• რეკლამა
  • კონტაქტი
15:05, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“16 წელს ქვემოთ ბავშვებში, თავი შევიკავოთ აცრისგან, სანამ, სანდო მარეგულირებლები ფაიზერს არ დაამტკიცებენ ბავშვების ასაცრელად” – ფხაკაძე

ალია ავტორი - ალია
21:50 10-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

თამო კეშელავა

„ალიას“ ესაუბრება, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება.

– სკოლების მონახულება თუ მოასწარით?

– არა, სკოლებში შესვლა ვერ მოვასწარი ჯერ. რასაც ვუყურებ, საბავშვო ბაღები როგორც გაიხსნა, ისევ ისე იკეტება შემთხვევების გამო. შეცდომა იყო, რასაკვირველია. სკოლების და ბაღების გახსნა სურდათ? არსებობდა ამისათვის გამოსავალი – არჩევნები არ უნდა ჩატარებულიყო. გამოსავალი ახლა არის ის, რომ ქვეყანაში მხოლოდ ფაიზერით გაგრძელდეს ვაქცინაცია.

ჩვენი კულტურულ-სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ქვეყანაში უნდა იყოს მხოლოდ ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე გამოსადეგი ვაქცინა და ასეთი არის სრულად ავტორიზებული ფაიზერი, რომელსაც ამერიკის წამლის სააგენტო 16 წელს ზემოთ უწევს რეკომენდაციას. რაც შეეხება ბავშვებს, ჩვენ ბავშვებთან ძალიან, ძალიან, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ჯერჯერობით, არც ფაიზერი დაუმტკიცებიათ სანდო მარეგულირებლებს 16 წელს ასაკის ქვემოთ აცრისთვის. ამიტომ, მე მომხრე ვარ, რომ 16 წელს ქვემოთ ბავშვებში, თავი შევიკავოთ აცრისგან, სანამ, სანდო მარეგულირებლები, მაგალითად ამერიკის ან ევროპის  წამლის სააგენტო ფაიზერს არ დაამტკიცებენ ბავშვების ასაცრელად.  ფაიზერით ბავშვების აცრა, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, როცა მართლა გადაუდებელია, მაგალითად, სახეზეა ქრონიკული დაავადება,  კარგად უნდა ვნახოთ, მართლა აქვს ქრონიკული დაავადება, თუ არა. სპეციალური კომისიის გავლის შემდეგ უნდა ავცრათ. არ არის ბევრი ასეთი ბავშვი ქვეყანაში, საბედნიეროდ.

საქართველომ ახლა რა განცხადებაც გააკეთა ბავშვების აცრაზე, არ ვეთანხმები. რას სთავაზობენ მშობლებს? ეს არასწორია. ქულების დაწერის მცდელობაა. სკოლები უნდა იყოს უსაფრთხო, მაგრამ არა ბავშვების აცრის ხარჯზე – სკოლის პერსონალი სრულად, 100 პროცენტით უნდა იყოს აცრილი და უნდა იყოს აცრილი ფაიზერით – ამით მინიმუმამდე დავიყვანთ სკოლაში რისკს. სხვათა შორის, ასე მოიქცა ევროპის ბევრი ქვეყანა. იგივეს ვიტყვი სამედიცინო პერსონალზე, ყველა, ვინც სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს, 100 პროცენტით სრულად უნდა იყოს აცრილი, როგორც ეს საფრანგეთმა გააკეთა და უნდა იყოს აცრილი ფაიზერით და არა გოგლი-მოგლით.

მე ჯერ კიდევ 2020 წელს ვიყავი ექსპერიმენტული ვაქცინების წინააღმდეგი და ამის გამო, მაშინ მლანძღეს და ანტივაქსერიც კი მეძახეს და არაფერი შეცვლილა, ისევ ისე ვარ წინააღმდეგი ექსპერიმენტული ვაქცინის და მომხრე ვარ ავტორიზებული ვაქცინის გამოყენების. ექსპერიმენტული ვაქცინის გამოყენება დასაშვები იყო საწყის ეტაპზე, როცა არ იყო სხვა გზა, ახლა ექსპერიმენტული ვაქცინის ადმინისტრირება ქვეყანაში არ უნდა მოხდეს, უნდა შევაჩეროთ ყველა სხვა ვაქცინა, ფაიზერის გარდა. ვინც აცრილია ჩინური ვაქცინით, ვთვლი, რომ „არაცრილები“ არიან. ამ არჩევნების გამო, ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, ახლა კი, როცა ისევ წინასაარჩევნო კამპანიაა, ხელისუფლება ვერ იტყვის, რომ შეცდომა დაუშვა, რადგან ხალხი ეტყვის, რატომ აგირჩიო, თუ შეგეშალა? ასე რომ, გავიმეორებ, ჩვენ ვართ არჩევნების მხვერპლნი, სამწუხაროდ.

თეგები: გიორგი ფხაკაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved