“ქართული ოცნების” ერთ–ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის საპასუხოდ, ამბობს:
“2012 წლამდე ვის ახსოვდა ქალთა უფლებები საერთოდ? რა უფლებებზე, რომელ ქალზე, კაცზე, ვინმეზეა საუბარი? ვის ახსოვდა ადამიანის უფლება? თუკი რამე პროგრამის მორგება შეიძლებოდა, ყველაფერი გავაკეთეთ. თქვენ ისაუბრეთ, ბრიფინგი ჩაატარეთ, დავიჯერებდი თქვენ გულწრფელობას, რომ გეხსენებინათ ის ქალი ჟურნალისტები, რომლებიც გახდნენ დისკრიმინაციის და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. რაც არ უნდა მოწოდებები იყოს, ნარატივის დალაგების მცდელობა, სამწუხროდ, ქალბატონო სალომე, თქვენ არ შეასრულეთ ქართველი ხალხის დაკვეთა და არ ხართ ობიექტური.”
კომენტარები