• რეკლამა
  • კონტაქტი
13:18, კვირა, 31 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2022 წლის ბოლომდე გერმანია უარს იტყვის რუსულ ქვანახშირისა და ნავთობზე – გერმანიის ვიცე-კანცლერი

ალია ავტორი - ალია
00:45 03-13-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
118

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-კანცლერი, რობერტ ჰაბეკი ამბობს, რომ 2022 წლის შემოდგომისთვის გერმანია რუსეთისგან ქვანახშირის მიღებას მთლიანად შეწყვეტს, წლის ბოლომდე კი რუსული ნავთობისგან თითქმის მთლიანად დამოუკიდებელი გახდება. ამის შესახებ ჰაბერკმა გერმანულ გამოცემასთან ისაუბრა.

მისი თქმით,  გერმანიისთვის რუსულ გაზზე უარის თქმა უფრო რთული იქნება, რადგან ქვეყანას არ აქვს თხევადი გაზის იმპორტის სხვა შესაძლებლობები, თუმცა გერმანია შესაბამისი ტერმინალის აშენებას გეგმავს.

ამასთან, როგორც ვიცე-კანცლერმა აღნიშნა, ის მალე გაემგზავრება სხვა ქვეყნებში, სადაც თხევად ბუნებრივ გაზსა და წყალბადს აწარმოებენ.

ჰაბეკმა ინტერვიუში ასევე თქვა, რომ გერმანიის ხელისუფლების გეგმა რუსეთისგან ენერგორესურსების იმპორტის სრულად შეჩერებაა. მისივე თქმით, ყველასი ესმის, ვინც რუსეთისთვის ემბარგოს დაწესებისკენ მოუწოდებს, თუმცა ამგვარი შეზღუდვები გერმანიის ეკონომიკასა და მოსახლეობას მეტ ზიანს მოუტანს, მთავრობა კი მთელ ქვეყანაზეა პასუხისმგებელი.

“იმპორტის მყისიერი აკრძალვა გამოიწვევს მომავალი ზამთრის მარაგების შემცირებას, ეკონომიკურ რეცესიასა და მაღალ ინფლაციას. ათასობით ადამიანი დაკარგავს სამსახურს, გათბობასა და ელექტროენერგიას.

სანქციები ისეთი უნდა იყოს, რომ ჩვენ შევძლოთ გადარჩენა. ჩვენ ვმუშაობთ ყოველდღე, რომ შევამციროთ დამოკიდებულება რუსულ ნავთობზე, ნახშირსა და გაზზე”,- თქვა მან.

„მთავარი არხი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?
ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?

14:50 05-30-2026
მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved