• რეკლამა
  • კონტაქტი
16:41, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ქვეყანამ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ჩვენი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ ასევე დამაჯერებლად, ვინაიდან „ქართულ ოცნებას“ დღეს ქვეყანაში ალტერნატივა არ აქვს – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:22 08-26-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

ჩვენ ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელშიც, დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ ასევე დამაჯერებლად, ვინაიდან „ქართულ ოცნებას“ დღეს ქვეყანაში ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩხოროწყუში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, დათო გოგუას წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ერთგულებისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მე და მთლიანად ჩვენი გუნდი, მადლიერი ვართ თქვენი მხარდაჭერისთვის და თქვენი ერთგულებისთვის, რომელსაც იჩენთ ბოლო 8 წელზე მეტია. სწორედ თქვენი ერთგულებით, თავდადებით, ჩვენ ბოლო 7 არჩევნებში გვიმარჯვეთ ღირსეულად და დამაჯერებლად, რითაც ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდა მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება შემოვიდა ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. ახლა ჩვენ ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელშიც, დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ ასევე დამაჯერებლად, ვინაიდან „ქართულ ოცნებას“ დღეს ქვეყანაში ალტერნატივა არ აქვს. ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი ხელწერა, ჩვენი საქმე და არა მხოლოდ სიტყვა, ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი გუნდი, რომელიც არის დაფუძნებული პრინციპებსა და ღირებულებებზე, იმ მთავარ ღირებულებებზე, რომელიც არის ჩვენი დიდი ოჯახის, ჩვენი გუნდის შემაკავშირებელი. ჩვენს ერთგულებას, ღირსებას და პატიოსნებას, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს, იმიტომ, რომ ეს არის სწორედ ის ფუნდამენტი, რაზეც ჩვენ ვდგავართ. ჩვენ ვმართავთ ქვეყანას დემოკრატიულად და ჩვენს მოსახლეობას მოვუტანეთ თავისუფლება, რომელიც იყო ასე ნანატრი 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე. ძალიან დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ქვეყანამ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ჩვენი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით. მინდა, გავიხსენო, თუ როგორი უსამართლობა იყო დამკვიდრებული არა მხოლოდ  სამეგრელოში, არამედ მთელს ქვეყანაში და ყველგან სუფევდა ეს მჩაგვრელი ხელისუფლება. მათი ხელწერა იყო ტერორი, შანტაჟი, ჩვენი მოსახლეობის ჩაგვრა, რაც ჩვენ ყველამ ერთად დავასრულეთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved