• რეკლამა
  • კონტაქტი
02:58, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2023 წლის იანვარ-თებერვალში რუსეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო – საქსტატი

ალია ავტორი - ალია
17:48 03-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
220

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 898.2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.3%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 914.8 მლნ. დოლარს შეადგენს (გაიზარდა 20.3%-ით), ხოლო იმპორტი 1 983.4 მლნ. დოლარს (გაიზარდა 9.0%-ით).

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-თებერვალში, 1 068.6 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 36.9 პროცენტია.

ორგანიზაციის თქმით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული ასეთია: სომხეთი (133.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (128.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (112.4 მლნ. აშშ დოლარი).

ამავე პერიოდში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.4% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: რუსეთი (338.8 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (322.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (134.0 მლნ. აშშ დოლარი).

საქსტატი წერს, რომ 2023 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.5 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: რუსეთი (467.1 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (387.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (246.4 მლნ. აშშ დოლარი).  მათ მოსდევს აზერბაიჯანი, სომხეთი, გერმანია, აშშ, ყაზახეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და იტალია.

2023 წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 236.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 25.9%-ია. მეორე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 143.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 15.7%), ხოლო მესამეზე ფეროშენადნობები – 71.7 მლნ.აშშ დოლარით (7.8%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფიც მსუბუქი ავტომობილები იყო (207.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10.5%). მეორე ადგილი ნავთობის აირებმა და სხვა აირისებრმა ნახშირწყალბადებმა დაიკავა 175.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.8%), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 158.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.0%).

თეგები: საქართველოს მთავრობა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved