• რეკლამა
  • კონტაქტი
08:42, შაბათი, 9 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“12 წელია ოპოზიცია დაუნდობლად იდევნება” – სევდია უგრეხელიძის გამოსვლა ევროსაბჭოზე

ალია ავტორი - ალია
16:55 10-17-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
536

„დეკლარაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ჩაატარონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები” – ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ თვითმმართველობათა კონგრესის ვიცე პრეზიდენტმა, სევდია უგრეხელიძემ ევროპის საბჭოს კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სევდია უგრეხელიძემ კონგრესმენებს განუცხადა, დეკლარაციაზე მხარდაჭერით, ისინი ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს.

„დღეს ჩვენ განვიხილავთ დეკლარაციას საქართველოს შესახებ, რომელიც ასახავს უცხოური გავლენის შესახებ კანონის შედეგად გამოწვეულ დემოკრატიულ უკუსვლას და პოლარიზაციას. ის შეახსენებს ხელისუფლებას იმ ვალდებულებების შესახებ, რაც საქართველოს ადამიანის უფლებების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით  აქვს აღებული და გამუდმებით ირღვევა. 

12 წლის განმავლობაში ოპოზიციის წევრები დაუნდობელ დევნას განიცდიან. ხოლო პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც პუტინის გეგმები წლების წინ იწინასწარმეტყველა, უსამართლო პატიმრობაში იმყოფება. 

გაზაფხულზე ორი თვის განმავლობაში მსოფლიო მედია მოცული იყო ხელისუფლების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დამტვრეული და დასახიჩრებული დემონსტრანტებისა და თბილისის სისხლით გაჟღენთილი ქუჩების ფოტოებით. მათთვის ეს დეკლარაცია თანადგომის  გამომხატველია. ქართველმა ხალხმა იცის, რომ მათ თავად უნდა გააკეთონ ევროპული არჩევანი და გადაარჩინონ ქვეყანა რუსეთის აგრესიული და კორუმპირებული სისტემის მარწუხებისგან. 

დეკლარაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ჩაატარონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ დეკლარაციას, რადგან ამით თქვენ მხარს დაუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს.“- განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

76 მომხრე, 10 წინააღმდეგი – ევროსაბჭოს რეგიონულმა კონგრესმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

18:12 05-08-2026
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი

17:42 05-08-2026
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში – სწავლიდან ლიდერობამდე“ – გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
ახალი ამბები

„გოგოების გზა ტექნოლოგიებში – სწავლიდან ლიდერობამდე“ – გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა

17:38 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved