• რეკლამა
  • კონტაქტი
21:15, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“15 წლის წინანდელი გაზის გამოყენება ახლა შეიძლება?” – უტიაშვილი კობახიძეს პასუხობს

ალია ავტორი - ალია
18:14 12-05-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
252

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, შოთა უტიაშვილ;ი, ირაკლი კობახიძეს პასუხობს:

 

„რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს და ქიმიურ იარაღს? მე არც ვიცოდი, რა შეიძინეს, არც უნდა მცოდნოდა. მე ვერაფერს დავადასტურებ. არც ის ვიცი, იყიდეს თუ არა და არც ის – რა შემადგენლობა ჰქონდა [ნივთიერებას].

თვითონაც ხომ იციან, რომ არანაირი შეხება არ შეიძლება ამასთან მქონოდა. არც ქიმიური იარაღის ექსპერტი ვარ და არც ანალიტიკური დეპარტამენტის საქმეში შედიოდა ამის შეტანა და გამოტანა. ჩემს მოვალეობაში შედიოდა ანალიტიკური საქმიანობა და შსს-ს საინფორმაციო ბაზების შენახვა, განვითარება და ა.შ.

ახლა შსს-ს სტრუქტურა აღარ ვიცი, მაგრამ მაშინ ეს უნდა სცოდნოდა იმას, ვინც იყენებდა ანუ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს და სამეურნეო სამსახურს.

ჯერ ერთი, რომ ამათ [შსს-ს ხელმძღვანელობას “ოცნების” მთავრობის პირობებში] უნდა სცოდნოდათ, რა ინვენტარი გადაიბარეს წინა ხელისუფლებისგან და მეორე, მე მართლა არ ვიცი, 15 წლის წინანდელი გაზის გამოყენება ახლა შეიძლება? მე ამის არანაირი კომპეტენცია არ მაქვს. თუ შემოვიდა ასეთი ნივთიერება, უსაბუთოდ ხომ არ შემოვიდოდა. საბუთიც იქნება, ხელმომწერიც და ვინ ვისგან და რატომ იყიდა.

ახლა, უბრალოდ, ჩემი ხსენებით ყურადღების გადატანა უნდათ. კითხვაზე –  რა [ნივთიერება] იყო გამოყენებული? – პასუხი უნდა გასცენ“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ შოთა უტიაშვილმა.

დღეს, 5 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებულ ამბავში თეორიულად შეიძლება ვანო მერაბიშვილისა და შოთა უტიაშვილის პასუხისმგებლობა დადგეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved