• რეკლამა
  • კონტაქტი
00:55, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2022 წელს პლენარულ სხდომაზე 18 დეპუტატს ხმა არ ამოუღია, მივლინებებზე 1 739 782.93 ლარი დაიხარჯა – TI

ალია ავტორი - ალია
12:15 06-29-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
167

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” პარლამენტის 2022 წლის საქმიანობას აფასებს, საიდანაც ირკვევა, რომ წლის მანძილზე სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია 18 წევრს. TI-ის ცნობით, აქედან 10 იყო უმრავლესობის წევრი იყო:

  • ელგუჯა გოცირიძე,
  • ისკო დასენი,
  • სუმბატ კიურეღიანი,
  • ლევან კობიაშვილი,
  • სამველ მანუკიანი,
  • გოგი მეშველიანი,
  • დიმიტრი სამხარაძე,
  • გოდერძი ჩანქსელიანი,
  • ვასილ ჩიგოგიძე,
  • ვიქტორ ჯაფარიძე

ხოლო 8 ოპოზიციის დეპუტატი:

  • გრიგოლ ვაშაძე,
  • აბდულა ისმაილოვი,
  • მანუჩარ კვირკველია,
  • კობა ნაყოფია,
  • რამაზ ნიკოლაიშვილი,
  • ბაჩუკი ქარდავა,
  • ცეზარ ჩოჩელი,
  • დილარ ხაბულიანი.

2022 წლის საქმიანობის შეფასებით, პლენარულ სხდომაზე  ყველაზე მეტი გამოსვლა უმრავლესობიდან მიხეილ სარჯველაძეს (242) ჰქონდა, ხოლო ოპოზიციიდან რომან გოცირიძეს (93);

პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ გააცდინა  ოპოზიციიდან კობა ნაყოფიამ (13 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან ელისო ბოლქვაძემ (11 გაცდენა).

გარდა ამისა, ორგანიზაციის ცნობით, საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 84 წევრზე 1,739,782.93 ლარი დაიხარჯა. ხოლო პარლამენტის 25 წევრს, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველზე, ხელფასიდან საერთო ჯამში 68 704.69 ლარი დექვითა.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით ისარგებლა პარლამენტის 99-მა წევრმა, აქედან ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორია ოპოზიციიდან დავით უსუფაშვილი (39 კანონის პროექტი) და უმრავლესობიდან რატი იონათამიშვილი (38 კანონის პროექტი);

შეფასების ძირითადი მიგნებები:

  • 2022 წელს ქვეყნისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, საქართველოს მიერ,  ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენა იყო.  12 რეკომენდაციის შესრულების პროცესის წარმართვა პარლამენტმა ითავა, შექმნა სამუშაო ჯგუფები და წარადგინა საკანონმდებლო ინიციატივები.  რეკომენდაციების შესრულების მიზნით განხორციელებული აქტივობებიდან აღსანიშნავია ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა და საპარლამენტო კონტროლისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ პარლამენტმა ვერ უზრუნველყო პროცესის საკმარისი ინკლუზიურობა, მასში ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების საკმარისი ჩართულობა;
  • მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად, საკანონმდებლო დონეზე მოხდა საპარლამენტო კონტროლის მარეგულირებელი კანონმდებლობის გაუმჯობესება, პარლამენტი არ დგამს ნაბიჯებს ოპოზიციისთვის საკმარისი მაკონტროლებელი ფუნქციების მინიჭებისა და მისი ფუნქციური გაძლიერებისთვის. პირიქით, საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს ოპოზიციის დასუსტებას, რისი მაგალითიცაა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, მაგალითად, ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში;
  • 2022 წელს მნიშვნელოვნად გაუარესდა პარლამენტის გამჭვირვალობა. მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს პარლამენტის შენობაში შესვლა და კომიტეტზე დასწრება  დაუსაბუთებლად, პარლამენტის უსაფრთხოების წესებზე ზოგადი მითითებით ეზღუდებოდათ. პარლამენტმა მუდმივი საშვები გაუუქმა პარლამენტის მონიტორინგის განმახორციელებელ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს;
  • 2022 წელს, მეათე მოწვევის პარლამენტში, საქართველოს პრეზიდენტმა პირველად გამოიყენა ვეტოს უფლება და ვეტო დაადო ფარული მოსმენების მარეგულირებელ კანონპროექტს, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუარესა პირადი ცხოვრების დაცვის სტანდარტი. პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

TI-ის ცნობით, პროგრესულად შეფასებულ კანონთა შორისაა: გენდერული ზეგავლენის შეფასების ინსტიტუციონალიზაცია, ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის თავშესაფრის ახალი წესით სარგებლობის შემოღება.

პოზიტიური საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს: ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, საპარლამენტო კონტროლის გაუმჯობესება.

ნეგატიურად შეფასებული შემდეგი საკანონმდებლო ცვლილებები: ფარული საგამოძიებო მოქმედებებისას ადამიანის უფლებების სტანდარტის გაუარესება,   სიძულვილის ენის სამართლებრივი რეგულირება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved