• რეკლამა
  • კონტაქტი
10:21, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

12 წლის ბავშვს სკოლაში დანა ყელზე დაადეს – “რაღაც, გაეხუმრა” – დირექტორის სკანდალური კომენტარი

ალია ავტორი - ალია
17:19 02-29-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
411

ტვ პირველის ცნობით, 12 წლის მოზარდის მშობელი მისი შვილის თანასკოლელს ბავშვზე ბულინგსა და დანით მუქარაში ადანაშაულებს. დედა ამბობს, რომ მის შვილს ერთი და იგივე მოზარდი რამდენჯერმე დახვდა სკოლაში და დაემუქრა, როგორც დანით, ისე სიტყვიერად.

მშობლის ინფორმაციით, მეცხრე კლასელი ბიჭი მეშვიდე კლასელ მოზარდს საქმეებს ხან სკოლის საპირფარეშოში ურჩევს, ხანაც საჩხუბრად სარდაფში ჩაჰყავს.

მომხდარზე უკვე ინფორმირებულია პოლიცია, თუმცა საგამოძიებო უწყების ჩარევის მიუხედავად, დაზარალებული ბავშვის ოჯახი ამბობს, რომ დაპირისპირება არ წყდება.

საპირფარეშოში იყო ბავშვი შესული, დაუძახია, მოდიო – დამადო დანა ყელზეო და რაღაცებს მელაპარაკებოდა, მერე ადგა და კარებს დაარტყა ის დანაო. ახლა, ეს 12 წლისაა, მერე, რა რომ მაღალი, რა თქმა უნდა, შეეშინდა, მერე დამლაგებელს უთხრა.
დასაკეცი, პატარა, ფერადი ტარი ჰქონდაო.
გუშინ დახვდა და უთხრა, წამო, „პადვალში“ ჩავიდეთ და დავილაპარაკოთო.
უნდა გამკაცრდეს სკოლაში წესები და რაღაცების შემოტანა-გატანა არ იყოს დაშვებული, კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს. თუ ასე მივუშვით სიტუაცია, ძალიან ცუდი შედეგები დაგვიდგება,“ – ამბობს  მშობელი.

როგორ შეძლო მოზარდმა სასწავლო დაწესებულებაში დანის შეტანა, როცაა სკოლას წესით მანდატურის სამსახურიც აკონტროლებს? – როგორც „პირველებს“ სკოლის დირექტორი ეუბნება, დღეს მოქმედი კანონით, მათ ბავშვების გაჩხრეკის უფლება არ აქვთ. გამონაკლისს მხოლოდ გონივრული ეჭვი წარმოადგენს, თუმცა, ის, რასაც მოზარდის დედა ჰყვება, გონივრულ ეჭვზე მეტიცაა.

დანის დარტყმა არ იყო, იყო მსგავსი რაღაც, გაეხუმრა, ასეთ იდენტიფიცირებას აძლევს. არ უნდა ჰქონოდა (დანა), არაფრით არ შეიძლება, ჩხრეკის უფლება არ გვაქვს, არ ვჩხრეკავთ ბავშვებს თუ გონივრული ეჭვი არ დადგა იმაზე, რომ აკრძალული ნივთი აქვს ამ ბავშვს. პრობაციის ფსიქოლოგიური სამსახური არის ჩართული. არაფერი ჩხუბი, ისე რაღაც გაუთვითცნობიერებლად, ამ ორ ბავშვს არ ჰქონია,“ – ამბობს დირექტორი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?
ახალი ამბები

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?

08:00 11-12-2025
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved