• რეკლამა
  • კონტაქტი
03:47, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(+18) – შვილების წინაშე მახრჩობდა, დედაჩემიც დაახრჩვეს და ისე მოკლეს – საზარელი ისტორია

ალია ავტორი - ალია
18:46 05-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „საფარი“  ერთ-ერთი ქალის ისტორიას ასაჯაროებს, რომელზეც ქმარი ფიზიკურად ძალადობდა.

ნანა გოგალაძე:

ეს ადამიანი ავადმყოფურად ეჭვიანი იყო. ეჭვიანობის ნიადაგზე, ისე, რომ თავადაც არ ვიცოდი, დამიბლოკა ყველა კონტაქტი ტელეფონში, სოციალური ქსელებიდან ამომიშალა ბავშვობის მეგობრები, ჩემს პირველ მეუღლეზე, ბავშვების მამაზეც, საშინლად ეჭვიანობდა. ამის გამო, მთელი სკანდალები გვქონდა. ფსიქოლოგიურად დამამუშავა… მთელი მასთან ურთიერთობის განმავლობაში, მართლა დავიწყე იმის დაჯერება, რომ მის გარეშე ცხოვრებაში სულ დავიკარგებოდი.

ახალი წლის იმ ავბედით დილას, ბავშვები მამას ტელეფონით ესაუბრებოდნენ. საუბრის წუთების დათვლა დაიწყო, ამდენი ხანი რატომ ელაპარაკებოდით ამ კაცსო. მე ვუპასუხე, ამ ადამიანთან ურთიერთობის სურვილი რომ მქონოდა შენთან, ორი ბავშვით თბილისში არ წამოვიდოდი-მეთქი.

მოკლედ, იმ ღამეს საშინელი აგრესია ვეღარ გააკონტროლა, ფიზიკურად დამიპირისპირდა იმ დონემდე, რომ ლამის საკუთარი ბავშვების წინაშე მომახრჩო.

დედაჩემი მძარცველებმა დაახრჩვეს და ისე მოკლეს. წარმოიდგინეთ, რა საშინელი შეგრძნებაა, როდესაც ადამიანი, რომელსაც ცხოვრება დაუკავშირე, სიცოცხლეს მოხრჩობით გასრულებინებს. იმ წამს, დედას ამბავმაც გამიელვა თვალწინ, და ამან ჩემი სასოწარკვეთილება კიდევ უფრო გაამძაფრა. ისიც კი ვიფიქრე, რა ენით აღუწერელი საშინელება ელოდათ ამ ამბის შემსწრე ჩემ შვილებს – ეს ყველაფერი ხომ თავად მაქვს გამოვლილი…

როდესაც ამ ყველაფერმა წამიერად თვალწინ გამირბინა, მივხვდი, რომ თავდასაცავად უკანასკნელი ძალები უნდა მომეკრიბა – სხვა გზა უბრალოდ არ მქონდა. ასეც მოხდა, მოგერიების მიზნით, ეს ადამიანი სამზარეულოს დანით დავჭერი. მდგომარეობა იმანაც დაამძიმა, რომ მანამდე გამოძახებული პატრული 45 წუთის დაგვიანებით მოვიდა. პოლიცია დროულად რომ მოსულიყო, ალბათ ეს ინციდენტიც არ მოხდებოდა და მოსაკლავადაც ვეღარ დამესხმებოდა.

დაგვიანებით მოსულმა პატრულმა ჩემი დამშვიდება სცადა და მითხრა, რომ სანერვიულო არაფერი მქონდა. უბრალოდ თავს იცავდი, ადვოკატი არაფერში გჭირდებაო.

…და მართლა ასე მოხდა?

საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ დამიბარეს და ბრალი წამიყენეს. სრულ გაუგებრობაში აღმოვჩნდი, იურიდიულად ბევრი არაფერი მესმოდა, რა ხდებოდა ჩემ თავს. პარალელურად, ჩემი დამშვიდება არ შეუწყვეტიათ, ნუ ღელავთ, დიდი-დიდი, პირობითი მოგცენ, რადგან აქამდე არანაირი კრიმინალური ქმედება ჩაგიდენიათო.

მიუხედავად ამ დამშვიდებებისა, მოგვიანებით კარგად მივხვდი, რომ განვითარებული მოვლენები მშვიდად ყოფნის საფუძველს ნაკლებად მაძლევდა.

საბედნიეროდ, ამ გასაჭირში მყოფს, მეგობარმა საფარისთვის მიმართვა მირჩია.

ამ ინციდენტის შემსწრე ბავშვები ახლა როგორ გრძნობდნენ თავს?

ბავშვები უსაშინლეს მდგომარეობაში იყვნენ. „საფარში“ მომართვის შემდეგ, ორგანიზაცია GCRT-ის ფსიქოლოგთან და ფსიქიატრთან მუშაობამ მათი მდგომარეობა ოდნავ შეამსუბუქა…

და რა მოხდა სინამდვილეში?

უამრავ ქაღალდზე მომაწერინეს ხელი, მაგრამ ხელზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოუციათ. საქმეს მთლიანადაც კი არ ვიცნობდი. თურმე, ის მუხლი მქონდა წაყენებული, რომლის მიხედვითაც, ამ კაცის მოკვლა განზრახ მინდოდა, მაშინ, როცა აუცილებელი თავდაცვის მუხლი საერთოდ გამოირიცხა. ეს იყო საშინელი უსამართლობა! ასე ყოფილა ჩვენს სისტემაში – თუ დაინახეს, რომ ადამიანს კერძო ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა არ გააჩნია ან ნაკლებად იცის ქართული, თვალს არ დახუჭავენ, ისე აჩეჩებენ სრულიად არაადეკვატურ ბრალს. მხოლოდ იმაზე დარდობენ, თავიანთი საქმე წასწიონ წინ და „პაგონები“ მოიმატონ…

ჩემს შემთხვევაშიც ასე კოხტად გადააკვალიფიცირეს ყველაფერი… პროკურორი ჩემ მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი და უხეშად მიღრენდა, ხომ გითხარი, რასაც გეტყვი, უნდა დამიჯერო, 5000-იან გირაოზე უნდა დათანხმებულიყავიო.

მარწმუნებდა, დათანხმდი ამ გირაოზე და არანაირი პრობლემები არ შეგექმნებაო. ვუპასუხე, ნეტავ იცოდეთ, სად ვცხოვრობ, 5000 კი არა, 200 ლარის გადახდის საშუალებაც კი არ მაქვს-მეთქი.

ეს რომ ავუხსენი პროკურორს, მუქარაზე და დედის გინებაზე გადავიდა, შენ გიჩვენებ სეირსო. წარმოგიდგენიათ? ადამიანი მტრად გადამეკიდა იმის გამო, რომ 5000-იანი გირაოს გადახდაზე უარი ვთქვი…

„საფარს“ დიდი, დიდი წარმატებები მინდა, ვუსურვო. დიდი მადლობა, რომ ხართ! ჩემნაირი გაჭირვებული ადამიანი ძალიან ბევრია, ყველას ვინ გასწვდება, მაგრამ ყველას ვუსურვებ, ასე უმაღლესი ხარისხით დახმარებოდეთ, როგორც მე.

თეგები: ძალადობა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved