყვანთ ტბასა და მდინარეზე, გაერთობა, გაგრილდება – მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს ტბის და ან მდინარის წყალი, რომელიც პარაზიტებით იქნება სავსე. ყოველთვის ჰქონდეს სუფთა წყალი,  სუფთა ჭურჭელში – ამას ხაზგასმის გირჩევთ, რადგან მოწამვლის არაერთი მძიმე შემთხვევა დაფიქსირებულა წყლის გამო.

მოარიდეთ ცხოველები მზის სხივებს, ისინი ადამიანებზე მეტად სწრაფადაც იღებენ ე.წ. მზის დარტყმას, მათთვის მზის სხივები სასტიკად აკრძალულია. ამას წინათ მოხდა შემთხვევა, პატრონმა გადაწყვიტა საბარგულში ჩაესვა ძაღლი და ისე წაეყვანა ვეტერინართან. მზიანი, ცხელი დღე იყო და მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო არ დაუყვია საბარგულში, სამწუხაროდ, ძაღლი მზის დარტყმისგან შოკურ მდგომარეობაში ჩავარდა, იყო კომაში, სერიოზული მკურნალობა დასჭირდა მდგომარეობიდან რომ გამოსულიყო.

ასევე, როგორც უნდა მოვარიდოთ სიცხეს და მზეს, ასევე არ დატოვოთ კონდიციონერთან ახლოს ოთხფეხა მეგობრები, თუთიყუშები, ზაზუნები, ისინი ადვილად ცივდებიან, ადვილად უვითარდებათ ფილტვის ანთება, შეიძლება გახდნენ ალერგიულები, დაეწყოთ ასთმური შეტევები და ა.შ.

და ბოლოს, გისურვებთ ზაფხულის ჯანმრთელად ბედნიერად გატარებას საყვარელ შინაურ ცხოველებთან ერთად.

24 საათი თქვენი საყვარელი შინაური არსებების სამსახურში, ვეტერინარი გამოძახებით, დავით სადათერაშვილი.

საკონტაქტო ტელეფონის ნომრებია: 577 15 15 61, 571 10 15 61

თეგები: დავით სადათერაშვილივეტერინარის რჩევებილეიშმანიოზიოთხფეხა მეგობრები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved