• რეკლამა
  • კონტაქტი
10:28, სამშაბათი, 2 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

12-დან სრულად შესრულებულია მხოლოდ 1 – EU-ს რეკომენდაციების შესრულების სტატუსმეტრი

ალია ავტორი - ალია
17:14 05-16-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
246

მხოლოდ ერთი რეკომენდაციაა “შესრულებული”, ორი – “მეტწილად შესრულებული”, ოთხი – “ნაწილობრივ შესრულებული”, ხოლო ხუთი ისევ “შესასრულებელია”.- რვა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ღია საზოგადოების ფონდის“ ლიდერობით ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით შეფასების ერთობლივი დოკუმენტი მოამზადა.

სტატუსმეტრი ქვეყნის ხელისუფლების მიერ 2023 წლის 15 იანვრიდან 30 აპრილამდე პერიოდში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლოდ განსაზღვრულ ნაბიჯებს ასახავს.

“საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, მოცემულ ეტაპზე სრულად არის შესრულებული ერთი პირობა, დიდწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ შესრულებულია ოთხი პირობა და შესასრულებელია ევროკავშირის ხუთი პირობა. პირობების შესრულების კუთხით, 2023 წლის 31 მარტიდან 30 აპრილამდე საგრძნობი  პროგრესი არ შეიმჩნევა. დაახლოებით ოთხი თვე რჩება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოიყენოს და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პირობა შეასრულოს.” ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.

სტატუსმეტრის მონაცემებით, სრულად შესრულებულია მხოლოდ მე-11 რეკომენდაცია, რაც გულისხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეკომენდაციების გათვალისწინებას.

რაც შეეხება დანარჩენ რეკომენდაციებს – ნაწილობრივ შესრულდა: საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები; ანტიკორუფციული ზომები; მოწყვლადი ჯგუფები; დამოუკიდებელი სახალხო დამცველი;

მეტწილად შესრულდა – ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა; გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა;

შესასრულებელია – დეპოლარიზაცია; დამოუკიდებელი სასამართლო; დეოლიგარქიზაცია; მედია; სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა;

სტატუსმეტრის წინა ანგარიში აპრილში გამოქვეყნდა – მდგომარეობა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით მაშინაც იგივე იყო.

სტატუსმეტრის წინა ანგარიში აპრილში გამოქვეყნდა – მდგომარეობა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით მაშინაც იგივე იყო.

„ტვ პირველი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მხოლოდ არქელი პატარებისთვის
ახალი ამბები

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მხოლოდ არქელი პატარებისთვის

18:24 06-01-2026
​როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ევაკუატორით გადასაყვანად
ახალი ამბები

​როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ევაკუატორით გადასაყვანად

16:35 06-01-2026
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას

14:34 06-01-2026
„არის ერთი ნიუანსი“ – თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო
ახალი ამბები

„არის ერთი ნიუანსი“ – თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო

13:56 06-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved