• რეკლამა
  • კონტაქტი
23:35, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“18–მეტრიანი ავტობუსები ჯიბეში არ გვიდევს… შეგვიძლია, ავტობუსები დავამატოთ, მაგრამ…” – კალაძე

ალია ავტორი - ალია
14:08 12-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
472

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე, სადაც თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს, სატრანსპორტო პოლიტიკაზე დასმული კითხვის პასუხად, თქვა, რომ ავტობუსებზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა კი გაიზარდა და კი, ხშირად ავტობუსი გადავსებულია და ადგილზე დროულად ვერ მიდის, კი არის საშუალება რომ ავტობუსები დაამატონ, მაგრამ არ ამატებენ, რადგან ამით, მეტი საცობი იქნება.

კალაძე:

2012 წლამდე თბილისს ემსახურებოდა 450 ერთეული „ყვითელი ავტობუსი“, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში იყო. აღნიშნული პარკის განახლება-მოწესრიგება დავიწყეთ. დღეს, თბილისს 800-ზე მეტი ახალი, თანამედროვე ტიპის ავტობუსი და 1 000-მდე მიკროავტობუსი ემსახურება. პროცესი გრძელდება. ვიყიდეთ ახალი, 18- მეტრიანი ავტობუსები. თქვენ მკითხეთ, თუ სად არის ეს 150 ერთეული ავტობუსი. მე ჯიბეში არ გვიდევს ეს ავტობუსები, ამის დამზადებას გარკვეული დრო სჭირდება. გარკვეული ნაწილი უკვე თბილისშია, მომავალი წლისთვის კი
დარჩენილი რაოდენობაც შემოვა.
არასწორია მოსაზრება, რომ თბილისს ცოტა ავტობუსი ემსახურება. ავტობუსების გადატვირთულობას იწვევს ის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ქალაქში მიმდინარეობს ან წელს მიმდინარეობდა. ბუნებრივია, ეს სამუშაოები ძალიან დიდ დისკომფორტს იწვევს იმ პირობებში, როდესაც დღეში 650 000-მდე ავტომანქანა გადაადგილდება. ამას ჯაჭვური რეაქცია აქვს და ავტობუსიც აგვიანებს. შესაბამისად, იმატებს მგზავრების რაოდენობაც. ავტობუსი თავის დანიშნულ დროში ვერ მიდის გაჩერებაზე და ხდება მგზავრებით გადავსება. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ავტობუსები დავამატოთ, მაგრამ ამით კიდევ უფრო მეტ პრობლემას შევქმნით, კიდევ უფრო მეტი საცობი იქნება.

ასევე, დაგეგმილი გვაქვს მეტროს ვაგონებისა და მეტროსადგურების სრული განახლება-მოდერნიზება. ვხედავთ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია რამდენი ხანია გრძელდება. ვერავინ ვნახეთ, ვინც ამ პროექტს შეასრულებდა. კომპანიებს არც დიდი გამოცდილება აქვთ და თან რისკისგან თავს იკავებენ. ამიტომ, საერთაშორისო ტენდერებს ვაცხადებთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved