• რეკლამა
  • კონტაქტი
07:45, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ უნდა ამოვიცნოთ ,,ძაღლის ჭირი” და რატომ არის მნიშვნელოვანი ვაქცინაცია – ვეტერინარ დავით სადათერაშვილის რჩევები

ალია ავტორი - ალია
20:11 12-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,975

ვეტერინარის რჩევები

ფართო პროფილის ვეტერინარი, ექიმი დავით სადათერაშვილი, “ალიას” ცხოველთა ვაქცინაციაზე ესაუბრება.

– როდის საჭიროებენ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ვაქცინაციას და რევაქცინაციას?

-ჩვენი საყვარელი ოთხფეხა მეგობრების ვაქცინაცია აუციელებელია, უამრავი ინფექციური და ვირუსული დაავადება არსებობს, რომლისგანაც შეგვიძლია დავიცვათ ისინიც და ჩვენი თავიც. ხშირად მსმენია პატრონისგან, რომ აპირებდა აცრას, მაგრამ შემდეგისთვის გადადო, ხვალ, ზეგ… ამასობაში კი ცხოველი დაუავადდა და ვეღარ გადაარჩინა. დროული აცრით და დროული რევაქცინაციით, ჩვენ შეგვიძლია დაღუპვას გადავარჩინოთ ჩვენი პატარა მეგობრები და უზრუნველჰყოთ მათი ჯანმრთელობა. პირველი აცრა კეთდება 2 თვის ასაკიდან – ეს არის სამჯერადი კომპლექსური ვაქცინაცია, რომელიც სამი კვირის განმავლობაში კეთდება. შემდეგ, წელიწადში ერთხელ კეთდება რევაქცინაცია. საქმე ისაა, რომ მათ სხეულებში ანტისხეულები მხოლოდ 1 წელი ძლებს, ამიტომ, თუ გვინდა ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ჯანმრთელები და ცოცხლები იყვნენ, ყოველწლიურად უნდა გავუკეთო აცრა. აცრებს აღარ ვაკეთებთ 7-8 წლიდან, ამ ასაკში, მათი იმუნიტეტი მდგრადი ხდება და აღარ არის აცრის საჭიროება.

,,ალიას” მიკედლებული ოთხფეხა მეგობრები

– გავრცელებულია ჭირი, არაერთი ძაღლი დაავადდა ჭირით, ზოგის გადარჩენა მოხერხდა და ზოგის – სამწუხაროდ, ვეღარ…

-კი, საკმაოდ გავრცელებულია. მეც არაერთი შემთხვევა მქონდა. სამწუხაროდ, 10 შემთხვევიდან, მხოლოდ 8 ძაღლის გადერჩენა შევძელი, დაღუპული ორის შემთხვევაში, უკვე ისეთ სტადიაზე იყო დაავადება, რომ მედიცინა უძლური იყო. ეს საკმაოდ საშიში და ვერაგი დაავადებაა, ბოლო სტადიაზე ცხოველის გადარჩენა შეუძლებელი ხდება.

– როგორ უნდა ამოვიცნოთ ჭირის პირველი ნიშნები?

– როგორც კი შენიშნავთ, რომ ძაღლს აქვს ჩირქონავი გამონადენი ცხვირიდან და თვალებიდან, აუცილებლად, დაუყოვნებლივ მიგვმართეთ.

-რას უნდა მივაქციოთ ვაქცინაციის პერიოდში ყურადღება? როგორი უნდა იყოს ვაქცინა?

-ვაქცინაციის პერიოდში განსაკუთრებული კვება და მოვლა ცხოველს არ სჭირდება. მწარე, მჟავე, ტკბილი და ცომი ისედაც რომ არ უნდა ვაჭამოთ, ამაზე წინა ინტერვიუს დროს ვისაუბრე და აღარ გავიმეორებ. შესაძლოა, აცრის შემდეგ ოთხფეხა მეგობარი მოთენთილი იყოს, არ იყოს თამაშის ხასიათზე, აუწიოს მცირედით ტემპერატურამ – მეორე დღეს უკვე კარგად იქნება. იმ შემთხვევაში კი, თუ გამოხატულია მეტწილად სახის არეში შეშუპება აცრის შემდეგ, ან სუნთქვის გაძნელება – უკვე საჭიროა ანტიჰისტამინური საშულება, დექსამეტაზონი, მაგალითად, თუმცა, ასეთი ალერგიული რეაქციები ხდება აცრის გაკეთებიდან მალევე და ვინც ვაქცინაციას ატარებს, მას ეს მედიკამენტიც მზად ექნება.

კიდევ ერთი აუცილებელი წესი – როდესაც პირველ ვაქცინაციას ვაკეთებთ – ცხოველი არ უნდა გავუშვათ გარეთ, არ უნდა ჰქონდეს მას გარემოსთან ურთიერთობა აცრის სამივე ეტაპის დასრულებამდე. 2 თვის ასაკამდე მათ იცავს დედის რძე, ბუნება, ის იმუნიტეტი, რომელიც მოჰყვებათ დედის მუცლიდან, 2 თვის შემდეგ, ისინი სრულიად დაუცველები არიან და შესაძლოა მიწასთან და სხვა ცხოველებთან ურთიერთობის შედეგად, ისეთი დაავადება შეეყაროთ, რომელიც გაურთულდეთ. აცრის სამივე კომპონეტის დასრულებიდან სამი დღის შემდეგ შეიძლება მხოლოდ მათი გარეთ გაყვანა.

ვაქცინის ხარისხს აქვს მნიშვნელობა, კი, ისევე, როგორც კომპონენტებს, რა კომპონენტებს შეიცავს და რამდენი დაავადების წინააღმდეგ მუშაობს, მაგრამ მეტწილად ყველა ვაქცინა მუშაობს, მთავარია ვაქცინის შენახვისას ტემპერატურა არ იყოს დარღვეული. ვაქცინა ინახება სპეციალურ მაცივარში, საიდანაც მხოლოდ ყინულების გამოყენებით შეიძლება გადატანა. მეპატრონე თუ იყიდის ვაქცინას ვეტ. აფთიაქში და წაიღებს, რათა თავადვე გაუკეთოს, უნდა იცოდეს, რომ მისი სახლამდე მიტანა ყინულის დახმარებით შეუძლია, სხვა შემთხვევაში, ჩათვალეთ, წყალს უკეთებს, ტყუილად ჩხვლეტს ცხოველს. ვაქცინის ტემპერატურული პირობები არ უნდა იქნეს დრღვეული – ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

სამწუხაროდ, ზოგ პატრონს ჰგონია, რომ სამკომპონენტიანი აცრიდან მესამეს გამოტოვება შეუძლია და 2 აცრის შემდეგაც გაჰყავს ლეკვი ან ფისო გარეთ, რაც ასევე დაუშვებელია. დღეს საქართველოში ყველა ვეტერინარმა იცის, რომ აცრის სამივე კომპონენტი მნიშვნელოვანია, თუმცა, მახსოვს წლები, როცა ზოგი ორჯერად ვაქცინაციას აკეთებდა მხოლოდ. განსაკუთრებულად მწვავედ მახსენდება ერთი ისტორია. პატრონმა აცრა ჰასკის ლეკვი საკმაოდ კარგი, ხარისხიანი ვაქცინით, ოღონდ ორჯერადად და გაიყვანა გარეთ. ლეკვს დაეწყო გარკვეული ტიპის პრობლემები, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ თავიდან სხვა დაავადებაზე მიიტანეს ეჭვი ვეტერინარებმა, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა, როცა გაირკვა, რომ ჭირი ჰქონდა, უვე ძალიან გვიანი იყო.

და ბოლოს, ახლა ზამთარია, ცივა, ჩვენ ირგვლის ბევრ ძაღლს არ აქვს თავშესაფარი, ზოგს ვაპურებთ და წყალსაც ვუდგამთ ხოლმე და ხშირად ვფიქრობთ, რომ ისინი კარგად იტანენ სიცივეს და არაფერი მოუვათ. დიახ, ისინი ადამიანებზე უკეთ იტანენ სიცივეს, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მათ სცივათ, ძალიან სცივათ ქუჩაში მცხოვრებ ცხოველებს. სადაც და როგორც მოახერხებთ მოუწყვეთ ბუნაგი, ან თუ თავად აქვს მოწყობილი, მიუტანეთ და დაუყარეთ ნახერხი მაინც, საუკეთესო შემთხვევაში მიუტანეთ ძველი ნივთები, ლეიბი, მაგალითად და დაუფინეთ.

24 საათი თქვენი საყვარელი შინაური არსებების სამსახურში, ვეტერინარი გამოძახებით

ექიმ დავით სადათერაშვილის საკონტაქტო ტელეფონის ნომრებია:

577 15 15 61

571 10 15 61

თეგები: დავით სადათერაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved