ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოზე მიმართვისას, თქვა:
“არ არსებობს არც ერთი დანაშაული, რომელიც ბუჩაში არ ჩაუდენიათ. დახოცეს მთელი ოჯახი – მოზრდილები და ბავშვები, ცდილობდნენ ადამიანების დაწვას, ზოგს ქუჩაში ესროლეს, ზოგი საკუთარ სახლებში მოკლეს, მანქანებში ყოფნისას ტანკებით გადაუარეს, ქალებს ბავშვების თვალწინ აუპატიურებდნენ და კლავდნენ.
ისინი იტყვიან, რომ არის სხვადასხვა ვერსიები და შეუძლებელია დადგინდეს, რომელი ვერსიაა ჭეშმარიტი. ისინი იმასაც იტყვიან, რომ ვიდეო დადგმულია, მაგრამ ახლა 2022 წელია, გვაქვს დამაჯერებელი მტკიცებულებები იმისა, რომ არსებობს სატელიტური სურათები, რომელიც აჩვენებს, თუ რა მოხდა ბუჩაში თავდასხმების დროს, ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ სრული და გამჭვირვალე გამოძიება”.
გაეროს უშიშროების საბჭო ბუჩაში, ოკუპანტების დანაშაულთან დაკავშირებით, სხდომას მართავს. სხდომა ბრიტანეთმა მოიწვია რომელიც ამ დროისათვის გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა.
კომენტარები