• რეკლამა
  • კონტაქტი
15:14, ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დამტკიცდა – დეტალები

ალია ავტორი - ალია
13:37 12-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
370

პარლამენტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 83 ხმით  დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 13 დეკემბერს წარადგინა.

დოკუმენტის მიხედვით, 2024 წლისთვის ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5.2%-ის ოდენობით; დეფლატორის მაჩვენებელია 3% როგორც 2024 წელს, ასევე მომდევნო წლების განმავლობაში. ინფლაციის საშუალო მაჩვენებელია 2.8%; ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი არის 86 მლრდ ლარი, რაც წინა წელთან შედარებით გაზრდილია. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტია – 2.5%; ვალის მაჩვენებელი კი მშპ-ს – 38.0%-ია.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოსავლები ნაერთ ბიუჯეტში ჯამში 110 მილიონი ლარით იზრდება, სახელმწიფო ბიუჯეტში ზრდა კი 106.6 მილიონი ლარია.

საქართველოს 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 28 357 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება, საიდანაც 22 053 მლნ ლარი საგადასახადო შემოსავლებია. ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 28 706 მლნ ლარს შეადგენს.

რაც შეეხება 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამურ მაჩვენებელს, ის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 2 398.5 მლნ ლარით და 24 569.5 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები მის წინა ვარიანტთან შედარებით 166.6 მლნ ლარითაა გაზრდილია.

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა კი 25 030.4 მლნ ლარს შეადგენს, რაც 2023 წლის გეგმასთან შედარებით გაზრდილია 2 719.1 მლნ ლარით, ხოლო ბიუჯეტის პროექტის მეორე ვარიანტთან შედარებით – 165 მლნ ლარით.

აღნიშნული დამატებითი თანხიდან 10 მლნ ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდს ემატება და იგი 90 მლნ ლარი ხდება. 6 მლნ ლარი ემატება დონორების მიერ დაფინანსებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებს (თბილისის ავტობუსების პროექტი); 450 ათასი ლარით იზრდება საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე საოპერაციო ხარჯებისა და სხვა ვალდებულებების თანადაფინანსება.

29.2 მლნ ლარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ემატება, საიდანაც – 15.0 მლნ ლარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობის პროგრამას ემატება; 14.2 მლნ ლარი – მოსახლეობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამას (გადმოტანილია მიზნობრივი ტრანსფერებიდან); 3 მლნ ლარი ემატება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების მართვას.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 130 მილიონი ლარით იზრდება – ფონდის მოცულობა ჯამში 580 მილიონი ლარი იქნება.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის ჯამური თანხის 30% – 8,6 მილიარდ ლარზე მეტი, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე მიიმართება.

ხუციშვილის თქმითვე, 3,6 მილიარდი ლარი, ანუ რესურსის 13% განისაზღვრა განათლებისა და მეცნიერების პროგრამების დაფინანსებაზე; რესურსის 10% – 2,9 მილიარდი ლარი – თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დასაფინანსებლად; ამავე მოცულობის თანხა სახელმწიფო ვალების მომსახურებასა და დაფარვას ხმარდება; გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე გამოყოფილია 1,2 მილიარდი ლარი, ხოლო კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე – 940 მილიონი ლარი. ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე, ჯამურად, გათვალისწინებულია 7 მილიარდ ლარზე მეტი.

მისივე თქმით, 2023 წლის ბოლოსთვის, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 8000 დოლარს გადააჭარბებს, ხოლო 2027 წლისათვის, 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პირობებში, თითქმის 11 ათას დოლარს მიაღწევს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
ახალი ამბები

AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები

13:17 06-10-2026
როუმინგ პასი
ახალი ამბები

სილქნეტის “როუმინგ პასის” ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა!

12:07 06-10-2026
ევაკუატორი ბათუმში
ახალი ამბები

როგორ აარჩიო ევაკუატორი ბათუმში – ავარიული ევაკუაციის საკონტროლო სია

18:43 06-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved