• რეკლამა
  • კონტაქტი
22:43, სამშაბათი, 13 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

16 დაპირება და არცერთი ჩამოსვლა – “აიღებს ბილეთს და ჩამოფრინდება, მშვიდად მოხდება ეს ყველაფერი” – ბოლო წლების ქრონიკა

ალია ავტორი - ალია
15:09 09-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

„მე პირადად ამ არჩევნებზე ჩავალ საქართველოში. იგივე მოგიწოდებთ უცხოეთში მყოფ ქართველებს, არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება, გადადეთ დრო და საშუალებები და ხმელეთით, ჰაერით, წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში“, – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 6 სექტემბერს „ფეისბუქით“ გავრცელებულ მიმართვაში.

„პრაიმტაიმი“ ავრცელებს ინფორმაციას, რამდენჯერ დააანონსა და რამდენჯერ გადაიფიქრა საქართველოში დაბრუნება ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა:

სააკაშვილმა დაბრუნების შესახებ პირველად 2014 წლის 22 მარტს განაცხადა, როდესაც ის საქართველოს პროკურატურაში დაკითხვაზე გამოიძახეს.

 „რაც შეხება ჩემს საქართველოში ჩამოსვლას, მე საქართველოში ჩამოვალ არა პუტინის ოცნების ასახდენად, არამედ საქართველოს პუტინის დავალებების შემსრულებლებისგან საქართველოს გასათავისუფლებლად”, – განაცხადა სააკაშვილმა.

2006 წელი – მაშინ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებოდნენ და ექსპრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებაში დარწმუნებული იყო.

„შემოდგომის არჩევნების პერიოდში დიდი ალბათობით ვიპოვი საშუალებას, რომ ჩავერთო არჩევნებში. არჩევნების შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ ეგრევე ჩამოვალ საქართველოში. დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, ამაში საერთოდ ეჭვი არ მეპარება”, – ეს განცხადება სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის რანგში 2016 წლის 25 აპრილს გააკეთა.

2017 წლის 3 დეკემბერი:

„მინდა, გავაფრთხილო ივანიშვილი, ჩამოვალ საქართველოში. თამაშობთ ამ თამაშებს? ცუდად დაამთავრებთ, ჩამოვალ საქართველოში. მე არ წავალ ჰოლანდიაში, არ წავალ ევროპაში, როგორც ამათ უნდათ. ეს არის ამათი ერთობლივი თამაში (პოროშენკო და ქართული ოცნება)… ასე რომ, ამისთვისაც შეუძლიათ, იყვნენ მზად, როდესაც ამ თამაშებში შედიან პოროშენკოსთან და სხვა ადგილობრივ ოლიგარქებთან”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

2018 წლის 3 აპრილი:

„ჩამოვალ საქართველოში და ყველა პროგრამას განვახორციელებ ჩვენს გუნდთან ერთად. მე არ მივატოვებ ქართველ ხალხს განსაცდელში. მაფიის თარეში უნდა დასრულდეს”, – ამბობდა სააკაშვილი.

2018 წლის ნოემბერი:

„გილოცავთ გიორგობას, მალე ჩამოვალ საქართველოში!“ – ამ სიტყვებით მიმართ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს 2018 წლის 23 ნოემბერს.

2019 წელს ექსპრეზიდენტი ყვარელში ვენახის მოსავლელად დაბრუნებას აპირებდა:

„მე ჩამოვალ ჩემს ვენახში, გავიხედ-გამოვიხედავ, მივიხედ-მოვიხედავ, დავწურავ პირველ მოსავალს – ძალიან მაგარ ღვინოს ვაკეთებ და მერე, შეიძლება, ყვარლის მერი გავხდე, შეიძლება, ლაზიკაში ჩავიდე და ლაზიკის მერი გავხდე და შეიძლება, საერთოდ არაფერი არ ვიყო და კონსულტანტი ვიყო პერსპექტიული, ახალგაზრდა საქართველოს მთავრობის…“, – განაცხადა 2019 წლის 3 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა.

2019 წლის სექტებერი:

„მე, რა თქმა უნდა, ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას, მაგრამ ეს ძველად რომ იყო “მესიანებული“, ჩამოვიდა მესია ზემოდან და გადაწყვიტა ყველაფერი, ესე აღარ იქნება, უახლოეს თვეებში მე ვაპირებ ჩამოვიდე საქართველოში. არაფერი საიდუმლო არ არის. მართალია, უკრაინაში კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ როცა სამშობლოს კარგავ…“, – ეს განცხადება კი სააკაშვილმა 2019 წლის 30 სექტემბერს გააკეთა, ოდესაში ქართველ ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

2019 წლის 29 დეკემბერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ისევ საქართველოში ჩამოსვლის შესახებ აქვეყნებდა და წერდა, რომ როცა ჩამოვიდოდა ერთ-ერთ სალობიეს ესტუმრებოდა…

2020 წლის 7 სექტემბერს სააკაშვილი კვლავ დაბრუნებაზე საუბრობდა:

„მზად ვარ, ვიტვირთო მთავრობის ხელმძღვანელის ფუნქცია, ვიქნები პრემიერ-მინისტრი არასრული ვადით, მაქსიმუმ ორი წელი, რაც იქნება საკმარისი, რომ ქვეყანა ამოვათრიო ჭაობიდან.

ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მთელმა რიგმა სხვა ადამიანებმა დააყენეს საკითხი იმისა, რომ მე გავხდე საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამაზე ბევრს ვფიქრობ და მინდა გითხრათ, რომ მზად ვარ ვიტვირთო ეს ფუნქცია არასრული ვადით, არამედ მაქსიმუმ ორი წელიწადი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

2020 წლის პირველ ნოემბერს, ექსპრეზიდენტი ამბობდა, რომ თუ ოპოზიცია მას დაუძახებდა, ის პირველივე თვითმფრინავით ჩამოვიდოდა.

„თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, რომ ჩემი ჩამოსვლა საჭიროა, მე პირველივე თვითმფრინავს ვიშოვი, მოვახტები, სხვა საშუალებას ვიშოვი გადაადგილების და ა.შ. მე ვარ მზად, ვიყო ერთ-ერთი მათგანი, მე არ მინდა არცერთი თანამდებობა. ვარ მზად, ჩემი ქვეყნისთვის გავწირო თავი საერთოდ ულაპარაკოდ“, – აღნიშნა სააკაშვილმა 2020 წლის 1-ლ ნოემბერს.

2020 წლის 14 ნოემბერს ონლაინ ჩართვის დროს, ამბობდა:

„გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ. ადამიანი იხრჩობოდაო და.. ხომ იცით ეს – მე ყველაფერს გავაკეთებ, მე ვარ ბოლომდე წამსვლელი. შემომხედეთ კარგად, მე ვარ ბოლომდე, ბოლომდე, ბოლომდე წამსვლელი. მე ვარ ჩემი სიცოცხლის შემწირავი მაგ საქმეზე, მაგრამ თუ გინდათ, რომ უბრალოდ სიცოცხლე კი არ გავწიროთ, არამედ გავიმარჯვოთ, გაანძრიეთ ხელი” – აღნიშნა სააკაშვილმა.

2020 წლის 15 ნოემბერი:

“მე შემიძლია, ჩამოვიდე და თავი შევწირო, მაგრამ თქვენთვის შედეგი იქნება, ერთი პრეზიდენტი მოვკალით უკვე, ზვიად გამსახურდია, რა გინდათ, კი ბატონო, ჩამოვალ, შევწირავ თავს. ჩვენ გვინდა საერთო გამარჯვება. მე მზად ვარ ყველაფრისთვის და მათ შორის, თავის შეწირვისთვის. თქვენ რა გინდათ, გამარჯვება გინდათ თუ თავის შეწირვა, უბრალოდ, ზვარაკად მიტანა საქართველოდან რუსეთის მიერ გაგდებული კიდევ ერთი პრეზიდენტის სიცოცხლის, ეს ერთად გადავწყვიტოთ და თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, ამისთვისაც მზად ვარ“, – განაცხადა სააკაშვილმა 15 ნოემბერს.

2021 წლის 22 თებერვალს სტამბოლის აეროპორტში ქართველ მგზავრსა და მიხეილ სააკაშვილს შორის დიალოგი შედგა, სადაც ექსპრეზიდენტმა ტრადიციულ დაბრუნებაზე ისაუბრა.

„გელოდებით, მაგრამ თქვენ არ მოდიხართ“ – უთხრა მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერმა, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს შემთხვევით სტამბულის აეროპორტში შეხვდა. სააკაშვილმა ახალგაზრდა მხარდამჭერს მიუგო, რომ როგორც კი დაუძახებენ, მაშინვე ჩამოვა საქართველოში.

მხარდამჭერი: გელოდებით, რომ ჩამოხვიდეთ საქართველოში.

სააკაშვილი: აი, როცა დამიძახებთ მაშინ ჩამოვალ.

მხარდამჭერი: ჩვენ გელოდებით ყველა, მაგრამ თქვენ არ მოდიხართ…

სააკაშვილი: როგორ არ მოვდივარ კაცო, აგერ პირდაპირ რეისს მოვახტები ეხლა.

2021 წლის 27 მარტს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით სააკაშვილმა უპასუხა მათ, ვინც საქართველოში მის ჩამოსვლას ეწინააღმდეგება.

„თუ იმაზე საუბრობთ, რომ მე ჩემს ქვეყანაში არ უნდა ჩამოვიდე სიკვდილამდე? მაგას ვერ ეღირსება ვერავინ – საქართველო არის ჩემი სამშობლო!”, – წერდა 2021 წლის 27 მარტს, სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

2021 წლის 20 აპრილი:

“მე მიხეილ სააკაშვილი, ამ რეფერენდუმის (ადგილობრივი არჩევნები) წინ ჩამოვალ საქართველოში, ფიზიკურად ვიქნები თქვენთან, რა რისკის ფასადაც არ უნდა იყოს ეს ჩემი სიცოცხლისთვის, თუ ჩემი თავისუფლებისთვის. მე აუცილებლად ვიქნები ამ პროცესის უშუალო მონაწილე, დამსწრე და თქვენთან ერთად ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების შემოქმედი“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი საგანგებო მიმართვაში.

და ბოლოს 2021 წლის 6 სექტემბერი:

“მე პირადად ამ არჩევნებზე ჩავალ საქართველოში.”

ნიკა მელია, 2018 წლის 03.04.:

“მიხეილ სააკაშვილი აიღებს ბილეთს და ჩამოფრინდება რომელიმე ევროპული ქვეყნიდან, ძალიან მშვიდად მოხდება ყველაფერი”

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

მიკრობანკმა “ემბისიმ”, თიბისი კაპიტალის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 21.3 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

მიკრობანკმა “ემბისიმ”, თიბისი კაპიტალის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 21.3 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა

16:27 05-13-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:53 05-13-2025
„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

13:37 05-13-2025
„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved