• რეკლამა
  • კონტაქტი
07:56, ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

12 წლის ბიჭი, რომელიც ჯართის აგროვებისას დაიღუპა – ქვეყანაში სადაც ბავშვები არ შიმშილობენ!

ალია ავტორი - ალია
21:05 02-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
287

2019 წლის იანვარი – ქვეყანაში, სადაც ბავშვები არ შიმშილობენ:

12 წლის ბავშვის ცხედარი, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, აფრიკის დასახლებაში იპოვეს.

ოჯახი მას ორი დღის განმავლობაში ეძებდა. ბავშვი საცხოვრებელი სახლიდან 3 კილომეტრში, აფრიკის დასახლებაში გუშინ იპოვეს.

12 წლის გიგა ბაგაშვილის ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და მშობლების დასახმარებლად ბავშვი ჯართს ხშირად აგროვებდა.

წინასწარი ინფორმაციით, ის თხრილში სწორედ ჯართის მოსაგროვებლად ჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა.

ქაღალდების ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები და ერთ-ერთ თხრილში იპოვეს მოზარდი. სწორედ ქაღალდების ქარხნის ტერიტორიასთან ჰყავს მოზარდი დაფიქსირებული კამერებს ბოლოს.

ბავშვის იდენტიფიცირება ველოსიპედით შეძლეს, რადგან ის ამით გადაადგილდებოდა. აქვე იპოვეს სხვადასხვა ხელსაწყო, რის დახმარებითაც ჯართს ეძებდა. ზუსტად რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს.

„ჩანაწერი ვნახეთ, ველოსიპედით გამოიარა და ბოლო ხე რომ დგას შემოღობილთან, იმ ადგილას გააჩერა ის ველოსიპედიც. წერაქვი და ნიჩაბი ჰქონდა, რაც ვნახეთ, დანარჩენი იქ არაფერი არ ჩანს,“ – ამბობს ადგილობრივი.

“ნაევარ მეტრამდე მიწა ჰქონდა დაყრილი. ჰქონდა გალუჯებული სახე, ალბათ მიწამ გაგუდა. კვადროცილი უნდა ეყიდა. გარკვეული თანხა მოგროვებული ჰქონია.”- ყვება თვითმხილველი.

წინასწარი ინფორმაციით, 12 წლის მოზარდის გარდაცვალების მიზეზი მიწის ჩამოშლა გახდა, რამაც მოზარდი ქვეშ მოიყოლა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

არაფერი შეცვლილა, არც ვინმეს დაკავება გაგვიგია ამ ფაქტზე და ის ქაღალდის ქარხანაც დაჯარიმებით გამოძვრა – მხოლოდ სიღატაკეა უცვლელი!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ევაკუატორი ბათუმში
ახალი ამბები

როგორ აარჩიო ევაკუატორი ბათუმში – ავარიული ევაკუაციის საკონტროლო სია

18:43 06-09-2026
თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა
ახალი ამბები

თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა

17:57 06-09-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების 5 პრინციპი

15:20 06-09-2026
მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
ახალი ამბები

მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის

14:11 06-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved