საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ორი ახალი ინფიცირებულიდან, ერთი ფეხმძიმე ქალბატონია ბოლნისიდან, რომელსაც ახალი კორონავირუსი სწრაფი ტესტით დაუდასტურდა და თბილისში გადმოიყვანეს.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4346 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 247 პაციენტი რჩება.
კომენტარები