ზუგდიდში ძაღლი კისტის თოფით, ბავშვების თვალწინ მოკლეს. როგორც „ზუგდიდის მიუსაფრების“ჯგუფის წევრი, მარიამ ჭითანავა წერს, შემთხვევას თავადაც შეესწრო.
მარიამ ჭითანავა:
„პირველ რიგში, ბოდიშს გიხდით ასეთი მძიმე ფოტოებისთვის. გუშინ საღამოს, ჩემს თვალწინ მოკლეს ეს ძაღლი, რომელსაც ლეკვობიდან ვზრდიდით. ყველაზე მშიშარა და უვნებელი ძაღლი იყო, მაგრამ დამნაშავის განცხადებით, ბავშვები ჰყავს დაგლეჯილი. საღამოს 8 საათზე, დღის შუქზე, ბავშვების თვალწინ, კისტის თოფით ეზოში ძაღლებზე ნადირობა ზნეობის ყველა ნორმებს სცდება.
მძინარე ძაღლი წამებში მოკვდა. ძალიან მეტკინა გული, ძალიან.
პოლიცია საქმის კურსშია და გამოძიებაც დაწყებულია. იმედს ვიტოვებ, რომ დამნაშავეს სათანადოდ მოეთხოვება პასუხი. ცუგას უკვე აღარც შია, აღარც სწყურია და აღარც სცხელა. ძაღლების სამოთხეშია”
კომენტარები