• რეკლამა
  • კონტაქტი
02:22, კვირა, 11 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“2024 წელს მთავრობა 3.5 მლრდ ლარამდე ვალს აიღებს და წლის ბოლოს ვალი 32.6 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც მშპ-ის 38.2% იქნება” – TI

ალია ავტორი - ალია
19:57 10-19-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,722

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” 2024 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი შეფასება გამოაქვეყნა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულება და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება მნიშვნელოვანია არამხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ საბიუჯეტო მიმართულებითაც.

TI აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუკი კანდიდატის სტატუსს მოიპოვებს ქვეყანა, ყოველწლიურად 400 მილიონ ლარამდე EU-ს გრანტები გახდება ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი.

TI-ის რეკომენდაციები 2024 წლის ბიუჯეტის პროექტზე:

მისასალმებელია, რომ ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება, თუმცა ის მაინც მაღალია და ბიუჯეტის კანონის დამტკიცებამდე, მთავრობა მის შემცირებას უნდა ეცადოს. დეფიციტის შემცირება ფასების და ლარის კურსის სტაბილურობას შეუწყობს ხელს. ამასთან, იგი ეროვნულ ბანკს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებაში დაეხმარება, მთავარობის ვალის ტვირთს კიდევ უფრო შეამცირებს და ქვეყნის საკრედიტო რეიტინგს გააუმჯობესებს. გასათვალისწინებელია რეგიონში მიმდინარე ომებიც, რაც ეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზირებას ართულებს;
შემცირებული უცხოური გრანტების მნიშვნელოვნად ზრდისთვის მთავრობამ წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის საჭირო რეკომენდაციები. ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების 2014-2021 წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ამ სტატუსის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირისგან ყოველწლიურად დამატებით 400 მლნ ლარამდე გრანტის მიღების შესაძლებლობა გაუჩნდება;
ბიუჯეტიდან თანხის ხარჯვის ეფექტიანობის ასამაღლებლად გამკაცრებას საჭიროებს პროგრამული ბიუჯეტის სწორად შედგენის კონტროლი. განსაკუთრებული ყურადღება პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნების სწორად დასახვას და მოსალოდნელი შედეგების შეფასების ინდიკატორების სწორად შერჩევას უნდა მიექცეს. დღემდე პროგრამული ბიუჯეტის პრინციპები ფორმალობად რჩება და რეალურად ის მხოლოდ ბიუჯეტის ტექნიკურ ნაწილში არის ასახული;
ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები, რომლებიც დანართშია მოცემული, ბიუჯეტის შესახებ კანონის ძირითადი ტექსტის ნაწილი უნდა გახდეს.
TI-ის ძირითადი მიგნებები ბიუჯეტის პროექტზე:

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.5%-ით, ხოლო 2024 წელს 5.2%-ით გაიზრდება. ვინაიდან მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა, წლიური ზრდის ტემპის 6.5%-მდე შენარჩუნება რეალური ჩანს. მომავალ წელს 5.2%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობაზე;
2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 1.7 მლრდ ლარით გაიზრდება და 23.9 მლრდ ლარს მიაღწევს. ასეთ მატებას საგადასახადო შემოსავლების 1.6 მლრდ ლარით დაგეგმილი ზრდა განაპირობებს;
2023 წელთან შედარებით, 2024 წელს საქართველოს მთავრობა ევროკავშირისგან 44 მლნ ლარით ნაკლებ გრანტს მიიღებს. ჯამში, 2024 წელს მისაღები 261 მლნ ლარის გრანტიდან ევროკავშირზე და ევროკავშირში შემავალი ქვეყნების მთავრობებზე 146 მლნ ლარი მოდის, ხოლო 115 მლნ ლარი სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების მოგებიდან მისაღები თანხაა;
2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი ხარჯი (გადასახდელები) 24.2 მლრდ ლარი იქნება, რაც 2023 წლის ბიუჯეტის ხარჯებზე 1.8 მლრდ ლარით მეტია;
ყველაზე მეტად 3 სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება: ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 627 მლნ ლარით იზრდება და 7.7 მლრდ ლარი ხდება, განათლებისა სამინისტროს ბიუჯეტი 262 მლნ ლარით იზრდება და 2.3 მლრდ ლარი ხდება, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 100 მლნ ლარით იზრდება 1.4 მლრდ ლარი ხდება;
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 25 მლნ ლარით იზრდება და 205 მლნ ლარს მიაღწევს. ზრდას ძირითადად ხელფასების მატება იწვევს. დასაქმებულთა რაოდენობა არ იზრდება, ისევ 3,850 ადამიანი იქნება დასაქმებული;
საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი სულ მცირე 10%-ით იზრდება. მათ შორის, პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასები 20%-ით გაიზრდება. ხელფასების ზრდა შრომის ანაზღაურებაზე წლიურად გამოყოფილი თანხის 282 მლნ ლარით მატებას იწვევს;
2024 წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით იზრდება და 315 ლარი ხდება, ხოლო 70 და მეტი წლის პირთა პენსია 50 ლარით მოიმატებს და 415 ლარი გახდება. პენსიის ზრდა ბიუჯეტის ხარჯების 446 მლნ ლარით ზრდას იწვევს;
ბიუჯეტის დეფიციტი 2.3 მლრდ ლარი (მშპ-ის 2.7%) იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის დეფიციტი კანონით დაშვებულ საზღვრებშია (არ სცდება მშპ-ის 3%-ს), ის მაინც მაღალ ნიშნულზეა;
2024 წელს მთავრობა 3.5 მლრდ ლარამდე ვალს აიღებს. 2024 წლის ბოლოს მთავრობის ვალი 32.6 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 38.2% იქნება.
2024 წელს მთავრობის ვალის ძირის და პროცენტის დაფარვის ხარჯი 3 მლრდ ლარამდეა, რაც მაგალითად, სასკოლო განათლებაზე გამოყოფილ საბიუჯეტო დაფინანსებას 2.4-ჯერ, ხოლო თავდაცვის ხარჯებს 2-ჯერ აღემატება;
ზოგ შემთხვევებში ბიუჯეტის პროგრამების სათანადოდ შედგენა კვლავ პრობლემად რჩება. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო განათლების დაბალი ხარისხი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, სკოლების დაფინანსების ქვეპროგრამის მიზანი განათლების ხარისხის ამაღლება არ არის და მას არც შესაბამისი ინდიკატორები ახლავს,” – წერს TI.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved