• რეკლამა
  • კონტაქტი
14:57, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

145 წყვილი ფეხსაცმელი პარლამენტის წინ – რუსთაველზე უკრაინის მიმართ სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

ალია ავტორი - ალია
14:17 03-30-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
118

დედაქალაქის მთავარ გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოსთან ახლა 145 წყვილი ბავშვის ფეხსაცმელი აწყვია, ნიშნად იმისა, რომ უკრაინაში რუსულ სამხედრო აგრესიას სწორედ ამდენივე ბავშვი ემსხვერპლა. აქციის ორგანიზატორები არიან სხვადასხვა თაობის ჟურნალისტები. ისინი ამბობენ, რომ როდესაც დაგეგმეს აქცია-პერფორმანსი, რუსული აგრესიის დროს გარდაცვლილი იყო 119 ბავშვი, დღეისთვის კი მათ მოუწიათ 26 ფეხსაცმლის დამატება. მიუხედავად იმისა, რომ აქცია არის მდუმარე, ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს არის ყველაზე  ხმამაღალი გამოხატულება იმისა, რომ პუტინის რეჟიმი კლავს.

“ერთი კვირის წინ, როდესაც ამაზე დავიწყეთ ფიქრი მაშინ იყო ასულ 119 ბავშვი გარდაცვლილი და დღეს 1 კვირის თავზე, როდესაც აქ ვდგავართ 145 ბავშვია გარდაცვლილი, შესაბამისად 145 წყვილი ფეხსაცმელი დევს აქ. ეს ფეხსაცმელები, რომლებიც აქ დავალაგეთ მგონია, სიმბოლურად აღნიშნავს, რომ ეს ჩვენი ომიც არის,”-აცხადებს აქციის ორგანიზატორი ეკა ქადაგიშვილი.

“მძიმე განცდაა, როდესაც ჯავშანტექნიკა კალიებივით ესევა შენს ქვეყანას. ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ დროს მეგობრების მხარდაჭერა. ამიტომ უკრაინელებმა ეს აქცია, ვფიქრობ, უნდა აღიქვან ჩვენი, როგორც ძალიან ხმამაღალი პროტესტი და მხარდაჭერა,”-აცხადებს აქციის ორგანიზატორი ირმა ნადირაშვილი.

აქცია რუსთაველის გამზირზე საათზე მეტია მიმდინარეობს.

რუსთავი 2

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved