მწერალი, ალექსანდრე პაიკიძე, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ლინკს, სადაც განთავსებულია ინფორმაცია იმის შესახებ, ისნის რაიონის გამგეობამ, როგორ მოაწყო ახალი ლიფტი და წერს:
“2020 წელი. ოცდამეერთე საუკუნე. ტიპები ვიქენდზე მარსზე დადიან.
ამათმა ლიფტი გააკეთეს და გაანიუსეს თან!”
ისნის რაიონის გამგებელი, კახა ლაბუჩიძე ადგილზე გაეცნო შესრულებულ სამუშაოებს და თქვა: “ძნელი იყო ლიფტის დამონტაჟება, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით!”
სამუშაოები კომპანიამ „ტექსერვისი +“ განახორციელა. პროექტი ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 61 000 ლარით დაფინანსდა.
კომენტარები