• რეკლამა
  • კონტაქტი
17:49, სამშაბათი, 3 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“15 პორტატული დეფიბრილატორი მალე უკრაინაში იქნება – 70%-მდე შემთხვევაში შეუძლია კარდიოგენული შოკის დროს გაჩერებული გული აამუშაოს” – დავით მრელაშვილი

ალია ავტორი - ალია
01:24 04-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
180

ექიმი, დავით მრელაშვილი, რომელიც ამერიკაში მუშაობს და ცხოვრობს:

“დღეს ერთ-ერთი მიზანმიმართული სარაკეტო დარტყმით 50-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 10 ბავშვი რომელიც ევაკუაციის მიზნით კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე იმყოფებოდნენ – შეიწირეს ორკებმა .
ამ სარაკეტო დარტყმას სამოქალაქო რკინიგზის სადგურზე გაცილებით მეტი მნიშვნელობა ჰქონდა ვიდრე უშუალო დანაკარგი. აწ, ცხელ წერტილებში არსებული მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უბრალოდ დაშინებული იქნება და უარს იტყვის რკინიგზაზე თუ ავტობუსების სადგურზე მივიდეს ევაკუირებისთვის, მიუხედავად იმის რომ ადგილზე დარჩენისას მათ უარესი ელოდებათ.
ვიდრე რუსეთის მორდორი არსებობს, ასეთი ტრაგედიები რაც დღეს მოხდა ალბათ კიდევ გვექნება.
რა თქმა უნდა ბოროტება დამარცხდება, მაგრამ ვიდრე ეს მოხდებოდეს (ჟირინოვსკის ვერიფიკაციის მსგავსად) ჯობია შემდეგ ასეთ ტრაგედიას უკეთ მომზადებული შევხვდეთ მინიმუმ სამედიცინო კუთხით.
საკვანძო სამოქალაქო ობიექტებში განლაგებული პორტატული დეფიბრილატორები – არის სასწრაფო დახმარების სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომლის “კულტურაც” პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში გაცილებით ნაკლებადაა იყო და ნაკლებადაა დღესაც კი, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში.
სტრატეგიულად განლაგებულ ამ პატარა “წითელ ჯვრიან ჩემოდანჩიკებს” მრავალი სიცოცხლე გადაურჩენიათ ადგილზე, და კიდევაც გადაარჩენენ.
სწორად და *დროულად* გამოყენებულ დეფიბრილატორს 70%-მდე შემთხვევაში შეუძლია კარდიოგენული შოკის დროს გაჩერებული გული აამუშაოს (https://tinyurl.com/2vmnhpjs) და ადამიანი გადაარჩინოს ჰოსპიტალში მიყვანამდე.
ეს იდეა და საჭიროება ახალი არაა. ჩემს ერთი თვის წინ დადებულ ვიდეოსა და ინფორმაციაში არის ასეთი დეფიბრილატორიც რომელიც თავიდანვე ჩავიტანე. თუმცა დღეს ამ ტრაგედიის მერე ველაპარაკე უკრაინელ კოლეგებს და აღნიშნეს რომ პრაქტიკულად არ აქვთ და ძალიან სჭირდებათ ესეთი პორტატული დეფიბრილატორები დიდ უმეტესობა სასწრაფოს ბრიგადებში რომლებიც ასეთი ტრაგედიის ადგილებზე პირველები მიდიან.
უკვე შეძენილია და გზაშია ფილიპსის და მედრონიკის ფირმის 15 პორტატული დეფიბრილატორი, და უახლოს დღეებში უკრაინაში იქნება. ესენი განაწილდება სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის ყველაზე ცხელი წერტილების რეგიონების თუ ქალაქების სასწრაფო დახმარების ბრიგადებში – რომელთა დიდ ნაწილს უბრალოდ არ აქვთ ასეთი აპარატები.
მათ ვისაც ჰყავთ კონკრეტული რეგიონები თუ ქალაქები თავიანთ “ეგიდის” ქვეშ აყვანილი – გირჩევთ დაუკავშირდეთ სამედიცინო პერსონალს ადგილზე, ჰკითხოთ აქვთ თუ არა მსგავსი დეფიბრილატორები, და არ ქონის შემთხვევაში – გააგზავნოთ თქვენთვის ხელთ არსებული არხების მეშვეობით.
https://edition.cnn.com/…/kramatorsk-railway…/index.html“

“მარიუპოლთან, ქართველების ნაჩუქარმა დრონმა დააფიქსირა ორკების კოლონა… ადგილზე დაადუღეს” – დავით მრელაშვილი

თეგები: დავით მრელაშვილირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
ახალი ამბები

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

15:26 11-03-2026
გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!

11:16 11-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved