• რეკლამა
  • კონტაქტი
22:53, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

ალია ავტორი - ალია
17:10 07-03-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
103

სარეხი მანქანის ხელოსანი მაშინ გვახსენდება, როცა უკვე სერიოზული პრობლემა აქვს სარეცხ მანქანას. ალბათ, ყველა ტექნიკასთან ასე ვიქცევით, მაგრამ ტელეფონს უფრო მეტად ვუფრთხილდებით, თუ სარეცხ მანქანას? კომპიუტერს უფრო ვუვლით, თუ სარეცხ მანქანას? ცხადია, ტელეფონს და კომპიუტერს. ყველამ ვიცით, კლავიატურა როგორ უნდა გავწმინდოთ, მაგრამ ცოტამ იცის, როგორ უნდა გასუფთავდეს სარეცხი მანქანა სახლის პირობებში. რა ნაწილები უნდა გავწმინდოთ და როგორ, ამაზე შემდეგ მასალაში ვისაუბრებ, დღეს კი მოვყვები იმ გავრცელებულ შეცდომებზე, რომლებსაც ყოველდღიურად თუ არა, ხშირად ჩავდივართ და რომლებიც სარეცხ მანქანას აფუჭებს.

პირველ რიგში გეტყვი, რომ სარეცხი მანქანის „სიცოცხლის“ საშუალო ხანგრძლოვობა 10 წელი და მეტი შეიძლება იყო, ამიტომ, თუ მანქანა ხშირად ფუჭდება, გამოცვლა საქმეს ვერ უშველის, იქნებ, არასწორად მუშაობას აიძულებ?

1. ზედმეტი წონა

იმ შემთხვევაში, თუ ზედმეტ წონას მოვთავსებთ, ერთი შეხედვით, რა უნდა მოხდეს, ფიქრობ, მაქსიმუმ, გაჩერდეს, არ იმუშაოს, გამოვიღებ და ისე ვცდი მერე. ასე არაა, შეიძლება რეცხვა დაიწყოს, მაგრამ, ბარაბნის ღერძს რაკი სიმძიმე აწვება, ბალანსი ირღვევა, ბალანსის დარღვევა კი ძრავს აზიანებს. მოკლედ, ზედმეტი წონა – მანქანის მთავარ ნაწილს, ძრავს აზიანებს.

ახლა, სავარაუდოდ გაიფიქრე, რომ აწი ყურადღებას მიაქცევ და თუ, მაგალითად, შენი მანქანა 8 კილოიანია, 8 კილოზე მეტს არასოდეს მოათავსებ, მე კი გირჩევ, რომ 6.5  კილოზე მეტი არასოდეს მოათავსო, თუ გინდა დიდხანს გემსახუროს. 

ნებისმიერი პროფესიონალი ხელოსანი გეტყვის, რომ მანქანა უნდა დატვირთო მაქსიმუმ 80 პროცენტით.

დააკვირდი, თუ მანქანა ვიბრირებს, ხმაურობს, ხშირად სულაც ჩერდება და არ მუშაობს – ეს შესაძლოა სწორედ ზედმეტი წონის მოთავსების პრობლემა იყოს. 

2. სარეცხი საშუალება

მოდი, მეტს ჩავყრი და უკეთ გაირეცხება, ეს ფხვნილი, ეს სითხე, რაღაც ხარისხიანი არ მგონია, მოდი, ორმაგს ჩავყრი ან ჩავასხამ – მოქცეულხარ ასე? 

ერთადერთი რაც მეტი იქნება, ეს იქნება ქაფი, რომელიც მილებს ან ფილტრებს დაახშობს. რომ იცოდე რამდენჯერ გაუწმენდავს პროფესიონალ ხელოსანს მანქანის ნაწილები შავი ან ნაცრისფერი შავი მასისგან – ეს ჭუჭყის და იმ სარეცხი საშუალების ნაზავია, რომელიც ვერ გაიხსნა წყალში, იმდენად ბევრი იყო და ჭუჭყთან ერთად მიეკრო მანქანის ნაწილებს. 

რაც შეეხება სითხეს, ზედმეტი ქაფი წარმოიქმნება და ეს ზედმეტ წყალსაც მოითხოვს, – ეს კი მანქანის გადატვირთვას იწვევს. რაც მთავარია, არანაირი კავშირი ამას კარგად გარეცხვასთან არ აქვს.

დაიხსომე, თუ სარეცხი საშუალება არაა ხარისხიანი, რამდენიც უნდა ჩაყარო ან ჩაასხა, ეს არაფერს შეცვლის. 

ალბათ, ყველას სარეცხ მანქანას აქვს რამდენიმე უჯრა სარეცხი საშუალებისთვის, არა ორი, არამედ უმეტესად – სამი. კარგი ერთი რეცხვისთისაა, მეორე დამარბილებლისთვის, რისთვისაა მესამე? მესამე, როგორც წესი, წინასწარი რეცხვისთვისაა. მანქანა ჯერ იწყებს წინასწარ რეცხვას, ანუ, აშორებს მთავარ ჭუჭყს, რისთვისაც შედარებით მცირე სარეცხი საშუალება სჭირდება, შემდეგ კი იწყებს საფუძვლიანად რეცხვას. თუ შენ მხოლოდ ერთ უჯრაში მოათავსებ სარეცხ საშუალებას, იმას მანქანა მთლიანად გამოიყენებს წინასწარი რეცხვისთვის და საფუძვლიან რეცხვაზე როცა გადავა, მას აღარ ექნება სარეცხი საშუალება, მხოლოდ წყლის იმედად დარჩება. ხშირად სწორედ ესაა მიზეზი, რომ სარეცხი კარგად გარეცხილი სულაც არაა და არა მანქანა, ან სარეცხი საშუალება. აუცილებლად იკითხე ყიდვისას, ან შემდგომ პროფესიონალს სთხოვე აგიხსნას, რომელი უჯრა რისთვისაა განკუთვნილი. ერთიდაიგივე თანმიმდევრობით არაა ეს უჯრები განთავსებული ყველა მოდელში. 

3. მყარი ნივთები

ერთი შეხედვით, რა უნდა, ხომ, მყარ ნივთებს სარეცხ მანქანაში, მაგრამ რამდენჯერ შეგყოლია გასაღები, ხურდები და კიდევ უამრავი ნივთი, უბრალოდ, ეს ორი ყველაზე გავრცელებულია, რაც სარეცხ მანქანაში ხვდება ხოლმე. 

მყარი ნივთები აზიანებს ბარაბანს, აფუჭებს ტუმბოს, ამიტომ, ყოველთვის შეამოწმე გასარეცხი ნივთები მანქანში მოთავსებამდე. 

4. გაუწმენდავი ტუმბო და ფილტრი

ტუმბოს და ფილტს რამდენიმე თვეში ერთხელ მაინც უნდა გაწმენდა, ამაზე სხვა დროს ვრცლად მოგიყვები, მაგრამ მანამდე მინიმუმ ის მაინც გააკეთე, რომ რეცხვის რეჟიმზე ჩართო ხოლმე, სპეციალურ საშუალებასაც თუ დაამატებ, კიდევ უკეთესი. 

5. წყლის მილები

წყლის მილები უნდა იყო შეფუთული, კარგად დაცული. ზამთარში შეიძლება ყინვისგან გასკდეს, ზაფხულში კი მაღალმა წნევამ დააზიანოს, ვერ გახეთქოს ბოლომდე, მაგრამ შიგნიდან ჩაამტვრიოს, გაჭედოს. ამიტომ, გარდა იმისა, რომ შეფუთვა და წნევა უნდა იყოს დარეგულირებული, სარეცხი მანქანის დამონტაჟებამდე დარწმუნდი, რომ მაღალი ხარისხის მილები გაქვს გამოყენებული. ეს წესი, მხოლოდ სარეცხი მანქანის შემთხვევაში არა, ზოგადადაც წაგადგება.

6. ბალანსი

თუ სარეცხ მანქანას არ აქვს ბალანსი დაცული, იგი მუდმივად მოძრაობს, ჯერ ადგილზე ხტის, შემდეგ კი შეიძლება, გადაადგილდეს კიდეც. თუ სარეცხ მანქანას ბალანსი კარგად აქვს გადანაწილებული, მისი მუშაობისას, არ გიჩნდება განცდა, რომ ვიღაც იატაკზე წვრილქუსლიანი ფეხსაცმლით ცეკვავს.

მანქანის „ხტუნვა“ ზრდის დატვირთას, დატვირთვა თავისთავად ართულებსმ დროთა განმავლობაში, ძრავის მუშაობას. 

დაიმახსოვრე – მანქანა უნდა იდგეს იდეალურად, ამისათვის გამოიყენე დარეგულირებადი ფეხები. ეს საკითხი არ გადადო, დააყენე ერთ–ერთ პირველ ადგილზე. 

7. სწრაფი რეცხვა

სწრაფი რეცხვა კარგია, ცხადია, მაშინ, როცა გეჩქარება, ამიტომაც ქვია სწრაფი. ადამიანები მას უმეტესად მაშინაც ვიყენებთ, როცა არსად გვეჩქარება, მაგრამ ვთვლით, რომ ტანსაცმელი ძალიანაც არ არის გასარეცხი. საქმე ისაა, რომ სწრაფი რეცხვის ხშირად გამოყენება სარეცხ მანქანას აზიანებს, ბარაბანი ვერ ასწრებს წყლის სრულად დაშრეტას, მუშაობს მეტი დატვირთვით, ეს დროთა განმავლობაში მანქანის გადახურებას, გადატვირთვას იწვევს. 

რა ვქნა თუ ხშირად მეჩქარება?

ამბობენ, რომ სჯობს ყოველ დღე არ გარეცხო სარეცხი, დააგროვო და კვირაში 2–3 ჯერ გარეცხო, მაგრამ ამ წესს მე თავად ვერ ვიცავ და შენ როგორ შემოგთავაზო? 

უბრალოდ, კვირაში ერთხელ მაინც, სრულ რეცხვაზე ჩართე, თუნდაც ცარიელი.

8. ბადის გარეშე რეცხვა

არსებობს ნივთები, რომლებიც სპეციალურ ბადეში უნდა მოათავსო და ისე გარეცხო, მაგალითად, ბიუსჰალტერები, წინდები, ძალიან მცირე ზომის ნივთები. ადამიანების უმრავლესობას ჰქონია, რომ სარეცხი მანქანის ბადეები ტანსაცმლის მოსაფრთხილებლად მოიგონეს და არა – მანქანის დაცვისთვის. რეალობა კი ისაა, რომ მცირე ნივთები შეიძლება მოხვდეს ბრუნვის სისტემაში, ან ტუმბოში, გაიჭედოს და მანქანა ან მისი რომელიმე ნაწილი დააზიანოს. 

9. დახურული კარი

რეცხვის დასრულების შემდეგ დატოვე მანქანის კარი ღია, განიავდეს, გამოშრეს, ასე თავიდან აირიდებ ობს, ცუდ სუნს, ბაქტერიების გამრავლებას. ხშირად საწმენდიც არ იქნება და დიდხანსაც მოგემსახურება.

10. წყლის წნევა

ზოგი მანქანა თავად არეგულირებს წყლის წნევას და მისთვის სახიფათო არაა მაღალი, ან დაბალი წნევა, ან წნევის ცვალებადობა. მაშინაც კი, თუ მანქანა თავად არეგულირებს წნევას, სასურველია წნევა თავად გააკონტროლო. აზიანებს როგორც მაღალი, ასევე დაბალი წნევა. 

დაიმახსოვრე, – არ დაამატო წყალი თავად, ხელით – ეს სენსორებს აზიანებს და შეიძლება გამოუსწორებელი პრობლემა დახვდეს ხელოსანს. 

11. SOS!

არის შემთხვევები, როცა მანქანა რაღაც კოდს გიჩვენებს, მერე აღარ გიჩვენებს, მერე ისევ გიჩვენებს – მეტად ვერ გაგაფრთხილებს, წერილს ვერ მოგწერს, მუხლზე ვერ დაემხობა და ისე ვერ გთხოვს, – მიშველეო.

ნებისმიერი შემთხვევა, როცა კოდს ორჯერ მაინც „გინთებს“ უკვე იმის ნიშანი, რომ პროფესიონალი ხელოსანი უნდა გამოიძახო. 

რჩევა – მაშინაც კი, თუ გამართულად მუშაობს, სასურველია წელიწადში ერთხელ ტექნიკოსმა დიაგნოსტირება და წმენდა ჩაუტაროს. დამიჯერე, ეს ბევრად იაფი დაგიჯდება, ვიდრე ახალი სარეცხი მანქანის ყიდვა, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. 

12. ელექტროობა

ძაბვა უნდა იყოს დარეგულირებული, ცვლადი ძაბვა თუ მიეწოდება, – დაზიანდება. ეს ის შემთხვევაა, როცა შეიძლება, პირველივე შემთხვევაზეც კი ისე დაზიანდეს, გამოუსწორებელი შედეგი მოიტანოს. მაგალითად, ძრავი დაიწვას, ან სენსორები დაზიანდეს სრულად. 

ცხადია, გამართული ელექტროსისტემა გამოსავალია, ეს მგონი ისედაც ყველამ ვიცით, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ  სარეცხი მანქანა იმუშავებს ცალკე, მისთვის სპეციალურ გამოყვანილ როზეტზე და დამცველი ბლოკით. 

შეჯამებისთვის, გეტყვი, რომ ერთი შეხედვით, სარეცხი მანქანა ის ტექნიკაა, რომელიც „მარტო მუშაობს“ და მაინც ყოველთვის ზუსტად იცის, როდის იქნება მზად, მაგრამ ასე არაა, ის არ მუშაობს მარტო, შენ ხარ პასუხისმგებელი, დამგეგმავი ამ სამუშაოსი და ყველა დეტალი, რომელიც უმნიშვნელო გგონია, რეალურად, ძალიან აზიანებს. 

ცხადია, არსებობს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზები, ასევე, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიანაც ეცადო, ყველაფერი იქნებ სულაც ვერ გაითვალისწინო. პროფესიონალი ხელოსნის საკონტაქტო ყოველთვის ერთი ხელის გაწვდენაზე უნდა გქონდეს, თუ არ გინდა, სიჩქარეში, არაპროფესიონალს ანდო და უარესი დამართო მანქანას, ან სულაც გამოუსწორებელი, თუ არ გინდა იატაკი დატბორო ერთ დღესაც, თუ არ გინდა მდინარეზე წაიღო სარეცხი გასარეცხად. 

პროფესიონალი ხელოსნის საკონტაქტო რომც გქონდეს, იქნებ, ისვენებს და ქალაქიდან გავიდა? ან ქორწილი აქვს, სულაც. იქნებ, იმდენი შეკვეთა აქვს უკვე შესასრულებელი, არ სცალია. ჩემი გამოცდილებით, ერთი პროფესიონალი ხელოსნის ნომერი სულაც არაა საკმარისი, მინიმუმ ორი და მაქსიმუმ სამზე მეტი უნდა გქონდეს. ადრე ეს პრობლემა იყო, ახლა, როცა კატალოგი უკვე არსებობს, – მხოლოდ კატალოგის ლინკს იმახსოვრებ. ერთი ლინკი და ათობით პროფესიონალი სარეცხი მანქანის ხელოსნის საკონტაქტო მონაცემი გაქვს.

კომენტარებში დაგვიწერე, რა იყო ის ყველაზე უცნაური ნივთი, რომელიც მანქანაში სარეცხს შეაყოლე? მე – ყურსასმენი და ლურსმანი. ყურსასმენის შემთხვევაში ადვილად გადავრჩი და ჯიბეში ჩარჩენილმა ლურსმანმა კი ბარაბნის რეზინი გახია.

(R)

თეგები: სარეცხი მანქანასარეცხი მანქანის ხელოსანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved