• რეკლამა
  • კონტაქტი
08:57, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

+18 – “ყოველ ღამე სცემდა, მანქანაში ჩაისვა და ხეს მიახეთქა…” – საზარელი ისტორია

ალია ავტორი - ალია
13:51 10-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
202

სავარაუდო განზრახ მკვლელობის ისტორია, რომელიც ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა, პირველად facebook-ის ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში დაიწერა. ჯგუფის წევრი წერს, რომ ქმრისა და დედამთილისგან მუდმივი ძალადობის მსხვერპლი ქალი, რომელმაც თავის შველა ერთ-ერთ თავშესაფარში წასვლით სცადა, ქმარმა მანქანით ხეს განგებ შეაჯახა და მოკლა. 

გარდაცვლილი ქალის თანასოფლელი ამბობს, რომ ქალი ბათუმის ერთ-ერთ თავშესაფარში შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე გაიქცა, თუმცა, რადგან იქ დარჩენა მხოლოდ შეზღუდული დროით იყო შესაძლებელი, უკან, ისევ ძალადობრივ გარემოში მოუწია დაბრუნება მას შემდეგ, რაც ქმარს პოლიციაში ხელწერილი დააწერინეს.  

ბურუსით მოცული ავარია, რომელსაც ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, 8 ოქტომბერს მოხდა.

“ჩემ მეზობლად ერთი გოგო ცხოვრობდა… სოფო. მე ღიმილა სოფის ვეძახდი… იმიტომ, რომ ყოველ ღამე, როცა ქმარი სცემდა, დილით მაინც ღიმილიანი სახით დადიოდა ქუჩაში, რადგან ბავშვები ბაღში მიეყვანა…

ბევრჯერ ვთხოვე, გაშორდი-მეთქი, ათასი თავშესაფარია და თავს უშველე-მეთქი, მაგრამ პასუხი ერთი და იგივე იყო: სად წავიდე, ხომ იცი, დედა არ მყავს და დედინაცვალს ორი ბავშვით ვერ მივადგები, არ შემიშვებსო…

ასე გრძელდებოდა დღეები… ქმარი, თუ სახლში არ იყო, დედამთილი სცემდა…

და ამ ყველაფერს თავისი ორი ციცქნა შვილი უყურებდა, მაგრამ დედას ვერ შველოდნენ…

ერთი კვირის წინ, გავიგე, ისევ სცემეს და სახლიდან წავიდაო… ერთ-ერთ თავშესაფარში ყოფილან დედა და შვილები, მაგრამ ჩვენმა დამპალმა და ნაგავმა სტრუქტურამ უფლება მისცა ქმარს დაბრუნებოდა, რადგან დიდი ხანი ვერ იქნებოდნენ თავშესაფარში. ხელწერილი დააწერინა ნაბიჭვარ ქმარს ხელს არ დაარტყამდა…

არც დაურტყია… უბრალოდ, მანქანაში ჩაისვა და ხეს მიახეთქა. ხერხემალში ოთხად გადატეხა…და მერე იძახდა არც მოკვდა და არც მორჩაო…,”- ვკითხულობთ სტატუსში.

“რუსთავი 2” ერთ-ერთ ადგილობრივს დაუკავშირდა. გარდაცვლილი ქალის თანასოფლელი მომხდარის შესახებ მეტ დეტალს ჰყვება, თუმცა მისივე თხოვნით, ვინაობას არ ვასაჯაროებთ. 

პირი, რომელიც “რუსთავი 2” ესაუბრა, ადასტურებს, რომ 31 წლის ქალის მკვლელობას თვითმხილველებიც ჰყავს. მისი თქმით, თანასოფლელებმა დაინახეს, როგორ გადმოვიდა ქმარი მანქანიდან და ამბობდა, რომ ცოლის მოკვლა განგებ სცადა. 

“როცა გადმოჰყავდათ მანქანიდან, მეზობელი ქალები იქვე, ყავას სვამდნენ. გადმოვიდა თავისით ქმარი, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი იდგა და ასე გაიძახდა თურმე: 

ხელი არ მოჰკიდოთ მაგას, ეს იჯდა საჭესთან და თვითონ მიეჯახაო. ქალებს უთქვამთ, საჭესთან როგორ იჯდა, გვერდიდან ძლივს გადმოგვყავსო. მერე მისულა, დაუხედავს და უთქვამს – ეს კიდევ არ მოკვდა? გაუშვით ხელი, იმიტომ დავაჯახე, რომ რაღაცა მოსვლოდა, ეს კიდევ ცოცხალიაო? ქალები გაჰკიდებიან ქვებით, აქედან მოშორდიო. ეს ქალები კი ახლა უარყოფენ და ამბობენ, არაფერი ვიცითო,”- ჰყვება რესპონდენტი.

მისივე თქმით, ავარიის დროს სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი 31 წლის ქალის ქმარი მთვრალი იყო. 

სავარაუდო მსხვერპლის თანასოფლელი ამბობს, რომ სოფელი ამ ამბავზე დუმს, იმ არგუმენტით, რომ უდედოდ დარჩენილი 2 ბავშვის ბედი ადარდებთ და ახლა მამის ციხეში გაშვებაც არ უნდათ. თუმცა, თვითონ მიიჩნევს, რომ ბავშვებს ოჯახში საფრთხე ემუქრებათ და მათთან ფსიქოლოგისა და სოციალური სამსახურის მუშაობა აუცილებელია.

31 წლის სოფო ცისკარიძე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან გუშინ გამორთეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე, ჯერჯერობით,  კომენტარს არ აკეთებენ. 

წყარო – რუსთავი2

თეგები: ძალადობა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved