• რეკლამა
  • კონტაქტი
11:49, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

12 წლის ანას მკვლელობა – ექსპერტი 2 500 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ალია ავტორი - ალია
19:53 10-19-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
286

12 წლის ანას გარდაცვალების საქმეზე მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის მოთხოვნა და დაკავებული სამხარაულის ექსპერტი 2 500 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ დაასრულა.

სამხარაულის ექსპერტის წინააღმდეგ გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული. პროცესის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე კი დიღომში გარდაცვლილი გოგოს დედა უფლებადამცველთან ერთად პროკურატურაში დაიბარეს. გარდაცვლილი გოგონას ოჯახი და უფლებადამცველი ექსპერტის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.

ანი იანუშაიტიტეს დედა ამბობს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში დავით გრიგოლია მტკიცებულებების განადგურებას ცდილობდა, რადგან ბიოლოგიური ექსპერტიზა თვენახევრის შემდეგ ჩატარდა.

“იმაზე იყო აპელირება, რომ მას ჰყავს 4 შვილი და ამ 4 შვილს ჭამა უნდა, თუმცა სასექციო მაგიდაზე 12 წლის ბავშვი, რომ ეწვინა მაშინაც უნდა ეფიქრა, რომ ეს ის ბავშვია, ამ ბავშვის მკვლელი, რომ ვიპოვო მეტად ფრთხილი და მონდომებული უნდა ვიყო და მეტად სენსიტიური უნდა ყოფილიყო…დაკარგა და შემდეგში ვიტყვი რაც დაკარგა, დააობა და სადაც შეეძლო არ აიღო და ჩათვალა, რომ არ ევალებოდა. ”  – ამბობს 12 წლის ანის დედა.

შეგახსენებთ, რომ “უფლებები საქართველომ” 5 ივლისს განაცხადა, რომ 12 წლის გოგოს საქმეში მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დაზიანებული იყო, კერძოდ, საკვლევი მასალების შენახვის წესის დარღვევის შედეგად, გოგონას გვამიდან აღებული ნიმუშები დაობდა.

“უფლებები საქართველოს” იურისტები მიიჩნევენ, რომ ჩადენილია მტკიცებულებათა განადგურებისკენ მიმართული დანაშაული და საჭიროა მინიმუმ ერთი ექსპერტის მიმართ ბრალის წარდგენა, რასაც საგამოძიებო უწყება დაუსაბუთებლად აჭიანურებს.

17 მარტს დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის ანა იანუშაიტიტე გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი აცხადებს, რომ გოგო მოკლეს, რადგან მას სხეულზე დაზიანებები ჰქონდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved