• რეკლამა
  • კონტაქტი
13:46, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“2 თვის წინ თავი ღმერთად შევიცანი, ზაფხულში კი ჩემში მონსტრმა გაიღვიძა” – 19 წლის ბიჭი, რომელმაც დღეს ყაზანის სკოლაში ბავშვები დახოცა

ალია ავტორი - ალია
19:24 05-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

დღეს, რუსეთის ფედერაციაში შემავალ თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანში სკოლას თავს დაესხნენ. რუსული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი 19 წლის ილნაზ გალიავიევი აღმოჩნდა, რომელმაც აღნიშნული გიმნაზიის 9 კლასი 4 წლის წინ დაამთავრა, შემდეგ კი კოლეჯში IT- სპეციალისტის პროფესიას ეუფლებოდა.

ილნაზ გალიავიევმა თავდასხმიდან წინა დღეს ტელეგრამის არხი გახსნა, სადაც საკუთარ თავს ღმერთს უწოდებდა. დღეს დილით კი თავდასხმამდე ინფორმაცია გაავრცელა, რომ მოკლავდა “უზარმაზარი რაოდენობის ბიონაგავს”, შემდეგ კი თავს მოიკლავდა, თუმცა თავდასხმის შემდეგ ის ცოცხლად ჩაბარდა.

ილნაზ გალიავიევი პირველ დაკითხვაზე არაადეკვატურად იქცეოდა და იგინებოდა:

“2 თვის წინ თავი ღმერთად შევიცანი, ზაფხულში კი ჩემში მონსტრმა გაიღვიძა. მე ყოველთვის ყველა მძულდა და კიდევ უფრო შემძულდა. ეს ჩემთვის არავის უთქვამს, ჩემით მივხვდი,” – ყვიროდა დაკითხვისას ილნაზ გალიავიევი. იყო ეს ფსიქიკური აშლილობის სიმულაცია, თუ ნამდვილი პრობლემა, ამას ექსპერტიზა დაადგენს. აღსანიშნავია, რომ იარაღი, რომელიც ილნაზ გალიავიევმა თავდასხმისას გამოიყენა მასზე იყო რეგისტრირებული.

თავდასხმის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი – 9 ბავშვი და 2 მასწავლებელი. 20-მდე ადამიანმა, მათ შორის ბავშვებმა და სკოლის თანამშრომლებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. ილნაზ გალიავიევის თავდასხმის მთავარი ადგილი მე-8 კლასელთა ოთახი იყო. სწორედ ამ კლასიდანაა ყველაზე მეტი დაღუპული ბავშვიც.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გალიავიევი თანამზრახველთან ერთად მოქმედებდა, რომელიც სპეცოპერაციისას მოკლეს. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია თათრეთის რესპუბლიკის შსს-მ უარყო. უწყების ინფორმაციით, ის დამოუკიდებლად მოქმედებდა.

ილნაზ გალიავიევი სკოლასთან დააკავეს, დაკავებისას მან სამართალდამცავებს განუცხადა, რომ მის სახლში ბომბი იყო დამონტაჟებული, თუმცა ეს შემოწმების შემდეგ სიცრუე აღმოჩნდა.

ოჯახის წევრების განცხადებით, გალიავიევი მორწმუნე არ იყო, ამიტომ ისინი რელიგიურ მოტივს გამორიცხავენ.

12 მაისი გლოვის დღედ არის გამოცხადებული. საგამოძიებო კომიტეტმა საქმე მასობრივი მკვლელობის მუხლით აღძრა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, ყაზანის გიმნაზიაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ პრეზიდენტი სამოქალაქო იარაღის მიმოქცევის წესების სასწრაფო გამკაცრებას ითხოვს.

წყარო – რუსთავი2

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved