• რეკლამა
  • კონტაქტი
19:04, სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,12 წლის ვიყავი, როცა სამმა 16-17 წლის ბიჭმა დანები მომადეს და 161-ე სკოლის ეზოში შემიყვანეს და შარვალი გამხადეს“ – რას იხსენებს გიორგი კალატოზიშვილი?

ალია ავტორი - ალია
20:31 02-10-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,586

პიარტექნოლოგი გიორგი კალატოზიშვილი:

,,12 წლის ვიყავი, როცა სამმა 16-17 წლის ბიჭმა დანები მომადეს და 161-ე სკოლის ეზოში შემიყვანეს და შარვალი გამხადეს. მაშინ მამაჩემი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. 1 წელიწადში მომიკლეს აფხაზეთში და დავრჩი მარტო ქუჩის პირისპირ.
13 წლის ვიყავი, როცა სკოლაში ვიჩხუბე და ხელი ისე გადამიჭრეს დანით, რომ 3 თითზე 5-5 ნაკერი დამადეს მე-9 საავადმყოფოში. ქირურგმა დამაწყებინა სიგარეტის მოწევა – თითებში ნოვოკაინი დამარჭო, მერე ღრმა ნაფასი დაარტყა მაგნას და ჩამიდო პირში, მოწიე, დაგაწყნარებსო! მას შემდეგ ვეწეოდი – მაწყნარებდა.
14 წლის ვიყავი, როცა სკოლიდან მომავალს რუსთაველზე, ახლა რომ ლობიანებს ყიდიან მეტრომდე არმისული, სადარბაზოში “აბრეზი” მომიშვირეს და ჯინსის ქურთუკი გამხადეს. მივეცი, რა თქმა უნდა. აბრეზი სერიოზული არგუმენტია.
15 წლის ვიყავი, როცა “პლეხანოვზე”, მარჯანიშვილის მეტროსთან დამიჭირეს ოპერებმა და განყოფილებაში სკამზე მიბმულს სიგარეტი ჩამაწვეს რამდენჯერმე ლოყაზე.
16 წლის ვიყავი, როდესაც ანაგის ქუჩაზე ორ უცნობს ვეჩხუბე და ერთ-ერთმა დანა დამისვა სახეზე. თვალი ვერ დამიზიანა, მაგრამ ლოყაზე წვრილი იარა დამიტოვა სამახსოვროდ.
16 წლის ვიყავი, როდესაც ვეძისში ვეჩხუბე დაახლოებით ათამდე ადამიანს და ფეხში, არტერიაში დამჭრეს დანით. 15 სანტიმეტრიანი ჭრილობა მქონდა და დაახლოებით 2 ლიტრამდე სისხლი დავკარგე, დედაჩემს რომ ქამრით არ შემოეჭირა ფეხი და არ წავეყვანე მიხაილოვის საავადმყოფოში.
სანამ სრულწლოვანი გავხდებოდი, ცხოვრებამ დამაბერა.
სანამ სრულწლოვანი გავხდებოდი, მანამდე უკვე სრულწლოვნებმა მაიძულეს მეთქვა უარი ბავშვობაზე.
სანამ სრულწლოვანი გავხდებოდი, ვიყავი ბავშვი, რომელსაც ვერ იცავდნენ.
მაშინ არ იყო სახელმწიფო.
მაშინ არ იყო კანონი.
მაშინ მხოლოდ თვითგადარჩენაზე ფიქრობდნენ და არავის ეცალა სხვისი გადარჩენისთვის.
დღეს?
ხომ იწონებთ თავს, შემდგარი სახელმწიფო ვართო! დღეს რატომ ვერ იცავთ ბავშვებს თქვენ მიერ სასათბურე პირობებში გაზრდილი მოძალადეებისგან?! ვერ იცავთ კი არა, თქვენი წახალისებულია ეს ძალადობა და დაუსჯელობის სინდრომი! დღეს ყველა ამ ბავშვის და მოზარდის სახით ისევ მე მირტყამენ დანას და მაწვავენ სიგარეტს, რადგან თქვენი დიდი მეცადინეობით დააბრუნეთ ველური და ბნელი 90-იანი წლები! ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია!”

თეგები: გიორგი კალატოზიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved