• რეკლამა
  • კონტაქტი
12:12, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, ჩვენმა დიდმა გუნდმა, ჩვენი ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ისტორიული გამარჯვება მოუტანა ჩვენს ქვეყანას და წინა ხელისუფლების დროს გამეფებული აგრესია და ძალადობა წარსულს ჩავაბარეთ – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:57 09-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

ჩვენ ჩვენი საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქვეყანაში მოიტანა მშვიდობა და სტაბილურობა, ჩვენს მოქალაქეებს დაუბრუნა თავისუფლება, ღირსება და ყველა ის სირცხვილი, აგრესია და ძალადობა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო გამეფებული ჩვენს ქვეყანაში, წარსულს ჩავაბარეთ ყველამ ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ჭიათურის მერობის კანდიდატის, გივი მოდებაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველი გუნდი დღეს მოსახლეობას ესაუბრება მიღწევებზე, პრობლემებზე, შეცდომებზე, გამოწვევებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე ამ ეტაპზე არსებობს და გამოსავლის გზებზე.

„2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, ჩვენმა დიდმა გუნდმა, ჩვენი ერთობით, ჩვენი ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ისტორიული გამარჯვება მოუტანა ჩვენს ქვეყანას. სწორედ თქვენი დახმარებით, თქვენი გვერდში დგომით ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ ისტორიულ არჩევნებში და მას შემდეგ 7 არჩევნებში ასევე ღირსეულად ვიმარჯვებთ. მე-8 არჩევნებშიც აუცილებლად გავიმარჯვებთ ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. რატომ? იმიტომ, რომ ხალხი ხედავს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ იდეალურები და უშეცდომონი. რომელი მმართველია იდეალური ან უშეცდომო, ყველას მოგვდის შეცდომა, დაწყებული რიგითი სპეციალისტიდან, პრემიერის ჩათვლით, მაგრამ ჩვენ გვესმის მთავარი – ამ შეცდომებს სჭირდება გააზრება, ბოდიშის მოხდაც და წინსვლის გაგრძელება. ჩვენ არ გვრცხვენია არც შეცდომების აღიარების, არც ბოდიშის მოხდის და ამის გამოსწორების გზაც და უნარიც გაგვაჩნია – მთავარი, რაც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს სხვა დანარჩენი ოპოზიციისგან გამოარჩევს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved