• რეკლამა
  • კონტაქტი
17:31, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“2008 წელს პირველად ანზორ მელიამ გამომიწოდა დახმარების ხელი, ძნელია მის შვილზე წერა ჩემთვის, მაგრამ…” – მამაცაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:07 09-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
187

“რეპორტიორის” დირექტორი, გიორგი მამაცაშვილი: 

“რაც ირაკლი კობახიძესთან იკადრა ნიკა მელიამ, სირცხვილია!

მეტიც: დანაშაულია!

დიახ! დანაშაულია და არა მხოლოდ ირაკლი კობახიძის წინაშე, არამედ ქართველი ამომრჩევლის წინაშე!

მეგის ქარდავას პოლიტიკური პარტნიორი და მიხეილ სააკაშვილის ხელისბიჭი(!) დემოკრატიულობაზე მორალს გვიკითხავს და ქალაქის მერის პოსტზე კენჭს იყრის. არადა, ჩვეულებრივი ხულიგანია და პროვოკატორი!

სახელოვანი ექიმი მამის(!) უსახელო შვილი უსირცხვილოდ იქცევა და პოლიტიკური დებატებიდან გაქცეული ქუჩური „რაზბორკებით“ იწონებს თავს.

თუმცა, საკუთარი მამა გაწირა(!) და ისეთ პოლიტიკურ ორომტრიალში ჩააბა, მე მრცხვენია მათ მაგივრად და რაღა უნდა გაგვიკვირდეს…

არადა, ამ პოსტის დაწერაც ძნელია ჩემთვის…

გამომცემლობა „სამშობლოდან“ ჟურნალისტების ძალადობრივი და უკანონო გამოყრის გასაპროტესტებლად ჩემი შიმშილობისა და სააკაშვილის ჯალათური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგ, 2008 წელს, ფიზიკურად დასუსტებულს პირველად ანზორ მელიამ გამომიწოდა დახმარების ხელი.

არც პირველი ვიყავი და არც უკანასკნელი.

ეს მისი ცხოვრებისეული კრედო გახლდათ.

მაშინ სააკაშვილის კატეგორიული მოწინააღმდეგე გახლდათ ბატონი ანზორი…

მას შემდეგ, როგორც იტყვიან, ბევრმა წყალმაც ჩაიარა და ბევრმა უჯიშომაც გრუ-ს გენერლის, თემურ ალასანიას დისშვილის პირად სამსხვერპლოზე მიიტანა საკუთარი თავი.

ანზორ მელიაზე ვწერდი თავში…

ძნელია ამ ანზორ მელიას შვილზე წერა ჩემთვის.

ძნელია ბევრის სიცოცხლის არაერთგზის გადამრჩენელი ანზორ მელიას შვილზე ჩემგან ამის თქმა, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას:

ნიკა მელია ნაძირალა პროვოკატორია!

და ვიდრე მსგავსი პროვოკაციების მომსწრენი ვიქნებით…

და ვიდრე არ მიიღებს ეს ქვეყანა და ეს პარლამენტი კანონს ცილისწამების შესახებ…

და ვიდრე ჟურნალისტური და პოლიტიკური ეთიკა მინიმუმამდე მაინც არ მიუახლოვდება ჭეშმარიტად ევროპულ სტანდარტს…

და ვიდრე მეგის ქარდავას და დიმიტრი შაშკინის პოლიტიკური და იდეური შთამომავლები საკუთარ ადგილს არ იპოვიან ამ სახელმწიფოში…

და ვიდრე ლომაია-რანკოვიჩი-ახალაიას ხროვის ჯალათები მინიმუმ მერაბიშვილის მსგავსად არ აგებენ პასუხს…

და ვიდრე ადეიშვილისა და მერაბიშვილის ხელისბიჭები მორალს წაგვიკითხავენ…

და ვიდრე გიგა ბოკერია სულხან მოლაშვილის წამებისთვის პასუხს არ აგებს…

და ვიდრე პაიჭაძე-თუთბერიძის აჩრდილი იტრიალებს ქართული ჟურნალისტიკის სათავეებთან…

და ვიდრე, თამაზ წივწივაძეს დავესესხები და, „სოკოცუანა“ ლევან ბერძენიშვილისა და უტიაშვილის კვესიტაძის იმედად იქნება ინტელექტუალური საზოგადოება…

და ვიდრე..

არაფერი არ გვეშველება!

არაფერი!

კრიმინალმა და ხულიგანმა პასუხი უნდა აგოს!

ცილისმწამებელმა პასუხი უნდა აგოს!

ცრუ ბრალდებების გამჟღერებელმა პასუხი

უნდა აგოს!

პოლიციელზე ხელის ამწევმა გრიგოლ

ვაშაძემ პასუხი უნდა აგოს!

სახელწიფო ინსტიტუტებზე შტურმით მისვლის მსურველმა პასუხი უნდა აგოს!

თავგასულმა მელიამ პასუხი უნდა აგოს!

კრიმინალმა უგულავამ პასუხი უნდა აგოს!

სულის ამოხდით რომ გვემუქრებოდა, იმ კაცმაც პასუხი უნდა აგოს!

დღეს რომ ძუძუს გოჭივითაა გატრუნული და მისი ხმა აღარ ისმის…

უგულავას და არველაძის დავალებით, გამომცემლობა „სამშობლოს“ დამრბევმა და ასობით ჟურნალისტის სულში ჩამფურთხებელმა გრიშა ბაიბურთმა პასუხი უნდა აგოს!

მიუხედავად მისი მამის, ცნობილი ჟურნალისტის ვან ბაიბურთის კაიკაცობისა!

2008 წლის აგვისტოში, მწერალთა სახლის დამრბევებმა პასუხი უნდა აგოს!

2006 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასობით პროფესორ-მასწავლებელს შეურაცხმყოფელმა ჯალათებმა პასუხი უნდა აგოს!

ძალიან ბევრმა პასუხი უნდა აგოს ძალიან ბევრი და უმძიმესი დანაშაულისთვის და მერე კოლექტიურ ნიკანორ მელიებსაც ეცოდინებათ, რომ ამ ქვეყანაში კანონი კანონობს და მათი ფაშისტურ-ჯალათური ხულიგნობის მპატიებელი არავინ არ იქნება!”

თეგები: ანზორ მელიაგიორგი მამაცაშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved