ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ შვებულებაში ყოფნისას გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა.
მისი თქმით, ბრაზილია რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს.
„უკრაინელებმა ერის ბედი კომიკოსს მიანდვეს. უკრაინაში ხალხის ხოცვა-ჟლეტაზე საუბარი გაზვიადებულია.
ბრაზილია დამოკიდებულია რუსულ სასუქზე, მოსკოვის წინააღმდეგ ქმედებამ შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს ბრაზილიის სოფლის მეურნეობას.
მხარს ვუჭერ მშვიდობას, მაგრამ სანქციებს არ დავაწესებთ, ჩვენ არ გვინდა მეტი პრობლემა ბრაზილიაში“, – განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, ბოლსონარუმ აღნიშნა, რომ რუსეთის ნაბიჯს ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ რესპუბლიკების აღიარების შესახებ მიესალმება.
წყარო: pia.ge
კომენტარები