• რეკლამა
  • კონტაქტი
05:33, კვირა, 5 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“17 მარტს თავმოკლულ გალაკტიონს პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა, რანაირი ამბავია არა?!” – ქეთი მოლაშვილი

ალია ავტორი - ალია
02:50 03-18-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,526

სამოქალაქო აქტივისტი, ქეთი მოლაშვილი:

ვწუხდი,
ძალიან ვწუხდი იმაზე, რომ პატრიარქს აწუხებდნენ.
ვერ საუბრობდა
და ეპისტოლეებს აწერინებდნენ,
პატრიარქისააო მიაწერდნენ ხოლმე თან.
უკაცრავად მაგრამ,
სულ მეფიქრებოდა,
მეთქი პატრიარქი მყარად ვეღარაა
და
სვავები, სვავები, სვავები..
ხან
ისე მძიმედ იყო და მაინც ალაპარაკებდნენ,
ისე ვწუხდი, რომ მიფიქრია კიდეც,
მივცეთ ამ ადამიანს მოსვენება,
დაე სხვამ გადაიბაროს პატრიარქობა,
ნუთუ არ იმსახურებს სიბერეში მაინც მოსვენებას?!

არ ვიცი რა და როგორ იყო,
მაგრამ მეფიქრებოდა რომ ვიღაცები იყენებდნენ,
იცოდნენ, რომ ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და ბოლომდე ცდილობდნენ მის გამოყენებას..
სვავები..

როგორ მძიმედ იყო,
ეპისტოლეც კი ვერ წაიკითხა
და ჯერ დაუმონტაჟეს,
აი როგორ არ წაიკითხა კაცოო,
მერე არაო, უიო მონტაჟი ყოფილა კაცოო და აიღეს ვიდეო.
სვავები.. სვავები…

ჰო, ისე მძიმედ იყო,
ვეღარც კი საუბრობდა და
ხან რომელი გადაყენებული ძალოვანი მინისტრი მიუყვანეს და იპოზიორეს და ხან რომელი,
ოღონდაც ერთი ფოტო გადაეღოთ.
და კი, ასეთ დროსაც ვფიქრობდი,
რომ იყვნენ
სვავები.. სვავები…

პატრიარქის სახელს იყენებდნენ,
პატრიარქის ძალაუფლებას
სვავებივით ედგნენ სადარაჯოზე
და ახლაც,
როგორც კი გაიგეს მძიმედ იყო,
საავადმყოფოში რომ ვხედავდი
ყველა პოლიტიკოსი თუ არაპოლიტიკოსი რომ მივიდა,
უმეტესობა მაინც, ფარისევლად მიმაჩნდა…
და გიყენებენ პატრიარქო მეთქი
სულ ყურებში ეს სიტყვები მიწუოდა..
სვავები, სვავები, სვავები..

არ ვიცი როგორ ავხსნა, თუმცა შევეცდები:
გალაკტიონ ტაბიძე ისე მიყვარს,
ვერასოდეს შევძლებ მის პოეზიამდე ვინმე ავიყვანო,
მისი პოეზია ჰო მიყვარს
და თავად გალაკტიონი მიყვარს,
როგორც ადამიანი,
როგორც ჩაგრული,
როგორც პოეტი,
მეფე ♡

და გალაკტიონი საქართველოში უყვარს
ყველას,
იმათაც კი, ვისაც მისი ერთი ლექსიც არ აქვს წაკითხული
და რადგან ბევრს უყვარს და ბევრი ლაპარაკობს,
თითქოს ჩემ წილ ბედნიერებას
მართმევენ და მე იშვიათად თუ ვლაპარაკობ გალაკტიონის მიმართ ჩემს სიყვარულზე
და პირიქითაც ვიქცევი,
როცა გალაკტიონზე საუბრობენ,
იშვიათად თუ ვამბობ, რომ მეც მიყვარს
კი არადა მის პოეზიასაც კი რომ ვიცნობ, იმასაც კი არ ვამბობ. ასე ჯიუტად..

და პატრიარქზე იმდენი საუბრობს და ისეთები საუბრობენ,
რომ ერთადერთი სიტყვა,
რაც მახსენდება,
სვავები.. სვავები… სვავები…

გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა,
17 მარტი იყო და წესი არ აუგეს..
პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი,
კაცს, რომელმაც თავი მოიკლა,
პატრიარქმა წესი აუგო.
17 მარტს თავმოკლულ ჩემს სულიერ მეგობარს,
პატრიარქმა წესი აუგო
და თავადაც
17 მარტს მიიცვალა,
რანაირი ამბავია არა?!

ხშირად მითქვამს,
ქართული ოცნება,
ცდილობს რელიგიაც კი წაგვართვას მათ,
ვინც ქოცობას ვაკრიტიკებთ მეთქი..
მე კი უბრალოდ ვარ მართლმადიდებელი
ათადან და ბაბადან,
ჩემი წინაპრები,
წმინდა გიორგში,
გიორგობას, გაქანებული კომუნიზმის დროსაც კი აღნიშნავდნენ.
ვხედავ კარგსაც და ცუდსაც საპატრიარქოში
და ვიცი, რომ საპატრიარქოს აღარასოდეს ექნება ის ძალაუფლება და ნდობა,
რომელიც ჰქონდა ილია II-ს დროს
და ეს რომ ცუდია, ისიც ვიცი,
იმიტომ, რომ ერს სჭირდება რწმენა.

მე მართლმადიდებელი ვარ,
დღეს ჩვენ პატრიარქი დავკარგეთ.
ხორციელმა ჩვენ დავკარგეთ,
თორე მართლმადიდებლობა ხომ სწორედაც რომ ისაა,
პატრიარქის სასუფეველში გადასვლა რომ უნდა გვიხაროდეს
მაგრამ ეგოისტურად ჩვენ გამო ვტირით,
მას რომ ვეღარ ვნახავთ..

მე მართლმადიდებელი ვარ,
მიყვარს ჩემი ქვეყნის ისტორია,
რომელიც სრულადაა გადაჯაჭვული მართლმადიდებლობასთან,
პატრიარქმა ეკლესიები აღადგინა,
ბოსლებად რომ გადაგვიქციეს რუსებმა ის ეკლესიები..
კომუნისტობაგამოვლილ ხალხს, რწმენა დაუბრუნა და
ბოლოს,
პატრიარქი ყოველთვის ფიქრობდა,
რომ აფხაზეთში აუცილებლად დავბრუნდებოდით და ასეც იქნება ♡

და მერიდება მეც რომ პატრიარქზე ვწერ,
უბრალოდ გალაკტიონზე ისე მინდოდა დამეწერა,
ისე მინდოდა
და გამომრჩა და უცებ გამახსენდა,
რომ წესი პატრიარქმა აუგო,
მადლიერი მე
და მადლობელი ყველაფრისთვის ♡

გისამძიმრებთ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს.

ცნობისთვის, 2013 წელს, ილია მეორემ თქვა:

ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ გალაკტიონის შესახებ. მაგრამ გალაკტიონი მაინც სულ სხვა არის. გალაკტიონი, უპირველეს ყოვლისა, დიდად მორწმუნე ადამიანი იყო. თქვენ იცით, რომ აღსასრული მისი ძალიან რთული იყო: ის გადავარდა, თუ გადააგდეს, თუ რა მოხდა… ძალიან მძიმედ აწვა ეკლესიას ის ფაქტი, რომ გალაკტიონს არ ჰქონდა წესი აგებული და ჩემ დროს მოხდა მისთვის წესის აგება. გალაკტიონი, რამდენიც არ უნდა ვიკითხოთ, ჩვენ მაინც ვერ მივწვდებით მის სიმაღლეებს და სიღრმეებს. მაგრამ გალაკტიონი ძალიან ახლოს არის ჩვენთან, განსაკუთრებით ჩემთან, იმიტომ, რომ მე აღვავლინე პირველი ლოცვა გალაკტიონისთვის. მისი სული შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს. ის ადამიანი, რომელმაც დაწერა “დედაო ღვთისა, მზეო მარიამ”, როგორ შეიძლება, რომ ღმერთმა არ შეიწყალოს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved