• რეკლამა
  • კონტაქტი
13:07, კვირა, 1 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“2004 წელს შეყვარებული დამშორდა – ისეთი უცნაური სცენარით, მხოლოდ მე რომ მემართება ხოლმე” – გიორგი კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
20:32 04-14-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,790
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე:
“2004 წელს შეყვარებული დამშორდა. დრამატული იყო განშორება – ისეთი უცნაური სცენარით, მხოლოდ მე რომ მემართება ხოლმე. სხვა ასაკამდე თუ მივაღწიე, ალბათ ძალიან მოსაყოლი ამბავიცაა. მერე – სიბერეში. ჰოდა, ის ამერიკაში წავიდა, მე – ოზურგეთში. უნივერსიტეტი იმ წელს დავამთავრე. წესით მაგისტრატურაში უნდა უნდა ჩამებარინება, მაგრამ საბუთების ნაცვლად იმედები ჩავაბარე ეშმაკს, სახლს დავუბრუნდი, ბავშვობის ოთახში დავწექი და ექვსი თვე მხოლოდ საჭმელს მაწვდიდა დედაჩემი. ლაპარაკიც ავუკრძალე. ვიწექი, ჭერზე წვიმისგან გამოხაზულ უცნაურ ფიგურებს რაღაც ცხოველებს ვამსგავსავდები და ვფიქრობდი, რომ ისინიც კი, უსულო და გამოგონილი არსებები ჩემზე გაცილებით ბედნიერები იყვნენ. საღამოს ფანჯარასთან მივდიოდი, ფარდას ოდნავ ვწევდი და ვხედავდი, როგორ ჭრიდა დაჩოქილი მამაჩემი ძროხისთვის ნამგლით ბალახს. ამ სცენას ვიკვიატებდი და ძილში, სიზმრებშიც ასე შრომობოდა მამა. ერთხელ, მორიგი შეღამებისას, მოულოდნელად ჩემს ოთახში ამოვიდა, საწოლის ბოლოში ჩამოჯდა, შემომხედა, მიწის და ბალახის ფერებაზელილი მტევნები გადმოატრიალა და თქვა: ,,დევიღალე”. თაობების დაღლა იყო მოყოლილი ამ ნათქვამში, მისი, ბაბუაჩემის, ბებიაჩემის, დიდი ბაბუის და იმის მამის და იმის დედის. უშედეგო დაღლების სერიის ტკივილი ვიგრძენი და წამოვჯექი. მეორე დილით, ცხადად მახსოვს, როგორ დავიბანე პირი, სარკეში თავს თვალს ვარიდებდი და ბოლოს მაინც ჩავიხედე. თვალი გავუყარე თვალში დარცხებულ საკუთარ თავს და გადავწყვიტე ყველა დაღლის გამო შური მეძია. მეზობელ ქალს, ნარის, რომელსაც ,,ბუტკა” ჰქონდა, 30 ლარი ვესესხეთ და წამოვედი თბილისისკენ. შემიფარა ჩემმა მეგობარმა ზაქარია ქიტიაშვილმა. დიდი წილი მასთან, დედამისთან და დეიდამისთან ვცხოვრობდი, იშვიათად – სასულიერო აკადემიის საცხოვრებელში ჩემს მამიდაშვილთან. მაშინ გადავწყვიტე, შემეწყვიტა ადრინდელივით სხვის კარზე კაკუნი და თვითონ ამეშენებენიბა სახლი ანუ არამეტაფორულად რომ ვქვათ, თვითონვე შემექმნა ახალი თაობის ლიტერატურული ჯგუფი. კონცეფცია მე და ზაალ ჩხეიძემ დავწერეთ. ახლა საჭირო იყო გაზეთი. გაზეთისთვის – ფული.
იყო, მისი ვერპოვნა და ღამისგათევა ყარაულის ვაგონში და იმ ყარაულთან შუაღამისას სტუმრების მოსვლა, მათი სმა და თვალის გამოპარება ჩემკენ, როგორც გაუგებარი მაწანწალისკენ, ვითომ რომ მეძინა და მათკენ იქით ვაპარებდი თვალს და გულში ვტიროდი. ვტიროდი მერეც, როცა ნასესხები ფულით მანდარინები ვიყიდეთ აჭარა-გურიაში და აზერბაიჯანის საზღვარზე ნაწილი დაგვილპა, ნაწილი მოგვპარეს. გაზეთისთვის იყო ეს საქმეც წამოწყებული. მოკლედ ბევრი მარცხი და არდანებება.
ერთხელ, სასულიერო აკადემიის საცხოვრებლის შეგუებულ ლოგინზე მიგდებულს, მამა დავითმა, იგივე გელამ, მითხრა; მოდი, შორენასთან მიდი ჩემი სახელით და ეგებ ცოტა წაგეხმაროსო ამ ამბავში. გულისხმობდა პატრიარქის სამდივნოს უფროსს, შორენა თეთრუაშვილს. ავდექი და წავედი, ჭკუა დამიშლიდა თუ ხასიათი? მოსაცდელში მცირე რიგი იყო, ჩემს წინ ორი ქალი იჯდა, ერთი მათგან, ნატო შავლაყაძე, გამესაუბრა და გურიასთან გამოვძებნეთ კავშირი. ამ ლაპარაკში მისი მოსვლის მიზეზიც მითხრა – რუსთავის ციხეში პროექტს ვიწყებთ, პატიმრებს ქართულ ლიტერატურაზე პატარა გაკვეთილები უნდა ჩავუტაროთ და ერთი მათგან ქალბატონი შორენას თანაშემწეა, რეზო შარაბიძე (ახლაც იქ მუშაობს, საპატრიარქოში) და მეორეს ვეძებთ, ცხადია, ბიჭი უნდა იყოს, ფილოლოგი და არც ციხეში შესვლის უნდა ეშინოდესო. წინა მთელი წელი სამსახურს ვეძებდი და აგერ უცებ – ბიჭი, ფილოლოგი, ციხეში შესვლის დიდად არმოშიში ჩემი მძებნელის წინაშე ვიჯექი და მეტი სასწაული რაღა გინდათ? ვიყვირე, კაცო, სად ეძებთ, აგერ ვარ, ლიტერატურაც ვიცი, ლექსებსაც ვწერ და ლაპარაკიც მეხერხება ცოტა-მეთქი! ქალბატონ შორენასთან აღარც შევსულვარ და ასე დავიწყეთ მე და რეზომ გაკვეთილების ჩატარება რუსთავის ციხეში. მერე ზაალი ჩავრთე ამ საქმეში და იქაური ხელფასით გამოვეცით პირველი გაზეთი – “ლ’ილ”. ფრანგულად კუნძულს ნიშნავს ლ’ილ. მთავარ რედაქტორად გამოგინილი პერსონაჟი რაფაელო მიურა ,,დავნიშნეთ”. არაერთი ნომერი გამოვეცით და უამრავი ნიჭიერი ავტორი გამოვაქეყნეთ იმ თაობის. მერე ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge – დ გადავაკეთეთ. ამსიგრძე ამბავი კი გუშინდელი გზავნილის გამო, ერთმა გოგომ ნახატი გამომიგზავნა, 2005 წელს რომ დაუხატავს. ,,ლ’ილ” – ის გამოა ეს სურათი შექმნილი, იმ საღამოების გამო, უნივერსიტეტის 93-ე აუდიტორიაში რომ ვმართავდით. თმების დროა ის დროზ, კეპის არა. იქვე დეკანატის სარკეში ვიჩეჩავდი ,,მოდურად”, მანერული ნაბიჯებით შევდიოდი სავსე დარბაზში და კიდევ უფრო მანერული ხმით მიმყავდა საღამო. მოკლედ დიდი ეპოქაა ჩემი ცხოვრების ეს ნახატი და მომინდა თქვენც გენახათ.”
შეიძლება ილუსტრაციაა
თეგები: გიორგი კეკელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved