• რეკლამა
  • კონტაქტი
17:38, ოთხშაბათი, 9 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე განცხადებას აქვეყნებს

ალია ავტორი - ალია
19:23 06-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
239

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 (3) მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით,  გამოძიებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თავად უწყება ავრცელებს.

საგამოძიებოს ცნობით, 1 მარტიდან, აღნიშნულ საქმეზე  49 პირი გამოიკითხა, მათ შორის სპეციალური პენიტენციური სამსახურის და მისი სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები, №8 პენიტენციური დაწესებულებების პატიმრები, ასევე სამედიცინო პერსონალი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები.

 

“სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან გამოთხოვილ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებზე კომპლექსური – ჰაბიდოსკოპიური (ფონო) ვიდეო ექსპერტიზა დაინიშნა. აღნიშნულ ვიდეო-ჩანაწერებზე ასახულია 2021 წლის 27-28 დეკემბერს  სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალიდან“ მიხეილ სააკაშვილის გამოწერისას და მაჯის საათის ჩამორთმევისას განვითარებული მოვლენები.

ასევე, ვიდეო-ჩანაწერებზე, რომელზეც ასახულია №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ ბლოკში ყოფნისას განვითარებული მოვლენები, მონტაჟის კვალის დადგენის მიზნით  ვიდეო ექსპერტიზა დაინიშნა.
ობიექტური, სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის განცხადების და მასში წარმოდგენილი კითხვების საფუძველზე, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამატებით  სამედიცინო კომისიური ექსპერტიზები დაინიშნა.
ექსპერტიზის ფარგლებში შესწავლილი იქნება რამდენად ადექვატურად მიმდინარეობდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა-დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია. ასევე, გაეწია თუ არა მას დროული, ადეკვატური, კვალიფიციური და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება  №12 პენიტენციურ დაწესებულებასა, №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებაში, ასევე, სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში“ და ჰოსპიტალიდან გაწერის შემდეგ  №12 პენიტენციურ დაწესებულებაში.
ადვოკატის განცხადების საფუძველზე და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამატებით  ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნა.
აღნიშნულ საქმეზე, გამოძიების დაწყების დღიდან დანიშნული სხვადასხვა სახის კომპლექსური ქიმიური, ბიოლოგიური და ტრასოლოგიური, სასამართლო-სამედიცინო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური, ჰაბიდოსკოპიური(ფონო), ვიდეოსკოპიური, ფსიქოლოგიური და კომისიური სამედიცინო ექსპერტიზებიდან, ამ დროისთვის გამოძიებამ მხოლოდ ამოღებულ ტანსაცმელზე დანიშნული ბიოლოგიური და ქიმიური ექპერტიზის პასუხები მიიღო.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ფაქტზე, გამოძიებისთვის საჭირო ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ობიექტური, სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის დამცველი ადვოკატები მიმდინარე გამოძიებაში სრულად არიან ჩართული  და აქვთ წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებთან.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური მიმდინარე გამოძიების თაობაზე, დაცვის მხარისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას და საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობას კვლავ უზრუნველყოფს.” ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

თეგები: მიხეილ სააკაშვილისპეციალური საგამოძიებო სამსახური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას

14:28 09-09-2026
თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

12:24 09-09-2026
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved